-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
-
-
მკვლევარი ედ სანდერსი აღნიშნავს, რომ ტაძრის გამგებლები „სანდო გამყიდველებს უფლებას აძლევდნენ, მხოლოდ ის ცხოველები და ფრინველები გაეყიდათ, რომლებიც წინასწარ იყო შემოწმებული მღვდლების მიერ. გამყიდველს მყიდველისთვის უნდა მიეცა რაიმე სახის საბუთი, რომელიც მიანიშნებდა, რომ მსხვერპლი უნაკლო იყო“.
2011 წელს არქეოლოგებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს ერთი ასეთი საბუთი. ეს იყო მონეტის ზომის თიხის ბეჭედი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. I საუკუნიდან ახ. წ. 70 წლით. მასზე ამოტვიფრული ორი არამეული სიტყვა ითარგმნება, როგორც „წმინდაა ღვთისთვის“. ფიქრობენ, რომ ტაძრის გამგებლები ამგვარ ნიშნებს შესაწირავისთვის განკუთვნილ პროდუქტებსა თუ ცხოველებს აბამდნენ.
-