განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. დაინტერესებული პირებისთვის თან გქონდეს ბროშურა „რას მოითხოვს“ და ეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა. ივნისში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. შეეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა.
◼ მაუწყებლებს, რომელთაც აპრილსა და მაისში დამხმარე პიონერებად მსახურება სურთ, შეუძლიათ ახლავე დაგეგმონ ეს და ადრიანად შეავსონ განცხადება. ეს უხუცესებს დაეხმარება, იზრუნონ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჟურნალებისა თუ სხვა ლიტერატურის საკმაო რაოდენობის მარაგზე. იმ მაუწყებლების შესახებ, რომლებიც დამხმარე პიონერებად ინიშნებიან, ყოველთვე უნდა ცხადდებოდეს კრებაში.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომერში მოცემულია წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ შესწავლის მთლიანი გეგმა. შეგიძლია გადაიღო მისი ფოტოპირი და წიგნის პირად ეგზემპლარში ჩადო, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელთ გქონდეს.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 მარტს ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.
◼ გახსენების საღამო ჩატარდება ოთხშაბათს, 2000 წლის 19 აპრილს. თუ თქვენს კრებას ოთხშაბათობით შეხვედრა აქვს, ის კვირის სხვა დღისთვის უნდა გადაიტანოთ, თუკი სამეფო დარბაზი თავისუფალი იქნება. თუ ეს შეუძლებელია და ამის გამო სამსახურებრივ შეხვედრას ვერ ატარებთ, ის პუნქტები, რომლებიც განსაკუთრებით ეხება თქვენს კრებას, შეგიძლიათ სხვა სამსახურებრივი შეხვედრის დროს განიხილოთ.
◼ ცვლილებები საოლქო კონგრესების ჩატარების თარიღებთან დაკავშირებით:
23—25 ივნისი: იჟევსკი. 7—9 ივლისი: კრასნოდარი. 11—13 აგვისტო: ამურის კომსომოლსკი.
◼ რუსულ ენაზე გამოვიდა ბრაილის შრიფტით შესრულებული ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. ამ პუბლიკაციის მისაღებად საჭიროა ცალკე შეკვეთის გაგზავნა წერილის სახით, რომელსაც კრების სამსახურებრივი კომიტეტი აწერს ხელს. გთხოვთ მიაწეროთ: „ბრაილის განყოფილება“. მიუთითეთ იმ ადამიანის გვარი, სახელი და მისამართი, რომელიც ბრაილის შრიფტით შესრულებული პუბლიკაციებით ისარგებლებს. ამ შეკვეთას ნუ შეიტანთ კრებისთვის ლიტერატურის შეკვეთის ბლანკში (S-14).
◼ ახალი პუბლიკაციები:
„ვინ არის იესო ქრისტე?“ (T-24) — ჩინური (მარტივი)
„იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“ (je) — აზერბაიჯანული
„როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი“ (ht) — ყირგიზული
„რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ (pr) — სომხური (დასავლური)
„ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (პატარა ფორმატი) (ნივთი №5322; აღნიშვნა Smy) — ყაზახური
„ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-74) — ფრანგული
◼ ახალი აუდიოკასეტები:
„როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ (ნივთი №1037; აღნიშვნა cswe) — ინგლისური
◼ ახალი ვიდეოკასეტები:
„ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ (ნივთი №2313; აღნიშვნა vcfe) (ეს ვიდეოფილმი მოწმე მოზარდებისთვის მომზადდა კეთილგონიერი მეგობრების შეძენის თაობაზე) — ინგლისური