განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შეგვიძლია აგრეთვე შევთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. კრებებს, რომლებსაც არა აქვთ ასეთი წიგნების მარაგი, შეუძლიათ შესთავაზონ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყებას. აპრილში: გაავრცელე ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ცალკეული ეგზემპლარები. დაინტერესებული პირებისთვის თან გქონდეს ბროშურა „რას მოითხოვს“ და ეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 დეკემბერს ან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.
◼ გახსენების საღამო 2001 წელს ჩატარდება კვირას, 8 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს წინასწარი შეტყობინება იმისთვის კეთდება, რომ, როდესაც რამდენიმე კრება ერთსა და იმავე დარბაზს იყენებს და სხვა შენობების მოძებნაა საჭირო, აუცილებლობის შემთხვევაში ძმებმა შეძლონ ადგილების დაჯავშნა ან მოლაპარაკება დარბაზებთან დაკავშირებით. უხუცესები უნდა შეუთანხმდნენ შენობის ადმინისტრაციას, რომ შენობაში მიმდინარე სხვა საქმიანობებმა ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდად და ორგანიზებულად ჩატარებას. რადგანაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, უხუცესთა საბჭომ გახსენების საღამოზე მომხსენებლად უნდა დანიშნოს შედარებით გამოცდილი ძმა, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, რიგრიგობით წაიკითხონ მოხსენება ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოიყვანონ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არის უნარიანი ცხებული უხუცესი, რომელსაც შეუძლია მოხსენებით გამოსვლა.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სტანდარტული გამოცემა (ნივთი №5112; აღნიშვნა bi12) — ინდონეზიური
„ვინ არის იესო ქრისტე“ (T–24) — გერმანული, იტალიური, უნგრული
„ვინ არის იეჰოვა?“ (T–23) — ჩინური
„ღვთის ხელმძღვანელობა — სამოთხემდე მიმყვანი გზა“ (ნივთი №6643; აღნიშვნა gu) — არაბული, ტაი
„ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ (ნივთი №5328; აღნიშვნა dp) — ვიეტნამური, იაპონური, კორეული, ტამილური, ჩინური, ჩინური (მარტივი)