-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
სლოვენიაში მრავალი და-ძმა იმსხვერპლა დევნამ. ერთ-ერთი მათგანი ფრანკ დროზგი იყო, 38 წლის მჭედელი, რომელიც უარს აცხადებდა ომში მონაწილეობაზე. ამის გამო ნაცისტებმა იგი 1942 წლის 8 ივნისს მარიბორში სიკვდილით დასაჯეს. ვინც მასთან ერთად იყო, გვიამბობს, რომ დახვრეტამდე მას კისერზე ეკიდა წარწერა: „მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:14). ფრანკის ძლიერი რწმენა კარგად გამოჩნდა მეგობრისთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც მან განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა: „ძვირფასო მეგობარო, რუპერტ! დღეს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. ნუ მიგლოვებ. ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ოჯახის წევრებიც. გნახავ ღვთის სამეფოში“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
სურათები 168 გვერდზე]
ფრანკ დროზგი და მისი წერილის ასლი
-