საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w02 3/1 გვ. 30
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • მსგავსი მასალა
  • ‘თქვენი მამა გულმოწყალეა’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • „სამართლიანია მისი ყოველი გზა“
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • მიბაძეთ იეჰოვას სამართლიანობასა და სიმართლეში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ჩვენი ღმერთი „დიდად მოწყალეა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
w02 3/1 გვ. 30

მკითხველთა შეკითხვები

სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვა გვასამართლებს უფრო მოწყალებით, ვიდრე სამართლიანობით?

თუმცა ზოგჯერ ამბობენ ამ ფრაზას, უკეთესია თავი ავარიდოთ მის გამოყენებას, რაშიც უფრო ის ჩანს, რომ გასამართლებისას იეჰოვა მოწყალებას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე სამართლიანობას და თითქოს ეს იმიტომ, რომ სამართლიანობა სიმკაცრის მაჩვენებელია. ასეთი თვალსაზრისი უმართებულოა.

ებრაული სიტყვა, რომელიც „სამართლიანობად“ ითარგმნება, შეიძლება „გასამართლებას“ ნიშნავდეს. სამართლიანობა საკმაოდ ახლოსაა სიმართლესთან; თუმცა სიმართლისგან განსხვავებით, სამართლიანობა კანონიერებასთან უფრო ასოცირდება. ჭეშმარიტებაა ის, რომ იეჰოვას სამართლიანობა, იმისდა მიხედვით თუ ვინ რას იმსახურებს, გულისხმობს როგორც სასჯელს, ისე ხსნას (დაბადება 18:20—32; ესაია 56:1; მალაქია 3:20). აქედან გამომდინარე, იეჰოვას სამართლიანობა სიმკაცრის გამოვლინებად არ უნდა მივიჩნიოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა მოწყალებით უფრო გვასამართლებს, ვიდრე სამართლიანობით.

ებრაული სიტყვა, რომელიც ქართულად „მოწყალებად“ ითარგმნება, შეიძლება სასჯელის შემსუბუქებასაც გულისხმობდეს. ის დიდ თანაგრძნობასთანაც არის დაკავშირებული, რაც ცხოვრებისგან დაჩაგრულთათვის დახმარების აღმოჩენაში გამოიხატება (მეორე რჯული 10:18; ლუკა 10:29—37).

იეჰოვა სამართლიანი ღმერთიც არის და მოწყალეც (გამოსვლა 34:7; მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 144:9). მასში ორივე თვისება — სამართლიანობაცა და მოწყალებაც — სრულყოფილია და ისინი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს (ფსალმუნი 114: 5; ოსია 2:21). ორივე მათგანს იეჰოვა თანაბრად ავლენს და ისინი ავსებენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, თუ ვიტყოდით, რომ იეჰოვა მოწყალებით უფრო გვასამართლებს, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ იგი სამართლიანობის გამოა მოწყალე.

ესაიამ იწინასწარმეტყველა: «მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის [„სამართლიანობის“, „ახალი ინგლისური ბიბლია“] ღმერთია უფალი» (ესაია 30:18). ამ მუხლით ესაია ხაზს უსვამს იმას, რომ სამართლიანობა აღძრავს იეჰოვას მოწყალებისკენ და სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მოწყალება უპირატესობს მის სამართლიანობაზე და უფრო ამიტომ გვასამართლებს მოწყალებით. იეჰოვა მოწყალებას იმიტომ ავლენს, რომ იგი სამართლიანი და მოსიყვარულე ღმერთია.

მართალია, ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა, იაკობმა, დაწერა: „წყალობა აღემატება სამსჯავროს“ (იაკობი 2:13ბ). მაგრამ ამ მუხლის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ იაკობს მხედველობაში ჰყავს არა იეჰოვა, არამედ ქრისტიანები, რომლებიც მოწყალებას ავლენენ ავადმყოფებისა და ღარიბების მიმართ (იაკობი 1:27; 2:1—9). ყოველთვის, როცა მოწყალე ქრისტიანებს ასამართლებს, იეჰოვა ითვალისწინებს მათ მიერ გამოვლენილ სიკეთეს, მოწყალებას იჩენს და მიუტევებს ცოდვებს იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე. ამგვარად, მათი კეთილი საქმეები აღემატება ნებისმიერ „სამსჯავროს“, რომლის წინაშეც შეიძლება პასუხისმგებლები ყოფილიყვნენ (იგავნი 14:21; მათე 5:7; 6:12; 7:2).

მაშასადამე, სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ იეჰოვა მოწყალებით უფრო გვასამართლებს, ვიდრე სამართლიანობით. სინამდვილეში, მოწყალება და სამართლიანობა იეჰოვაში სრულიად გაწონასწორებულია. ისინი — იეჰოვას სხვა თვისებებთან ერთად, როგორიცაა სიყვარული და სიბრძნე — ერთმანეთს ავსებენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება