განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი ან ბროშურა „იფხიზლეთ!“. იანვარში: წიგნები „ყველაზე დიდებული ადამიანი“ ან „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. თებერვალში: წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. თუ კრების მარაგში ეს წიგნი არა გაქვთ, შეგიძლიათ გაავრცელოთ წიგნი „გამოცხადება“ ან სხვა წიგნები. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია?“ განსაკუთრებით ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას.
◼ კრებებში მალე მიიღებთ 2007 წლის გახსენების საღამოს მოსაწვევებს იმ ენაზე, რომელზეც თქვენი კრება ტარდება. თუ თქვენს ტერიტორიაზე სხვა ენაზე მოლაპარაკეებიც არიან და გინდათ, რომ ამ ენებზეც გქონდეთ მოსაწვევები, რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) მეშვეობით. იმ ენების სია, რომლებზეც არის გახსენების საღამოს მოსაწვევები, მოცემული იქნება წერილში „განცხადება ყველა კრებისთვის“, რომელიც ყოველთვიურად ეგზავნება კრებებს. გთხოვთ, მოსაწვევები მხოლოდ იმ ენებზე შეუკვეთეთ, რომლებზეც ლაპარაკობენ თქვენს ტერიტორიაზე.
◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ 2008 წელს გახსენების საღამო ჩატარდება შაბათს, 22 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს განცხადება იმ მიზნით კეთდება, რომ ძმებმა შეძლონ წინასწარ იზრუნონ დარბაზების შოვნასა და კონტრაქტების დადებაზე იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს. უხუცესები უნდა მოელაპარაკონ დარბაზების ადმინისტრაციას და შეუთანხმდნენ, რომ იმავე შენობაში დაგეგმილმა სხვა ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს ჩატარებას. ვინაიდან გახსენების საღამო ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მომხსენებლად უხუცესთა საბჭო ერთ-ერთ უფრო გამოცდილ უხუცესს ირჩევს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მორიგეობით გამოდიოდნენ ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოდიოდეს მოხსენებით. თუ არის ცხებული ძმა, რომელსაც მოხსენების წარმოთქმა შეუძლია, უხუცესთა საბჭომ ის უნდა აირჩიოს.