თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1999 წლის 6 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 20 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით. ცალკე ფურცელზე უპასუხე იმდენ კითხვას, რამდენსაც გამოყოფილ დროში მოასწრებ.
[შენიშვნა: წერითი გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. კითხვებთან დართული მითითებები გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის.]
აღნიშნე, „სწორია“ თუ „არასწორია“ შემდეგი მტკიცებები:
1. იეჰოვამ დაუშვა, ადამიანებს დამოუკიდებლად ემმართველათ, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი მმართველობის ფორმა ყოველთვის სწორი და სამართლიანია (რჯლ. 32:4; იობ. 34:10—12; იერ. 10:23) [w 15.02.97, გვ. 5, აბზ. 3].
2. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყველა სახის ჩივილს განსჯის [w 01.12.97, გვ. 30, აბზ. 3, 4].
3. მეთაურობისა და კარგი წესრიგის შესახებ ღვთიური პრინციპების გათვალისწინებით მშობლები სათანადო თვალთახედვას ინარჩუნებენ დაქორწინებულ შვილებთან ურთიერთობაზე (დაბ. 2:24; 1 კორ. 11:3; 14:33, 40) [fy გვ. 164, აბზ. 6].
4. მარკოზის 6:31—34-ის თანახმად, ხალხი იესოს მხოლოდ იმიტომ შეებრალა, რომ ისინი ავადმყოფები და უძლურები იყვნენ [w 15.12.97, გვ. 29, აბზ. 1].
5. თუ „სხვა ცხვრების“ კლასის წარმომადგენელი ქრისტიანი ვერ ესწრება იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს, მან, რიცხვნის 9:10, 11-ში მოცემული პრინციპის შესაბამისად, ერთი თვის შემდეგ უნდა აღნიშნოს ის (იოან. 10:16) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.02.93, გვ. 31, აბზ. 8].
6. თუმცა ქრისტიანი პაპა და ბებია საკუთარ თავზე არ იღებენ დედ-მამის პასუხისმგებლობას — ბიბლიური ჭეშმარიტებები ჩააგონონ შვილებს, — მათ ძვირფასი დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვის სულიერად განვითარებაში (რჯლ. 6:7; 2 ტიმ. 1:5; 3:14, 15) [ fy გვ. 168, აბზ. 15].
7. იგავნის 6:30-ის თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში ქურდობა შეიძლება პატიებულ ან გამართლებულ იქნეს [ g 08.11.97, გვ. 19, აბზ. 2 (რუს.)].
8. 1530 წელს უილიამ ტინდალი პირველი მთარგმნელი იყო, რომელმაც ებრაული წერილების ინგლისურ თარგმანში ღვთის სახელი, იეჰოვა, გამოიყენა [w 15.09.97, გვ. 28, აბზ. 3].
9. დღეს სიმბოლური თავშესაფარი ქალაქი არის ღვთის ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სიწმინდის შესახებ მისი მცნების დარღვევით დამსახურებული სიკვდილისაგან ჩვენ დასაცავად (რიცხ. 35:11) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br11 გვ. 19, აბზ. 8].
10. დედამიწა არასოდეს გაუკაცრიელდება და არც არასოდეს განადგურდება (ეკლ. 1:4) [td 14გ].
უპასუხე შემდეგ კითხვებს:
11. რას ასიმბოლოებს საფუარით გამომცხვარი ორი პური, რომლებსაც მღვდელმთავარი სწირავდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? (ლევ. 23:15—17) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.03.98, გვ. 13, აბზ. 21].
12. როდის დაიწყო ქრისტიანული იუბილე და რა თავისუფლება მოიტანა იმ დროს? (ლევ. 25:10) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 01.11.95, გვ. 30, აბზ. 14].
13. მათეს 7:22, 23-ის თანახმად, რის მაჩვენებელი არ არის დღეს რწმენით განკურნება? [td 9გ].
14. როგორ გამოავლინა მოსემ, რომ არ იყო შურიანი, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა? (რიცხ. 11:29) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br9 გვ. 21, აბზ. 11].
15. როგორ გვიჩვენებს კორახის, დათანისა და აბირამის შემთხვევა, რომ დანახვა ყოველთვის არ წარმოქმნის რწმენას? [w 15.03.97, გვ. 4, აბზ. 2].
16. მოხუცი მშობლების პატივისცემის რომელი ორი მხარეა გაშუქებული მათეს 15:3—6-სა და 1 ტიმოთეს 5:4-ში? [ fy გვ. 173—175, აბზ. 2—5].
17. რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ესმება ხაზი რიცხვნის 26:64, 65-ში? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე g 04—06.97, გვ. 20, 21, აბზ. 5—8].
18. როგორ გვეხმარება ფინხასის მაგალითი იმის დანახვაში, რას ნიშნავს იეჰოვასადმი მიძღვნა? (რიცხ. 25:11, აქ) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.95, გვ. 16, აბზ. 12, 13].
19. როგორ შეიძლება სიმბოლურ თავშესაფარ ქალაქში მყოფი ადამიანი ქალაქის ‘საზღვრებს გასცდეს’? (რიცხ. 35:26) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br11 გვ. 22, აბზ. 20].
20. რა მხრივ იყო „სინაის კოდექსი“ კურთხევა ბიბლიის თარგმნისთვის? [w 15.10.97, გვ. 11, აბზ. 2].
ჩაამატე შემდეგი მტკიცებების დასასრულებლად საჭირო სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა:
21. იეჰოვამ ბოროტება დაუშვა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ძირითადი ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ის არის ____________________ და რომ ყველა მისი ქმნილების ხანგრძლივი მშვიდობისა და ბედნიერებისთვის აუცილებელია მისი კანონებისადმი ____________________ (ფსალმ. 1:1—3; იგავ. 3:5, 6; ეკლ. 8:9) [w 15.02.97, გვ. 5, აბზ. 4].
22. თაყვანისცემის დროს ჯვრის გამოყენება ____________________ , რასაც იეჰოვას კანონი კრძალავს (გამ. 20:4, 5) [td 59ბ].
23. ფსალმუნის 143:15-ის თანახმად, ნამდვილი ბედნიერება გულის მდგომარეობაა და დაფუძნებულია წრფელ ____________________ და იეჰოვასთან კარგ ____________________ [w 15.03.97, გვ. 23, აბზ. 7].
24. ებრაული ბიბლიის საერთო ბერძნულ ენაზე გაკეთებული თარგმანი, რომელზე მუშაობაც დაახლოებით ძვ. წ. 150 წელს დასრულდა, ცნობილი გახდა როგორც ____________________ ; ლათინურ ენაზე იერონიმეს მიერ გაკეთებული ბიბლიის თარგმანი, რომელზე მუშაობაც ახ. წ. 400 წელს დასრულდა, ცნობილი გახდა როგორც ____________________ [w 15.08.97, გვ. 9, აბზ. 1; გვ. 10, აბზ. 4].
25. ____________________ გამოყოფილ იქნენ როგორც გამოსასყიდი ისრაელის ____________________ (რიცხ. 3:12, 13) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
შემდეგი მტკიცებებიდან ამოარჩიე სწორი პასუხები:
26. წელიწადში ერთხელ, (კარვობის დღესასწაულზე; განწმენდის დღეს; პასექის დროს), მთელ ისრაელ ერს, მათ შორის უცხო ქვეყნებიდან მოსულ მდგმურებსაც, რომლებიც თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, მართებდათ (ყოველგვარი სამუშაოდან გათავისუფლება; მეათედის გადახდა; პირველმოწეული ნაყოფის მსხვერპლად მიტანა) (ლევ. 16:29—31) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.07.96, გვ. 19, აბზ. 12].
27. ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტის ერთ-ერთი მიზანი ისეთი თარგმანის გამოცემა იყო, რომელიც იქნებოდა (რაც შეიძლება სიტყვასიტყვით გაკეთებული; დედნის ენების პერიფრაზი; გარკვეულ დოგმატურ გაგებასთან შეთანხმებული). ეს საშუალებას მისცემდა მკითხველს, უკეთ ჩასწვდომოდა დედნის ენების თავისებურებასა და მათთან დაკავშირებული აზრების მიმდინარეობას [w 15.10.97, გვ. 11, აბზ. 5].
28. ებრაელთა 13:19-ის თანახმად, თანამორწმუნეების დაჟინებულ ლოცვას შეუძლია სხვაგვარად განავითაროს სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, (რას დაუშვებს ღმერთი; როდის იმოქმედებს ღმერთი; როგორ იმოქმედებს ღმერთი) [w 15.04.97, გვ. 6, აბზ. 1].
29. ცეცხლი (სულიერი სინათლის; განადგურების; მარადიული ტანჯვის) სიმბოლოა (გამოცხ. 20:14) [td 60გ].
30. დღევანდელი ცრუწინასწარმეტყველების ამოსაცნობად უნდა შევამოწმოთ მათი (სწავლება; რიტუალები; საქმეები) (მათ. 7:15—23). [td 54ა].
ქვემოთ მოყვანილ მტკიცებებს შეურჩიე შესაბამისი ბიბლიური მუხლები:
რიცხ. 17:6, 14; მათ. 19:9; ლუკ. 2:36—38; კოლ. 2:8; 3:14
31. ასკეტიზმით შეუძლებელია განსაკუთრებული სიწმინდის ან ნამდვილი განათლებულობის მიღწევა [ g 08.10.97, გვ. 21, აბზ. 3 (რუს.)].
32. განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი ხელახლა დაქორწინების შესაძლებლობით არის მრუშობა [ fy გვ. 159, აბზ. 15].
33. თეოკრატიული საქმიანობებით დაკავება, თუნდაც მოხუცებულობის წლებში, დაეხმარება ადამიანს, გაუმკლავდეს მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს [ fy გვ. 171, აბზ. 21].
34. იეჰოვას მიერ დანიშნული მსახურების მეშვეობით მართლმსაჯულების აღსრულებაში ნაკლის ძიება შეიძლება დამღუპველი იყოს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.07.96, გვ. 15, აბზ. 13].
35. უანგარო სიყვარული აკავშირებს ცოლ-ქმარს და სურვილს უნერგავს, საუკეთესო აკეთონ ერთმანეთისა და შვილებისთვის [fy გვ. 187, აბზ. 11].