საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • მალე ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ დაიწყეს მუშაობა. მანამდე და-ძმები 150 წლის წინათ ნათარგმნი ბიბლიით სარგებლობდნენ. ეს ბიბლია ძველი ენით იყო დაწერილი და რთულად აღიქმებოდა. თარგმნის დროს ხორვატული ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდა სერბულ და მაკედონურ ჯგუფებთან. მუშაობის პროცესში სამივე ჯგუფს შეეძლო ერთმანეთის თარგმანებით სარგებლობა.

      იეჰოვას მოწმეებს ხორვატიაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, სერბიასა და მაკედონიაში დიდხანს ემახსოვრებათ 1999 წლის 23 ივლისი, პარასკევი დღე. ოთხივე საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“ ერთდროულად გამოცხადდა, რომ გამოვიდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხორვატულ და სერბულ ენებზე. გამოცხადდა ისიც, რომ ბიბლიის თარგმნა წარმატებით მიმდინარეობდა მაკედონურ ენაზე. ხანგრძლივმა ტაშმა მომხსენებლებს რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხსენების გაგრძელების საშუალება არ მისცა. დელეგატების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ერთმა ხანდაზმულმა უხუცესმა აღნიშნა: „არ მეგონა, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი!“

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • 2006 წელს სრული ბიბლია სამივე ენაზე გამოიცა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება