საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები
    სამეფო მსახურება — 2009 | აგვისტო
    • 8. როგორ შეუძლიათ მაუწყებლებს ითანამშრომლონ შეხვედრის ჩამტარებელთან?

      8 დაესწარი მსახურების შეხვედრას: თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია (ებრ. 13:17). რამდენადაც შესაძლებელია, შეხვედრის ჩამტარებელი დაეხმარება ნებისმიერს, ვისაც მსახურებაში მხარდაჭერა სჭირდება. კარგი იქნება, თუ გამოცდილი მაუწყებლები დაესწრებიან სამქადაგებლო შეხვედრას და ითანამშრომლებენ ახლებთან ან ნაკლებად გამოცდილებთან. თუ დროდადრო ისე იქნება, რომ გამოცდილები მათთან ერთად წავლენ მსახურებაში, ვისთანაც არ ყოფილან, ეს კარგ შედეგებს გამოიღებს (იგავ. 27:17; რომ. 15:1, 2). ყველა უნდა შეეცადოს, რომ პუნქტუალური იყოს. ამ თეოკრატიული ღონისძიებისა და და-ძმებისადმი პატივისცემა აღგვძრავს, ამ მხრივ საჭირო ცვლილებები მოვახდინოთ (2 კორ. 6:3, 4; ფილ. 2:4).

  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები
    სამეფო მსახურება — 2009 | აგვისტო
    • 10. რატომ უნდა დაესწროს შეძლებისდაგვარად სამეფოს ყველა მაუწყებელი სამქადაგებლო შეხვედრებს?

      10 ისევე, როგორც იესოსა და მისი მოწაფეების შემთხვევაში იყო, სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების საქმე ძირითადად კარდაკარ მსახურებით სრულდება. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ამხნევებს და-ძმებს და ქადაგების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. რამდენადაც შესაძლებელია, სამეფოს ყველა მაუწყებელმა ამ თეოკრატიულ ღონისძიებას მხარი უნდა დაუჭიროს (საქ. 5:42; 20:20). კარგი იქნება, თუ საჭირო ცვლილებებს მოვახდენთ და დავესწრებით მსახურების შეხვედრებს. თუ ასე მოვიქცევით და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვიქადაგებთ, იეჰოვა უხვად გვაკურთხებს და ჩვენს წინამძღოლს, იესო ქრისტეს გულს გავუხარებთ (მათ. 25:34—40; 28:19, 20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება