საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 17 გვ. 139-გვ. 142 აბზ. 2
  • მიკროფონის გამოყენება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიკროფონის გამოყენება
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • ხმის სიმაღლე
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მზადება 2020 წლის რეგიონული კონგრესისთვის — „ყოველთვის იხარეთ!“
    რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
  • ხმის სიმაღლე და პაუზები
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ასწავლეთ შვილებს კომენტარების გაკეთება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 17 გვ. 139-გვ. 142 აბზ. 2

გაკვეთილი 17

მიკროფონის გამოყენება

რა უნდა გააკეთო?

თუ კრების შეხვედრებზე მიკროფონებს იყენებთ, ისწავლე მათი სწორად გამოყენება.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

მსმენელს ჩვენი სიტყვები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუტანს სარგებლობას, თუ ნათქვამს კარგად გაიგებს.

ჩვენი ქრისტიანი ძმები და დები საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას ახმარენ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას. ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ყველაფრის კარგად მოსმენის საშუალება, რათა შეხვედრებიდან სარგებლობა მიიღონ.

ძველ ისრაელში არ არსებობდა ხმის გამაძლიერებელი საშუალებები. როგორ უნდა გაეგო მოსეს სიტყვები მრავალმილიონიან მსმენელს, როდესაც ის მთელ ისრაელ ერს აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოაბის ველზე ელაპარაკებოდა? შესაძლოა, მოსეს ნათქვამს მთელი ბანაკის სიგრძეზე დაყენებული, ერთმანეთისგან სათანადო მანძილით დაშორებული, რამდენიმე კაცი იმეორებდა (კან. 1:1; 31:1). როდესაც ისრაელებმა იორდანეს დასავლეთით მდებარე მიწების დაპყრობა დაიწყეს, იესო ნავეს ძემ გერიზიმისა და ებალის მთების ძირში შეკრიბა მთელი ერი; როგორც ჩანს, ლევიანები ამ ორ მთას შორის მდებარე ველზე განლაგდნენ. იქ მთელი ხალხი ისმენდა და ემოწმებოდა კანონის წიგნში ჩაწერილ ღვთის კურთხევასა და წყევლას (იესო 8:33—35). შესაძლებელია, ამ შემთხვევაშიც სხვების დახმარებით გადაეცემოდა ხალხს ინფორმაცია, მაგრამ ცხადია, შესანიშნავი აკუსტიკა, რომელსაც იმ ტერიტორიის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ქმნიდა, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

დაახლოებით 1500 წლის შემდეგ გალილეის ზღვასთან იესოს მოსასმენად დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. იესო ნავში ჩაჯდა, ნაპირიდან ოდნავ გაცურა და დაიწყო მათთან ლაპარაკი (მარ. 4:1, 2). რატომ ელაპარაკა ის ხალხს ნავიდან? როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ადამიანის ხმა შესანიშნავად ვრცელდება წყლის გლუვ ზედაპირზე.

XX საუკუნემდე, ძირითადად, ორატორის ხმის სიმაღლესა და მკაფიო გამოთქმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი კაცი გაიგებდა მის ნათქვამს. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კი იეჰოვას მსახურებმა კონგრესებზე ხმის გამაძლიერებელი სისტემის გამოყენება დაიწყეს.

ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა. ასეთი მოწყობილობა რამდენიმეჯერ აძლიერებს ადამიანის ხმას, მაგრამ ინარჩუნებს ხმის თავისებურებასა და ტონს. მომხსენებელს არ სჭირდება მბგერი იოგების დაჭიმვა. მსმენელს კი სიტყვების გასაგებად დაძაბვა არ უწევს და შესაძლებლობა ეძლევა, მთელი ყურადღება ნათქვამის შინაარსზე გაამახვილოს.

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, კარგი ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა გამოიყენონ კონგრესებზე. ასეთი მოწყობილობა სამეფო დარბაზებშიც გამოიყენება მომხსენებელთა, შეხვედრის ჩამტარებელთა და სცენაზე წამკითხველთა ხმის გასაძლიერებლად. ზოგი კრება მიკროფონებს მსმენელთათვისაც იყენებს, როდესაც ისინი კომენტარებში მონაწილეობენ. თუ შენს კრებასაც აქვს ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ისწავლე მისი სწორად გამოყენება.

ძირითადი მითითებები: ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის სწორად გამოსაყენებლად უნდა გახსოვდეს შემდეგი: 1) მიკროფონი, ჩვეულებრივ, პირიდან 10—15 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული. მისი უფრო ახლოს მიტანა ბგერებს ამახინჯებს, უფრო შორს დაჭერა კი სიტყვებს გაურკვეველს ხდის. 2) მიკროფონი შენ პირდაპირ უნდა იყოს და არა გვერდზე. არ ილაპარაკო, როდესაც თავი მარჯვნივ ან მარცხნივ გაქვს მიბრუნებული; ლაპარაკის დროს პირდაპირ იყურე. 3) ილაპარაკე ოდნავ ხმამაღლა და უფრო ძლიერი ხმით, ვიდრე ვინმესთან საუბრის დროს ლაპარაკობ, მაგრამ არ იყვირო. ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა შენს ხმას ყველაზე შორს მყოფ მსმენელსაც კი თავისუფლად მიაწვდენს. 4) თუ ჩახველება, დახველება ან დაცემინება გინდა, თავი მიკროფონისგან შორს გასწიე.

როდესაც მოხსენებით გამოდიხარ. როდესაც სცენაზე ახვალ, ძმა გაგისწორებს მიკროფონს. ამ დროს ბუნებრივად იდექი, დარბაზისკენ იყურე და თავი სწორად გეჭიროს. ჩანაწერები კათედრაზე დადე და შეამოწმე, მიკროფონი ხომ არ გეფარება მათ დანახვაში.

პირველი სიტყვების წარმოთქმის დროს დააკვირდი, როგორ ისმის შენი ხმა. ძალიან ხმამაღლა ხომ არ ლაპარაკობ ან სიტყვებში გარკვეული ბგერების წარმოთქმისას მიკროფონი მკვეთრ, უსიამოვნო ხმას ხომ არ გამოსცემს? ასეთ შემთხვევაში 2,5—5 სანტიმეტრით უკან გაწევა დაგჭირდება. ჩანაწერებში ჩახედვისას არ დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ მაშინ უნდა ილაპარაკო და წაიკითხო, როდესაც თავი სწორად გიჭირავს მიკროფონის პირდაპირ ან ოდნავ ზემოთ, და არა მიკროფონს ქვემოთ.

როდესაც სცენაზე კითხულობ. კარგი იქნება, ბიბლია თუ ნებისმიერი პუბლიკაცია ისეთ სიმაღლეზე გეჭიროს, რომ კითხვის დროს სახე აუდიტორიისკენ გქონდეს მიმართული. ვინაიდან პირდაპირ მიკროფონის წინ იდგები, ტექსტის ოდნავ გვერდზე გაწევა დაგჭირდება რომელიმე მხარეს. ამიტომ თავი ოდნავ უნდა გასწიო საპირისპირო მხარეს, რათა კითხვის დროს პირდაპირ მიკროფონში ილაპარაკო.

„საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე, ხშირ შემთხვევაში, ძმები, რომლებიც აბზაცებს კითხულობენ, ფეხზე დგანან და მაღალ შტატივზე დამაგრებულ მიკროფონს იყენებენ. ფეხზე დგომა მათ თავისუფლად სუნთქვისა და გამოთქმით კითხვის საშუალებას აძლევს. გახსოვდეს, რომ აბზაცების კითხვა კრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილია. სარგებლობა, რომელიც მსმენელმა უნდა მიიღოს, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად ისმის წაკითხული.

როდესაც კრების შეხვედრაზე კომენტარებში მონაწილეობ. კრების შეხვედრაზე განხილვების დროს მსმენელებიც მონაწილეობენ. შესაძლებელია, თქვენს კრებაში ასეთ შემთხვევებში მიკროფონებს იყენებთ. გახსოვდეს, რომ კომენტარების მიცემის დროსაც საჭიროა გარკვევით და საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკი. მიკროფონში ლაპარაკის დროს შესასწავლი პუბლიკაცია ან ბიბლია ხელში დაიჭირე. ეს ტექსტის კარგად დანახვის საშუალებას მოგცემს.

ზოგ კრებაში განხილვების დროს ძმები ატარებენ მიკროფონებს. თუ შენს კრებაშიც ასეა, უმჯობესია, ხელი აწეული გეჭიროს, როდესაც განხილვის ჩამტარებელი პასუხის გაცემის შესაძლებლობას გაძლევს. ამ შემთხვევაში ძმა, რომელიც მიკროფონებს ატარებს, ადვილად შეგნიშნავს და სწრაფად მოგიახლოვდება. თუ მიკროფონს გაწვდიან, მზად იყავი მის გამოსართმევად. ლაპარაკს ნუ დაიწყებ, ვიდრე მიკროფონს სწორად არ დაიჭერ. როგორც კი ლაპარაკს დაამთავრებ, მაშინვე გადააწოდე მიკროფონი.

როდესაც ინსცენირებაში მონაწილეობ. ინსცენირებაში მონაწილეობის დროს განსაკუთრებული წინდახედულების გამოვლენაა საჭირო მიკროფონის გამოსაყენებლად. მიკროფონი თუ შტატივზე იდგება, ორივე ხელი თავისუფალი გექნება ბიბლიისა და ჩანაწერების გამოსაყენებლად. იმ შემთხვევაში კი, თუ მისი ხელში დაჭერა მოგიწევთ, უფრო თავისუფლად მოძრაობის საშუალება მოგეცემათ, მაგრამ მაშინ დამხმარეს უნდა სთხოვო მისი დაჭერა, რათა ორივე ხელი თავისუფალი გქონდეს ბიბლიის გადასაშლელად. კარგი იქნება, სცენაზე გამოსვლამდე დაგეგმო დამხმარესთან ერთად რეპეტიცია, რომ მან იცოდეს, როგორ დაგიჭიროს მიკროფონი. ისიც გახსოვდეს, რომ სცენაზე გამოსვლის დროს ზურგი არ უნდა შეაქციო მსმენელს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ლაპარაკობ.

სამსახურებრივ შეხვედრებზე ინსცენირებებში ზოგჯერ რამდენიმე კაცი მონაწილეობს და მოძრაობს სცენაზე. შესაბამისად, საჭირო ხდება რამდენიმე მიკროფონის გამოყენება. მიკროფონები წინასწარ უნდა იყოს დაწყობილი თავ-თავის ადგილზე ან ძმამ მონაწილეებს სცენაზე ასვლის დროს უნდა მიაწოდოს. ინსცენირებისთვის მზად რომ იყოს მიკროფონები, ყველაფრის წინასწარ დაგეგმვაა საჭირო. რეპეტიცია ინსცენირების მონაწილეებს მიკროფონების სწორად გამოყენების სწავლის შესაძლებლობასაც მისცემს. თუ შეუძლებელია სცენაზე რეპეტიცია, გონივრული იქნება, მონაწილეებმა მიკროფონის ზომის რაიმე ნივთი დაიჭირონ და ისე ივარჯიშონ. ინსცენირების დამთავრების შემდეგ მონაწილეებმა ფრთხილად უნდა დადონ მიკროფონები და ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ სცენიდან ჩამოსვლის დროს ფეხი არ გამოსდონ მიკროფონების შნურებს.

მიკროფონების სწორად გამოყენება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად მიზანს, კერძოდ იმას, რომ ყველამ სარგებლობა მივიღოთ ღვთის სიტყვის განხილვიდან (ებრ. 10:24, 25). მიკროფონების სწორად გამოყენებას თუ ვისწავლით, ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს ამ მიზნის მიღწევაში.

როგორ უნდა გამოიყენო მიკროფონი

  • მიკროფონი პირიდან 10—15 სანტიმეტრით შორს დაიჭირე.

  • არ ილაპარაკო, როდესაც თავი მარჯვნივ ან მარცხნივ გაქვს მიბრუნებული ან ჩანაწერებში იყურები.

  • ილაპარაკე ოდნავ უფრო მაღალი და ძლიერი ხმით, ვიდრე ვინმესთან საუბრის დროს ლაპარაკობ.

  • თუ ჩახველება გინდა, თავი მიკროფონიდან შორს გასწიე.

სავარჯიშო: თუ სამეფო დარბაზში მიკროფონებს იყენებთ, დააკვირდი, გამოცდილი მომხსენებლები როგორ იყენებენ როგორც შტატივზე დადგმულ, ისე ხელში დასაჭერ მიკროფონებს. დაფიქრდი, რის გაკეთებას უნდა შეეცადო, რას უნდა მოერიდო და რატომ იქნებოდა ეს კარგი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება