მარცხნივ: ერთი და ქალბატონს ძმა რუტერფორდის მოხსენების ჩანაწერს ასმენინებს (1930-იანი წლების ბოლო, ალაბამა, აშშ). მარჯვნივ: შვეიცარია
ნაწილი 1
ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ — სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიბლიის შემსწავლელი ჩასწვდა წაკითხული მუხლის აზრს და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. გაოგნებული სვამს კითხვას: „ნუთუ მართლა ვიცხოვრებთ მარადიულად სამოთხეში აქ, დედამიწაზე?“. თქვენი პარტნიორი ღიმილით პასუხობს: „შენ როგორ გაიგე ბიბლიიდან?“. აღფრთოვანებული და გაოცებული შემსწავლელი თავის ქნევით ამბობს: „აქამდე ეს როგორ არ ვიცოდი?!“. რამდენიმე კვირის წინ მას ასეთივე რეაქცია ჰქონდა, როცა პირველად გაიგო, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია.
თქვენც ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ უძვირფასესი განძის, ჭეშმარიტების მფლობელნი ვართ. მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, როგორ მოაღწია ამ განძმა ჩვენამდე? ამ ნაწილში სწორედ ამ კითხვას ვუპასუხებთ. ის, რომ ღვთის ხალხი თანდათანობით ეზიარა სულიერ სინათლეს, აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ ღვთის სამეფო რეალურია. უკვე საუკუნეა, რაც ამ სამეფოს მეფე, იესო ქრისტე ყველაფერს აკეთებს ღვთის ხალხისთვის ჭეშმარიტების გადასაცემად.