საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
    • b აქ მოხსენიებულ წუხილში იგულისხმება „შიში, რომელიც მოსვენებასა და სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს“. ზოგ თარგმანში ეს ფრაზა მოცემულია როგორც „ნუ წუხხართ“ ან „ნუ ზრუნავთ“. მაგრამ ასეთ თარგმანებში ის აზრი ჩანს, რომ არ უნდა დავიწყოთ წუხილი ან ზრუნვა. ერთი ნაშრომის თანახმად კი „აქ გამოყენებული ბერძნული ზმნა, რომელიც აწმყო დროშია, გამოხატავს ბრძანებას, შეწყვიტო უკვე დაწყებული მოქმედება“.

  • გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
    • 7, 8. ა) რომელი სიტყვებით ცხადყო იესომ, რომ ესმოდა, თუ რამდენად დამახასიათებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის მატერიალურზე წუხილი? (იხილეთ სქოლიოც). ბ) რა ბრძნული რჩევა მოგვცა იესომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვერიდოთ მეტისმეტ წუხილს?

      7 მთაზე ქადაგებისას იესომ შემდეგი რჩევა მოგვცა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულებისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულებისთვის, რა ჩაიცვათ“b (მათე 6:25, აქ). იესომ იცოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელია პირველი საჭიროების საგნებზე წუხილი. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ‘აღარ ვწუხდეთ’ ამაზე? „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი“, — თქვა იესომ. რა პრობლემებსაც უნდა ვხვდებოდეთ, ცხოვრებაში უპირატესობას ყოველთვის იეჰოვას თაყვანისცემას უნდა ვანიჭებდეთ. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს, რაც გვჭირდება, ჩვენი ზეციერი მამა ‘შეგვმატებს’. იეჰოვამ იცის როგორ მოგვცეს ის, რაც ჩვენთვის აუცილებელია (მათე 6:33).

      8 იესომ სხვა რჩევაც მოგვცა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34, აქ). არაგონივრულია მეტისმეტი ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ. ერთმა სწავლულმა აღნიშნა: „მომავალი თითქმის არასდროს აღმოჩნდება ხოლმე ისეთი საშინელი, როგორადაც გვესახებოდა“. თუ თავმდაბლურად გავითვალისწინებთ ბიბლიის რჩევას — ყურადღებას იმისკენ მივმართავთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და დღეს დღევანდელ პრობლემებზე ვიზრუნებთ, თავს ავარიდებთ მეტისმეტ წუხილს (1 პეტრე 5:6, 7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება