-
იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზეგამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
-
-
ორგანიზმში ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებების დაგროვება. ორსულობის წარმატებით დაგვირგვინებაზე მზრუნველი კოალიციის ცნობის თანახმად, ხელმეორედ დაორსულებამდე ქალის ორგანიზმს, სულ მცირე, ოთხი თვე მაინც სჭირდება იმ საზიანო ნივთიერებების ორგანიზმიდან განსადევნად, რომლებსაც შეიძლება ორსულობის დროს იღებდა და ორგანიზმში კარგი კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებების დასაგროვებლად. მაგალითად, ხერხემლის არხის არასწორი დახურვით გამოწვეული დეფექტის, ხერხემლის ნაპრალის, განვითარების რისკი საგრძნობლად მცირდება, როდესაც მომავალი დედის ორგანიზმში საკმაო რაოდენობით არის ფოლიუმმჟავა. ემბრიონის ხერხემლის არხი იხურება ჩასახვიდან 24—28-ე დღეს, ესე იგი, იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მრავალი ქალი გაიგებს, რომ ორსულად არის. ამიტომ, ვინც ბავშვის ყოლას აპირებს, ფოლიუმმჟავას წინასწარ იღებს.
ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ელემენტი არის რკინა. მართლაც, ორსულობის დროს ქალის ორგანიზმის რკინაზე მოთხოვნილება ორმაგდება. თუ ორსულის ორგანიზმში რკინის სათანადო რაოდენობა არ არის, რაც არცთუ იშვიათია განვითარებად ქვეყნებში, ქალს შეიძლება რკინადეფიციტური ანემია განუვითარდეს. მდგომარეობა კი შეიძლება გაართულოს მცირე ინტერვალებით ერთიმეორეზე მიყოლებულმა ორსულობებმა, რადგან ორსულობებს შორის ორგანიზმი ვერ ასწრებს რკინის მარაგის შევსებასa.
-
-
იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზეგამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
-
-
[ჩარჩო 14 გვერდზე]
პრაქტიკული რჩევები ორსული ქალებისთვის
● ჩვეულებრივ, ორსული ქალის ყოველდღიური კვების რაციონში უნდა შედიოდეს: ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით მუქი მწვანე, ნარინჯისფერი და წითელი), პარკოსნები (მაგალითად მწვანე ლობიო, სოია, ოსპი, მუხუდო), მარცვლოვნები (მაგალითად ხორბალი, სიმინდი, შვრია, ქერი — უმჯობესია მარცვლების სახით ან ვიტამინიზირებული), ცხოველური წარმოშობის საკვები (თევზი, ქათამი, საქონლის ხორცი, კვერცხი, ყველი და რძე — სასურველია ნაღებმოხდილი). რაც შეეხება ცხიმებს, რაფინირებულ შაქარსა და მარილს, უმჯობესია მათი ზომიერად გამოყენება. კარგია, ორსულობის დროს ბევრი წყლის სმა. ამ დროს ქალი უნდა მოერიდოს კოფეინის შემცველ სასმელებს; აგრეთვე საკვებს, რომელსაც დამატებული აქვს საკონსერვაციო ნივთიერებები და ხელოვნური დანამატები (მაგალითად, ხელოვნური ესენციები და ხელოვნური საღებავები). სახამებელმა (რომელსაც გასახამებლად იყენებენ), მიწამ და სხვა საშუალებებმა, რომელთა საკვებად გამოყენება ჰიგიენის ნორმებით დაუშვებელია, შეიძლება რაიმე დარღვევა ან მოწამვლა გამოიწვიოს.
-
-
იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზეგამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
-
-
წონაში მომატება. ორსულმა ქალმა თავის წონას უნდა მიაქციოს ყურადღება და მოერიდოს უკიდურესობებს. Krause’s Food, Nutrition and Diet Therapy–ის თანახმად, თუ ახალშობილის წონა საჭიროზე ნაკლებია, ბავშვის სიკვდილის საშიშროება 40–ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური წონის შემთხვევაში. მეორე მხრივ, ორისთვის ჭამამაც შეიძლება მხოლოდ მეტისმეტად გასუქება გამოიწვიოს. თუ ქალის წონაში მომატება უფრო შესამჩნევი ორსულობის მეოთხე თვიდან ხდება, ესე იგი, მომავალი დედა სწორად იკვებება და იკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებსb.
-
-
იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზეგამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
-
-
a ფოლიუმმჟავა და რკინა არის ღვიძლში, პარკოსნებში, მწვანე ბოსტნეულში, თხილსა და ვიტამინიზირებულ მარცვლოვნებში. რკინით მდიდარი საკვები ორგანიზმმა რომ უკეთესად აითვისოს, კარგი იქნებოდა ამ საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება. C ვიტამინი ბევრია, მაგალითად, ხილში.
b რეკომენდებულია, რომ ქალმა, რომელსაც დაორსულების დროს ნორმალური წონა ჰქონდა, მშობიარობის პერიოდისთვის 9—12 კილოგრამი მოიმატოს. მოზარდმა ან ისეთმა ქალებმა, რომლებიც დაორსულებამდე ცუდად იკვებებოდნენ, წესით 12—15 კილოგრამი უნდა მოიმატონ, ხოლო მსუქნებმა მხოლოდ 7—9 კილოგრამი.
-