საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შევთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“
    სამეფო მსახურება — 2006 | იანვარი
    • როგორ შევთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“

      ამ დანართში მოცემულია სხვადასხვა შეთავაზებები, რომლებიც წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია?“, გავრცელებაში დაგეხმარება. შეთავაზება უფრო ეფექტური იქნება, თუ მას შენი სიტყვებით გააკეთებ, შენს უბანზე მცხოვრები ხალხის ინტერესებს მოარგებ და წიგნიდან წინასწარ ისეთ თემას შეარჩევ, რომელზეც საუბარს ააგებ. შეგიძლია გამოიყენო სხვა შეთავაზებაც, რომელიც პრაქტიკული იქნება შენს უბანზე (იხილე 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8).

      არმაგედონი

      ◼ „არმაგედონის გაგონებაზე ბევრს მასიური განადგურების სურათი წარმოუდგება თვალწინ. ხომ არ გაგაოცებთ იმის გაგება, რომ არმაგედონი სინამდვილეში ერთ–ერთი საუკეთესო მოვლენაა, რაც კი შეიძლება მოხდეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე გამოცხადების 16:14, 16]. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება არმაგედონის შემდეგ“. წაიკითხე 21–ე აბზაცი 82–ე გვერდზე.

      ბიბლია

      ◼ „ხშირად ბიბლიას ღვთის სიტყვას უწოდებენ. გიფიქრიათ, რატომ ეწოდება ამ წიგნს ღვთის სიტყვა, მაშინ როცა ის ადამიანებმა დაწერეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 2 პეტრეს 1:21 და მე–5 აბზაცი მე–19 გვერდზე]. ეს წიგნი შემდეგ კითხვებზე ბიბლიიდან სცემს პასუხს“. აჩვენე მე–6 გვერდზე მოცემული კითხვები.

      ◼ „დღეს უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე. მაგრამ თქვენი აზრით, სად შეიძლება გონივრული რჩევების მიღება, რაც ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების მოწყობაში დაგვეხმარება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 2 ტიმოთეს 3:16, 17 და მე–12 აბზაცი 23–ე გვერდზე]. ამ წიგნში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს და მივიღოთ კურთხევები“. მისი ყურადღება გადაიტანე 122—123–ე გვერდებზე მოცემულ ჩარჩოსა და სურათზე.

      იესო ქრისტე

      ◼ „იესო ქრისტეს შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სმენიათ. ზოგი ამბობს, რომ ის მხოლოდ გამოჩენილი ადამიანი იყო. სხვებს ის ყოვლისშემძლე ღმერთად მიაჩნიათ. თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია იესოს ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა?“ [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იოანეს 17:3 და მე–3 აბზაცი 37–ე გვერდზე]. მობინადრის ყურადღება ამ თავის შესავალ კითხვებზე გადაიტანე.

      იეჰოვა ღმერთი

      ◼ „ბევრ მორწმუნე ადამიანს უნდა, რომ ღმერთს უფრო მეტად დაუახლოვდეს. იცოდით, რომ ბიბლია გვიწვევს, დავუახლოვდეთ ღმერთს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იაკობის 4:8ა და მე-20 აბზაცი მე-16 გვერდზე]. ეს წიგნი იმისთვის გამოიცა, რომ ადამიანებმა თავიანთივე ბიბლიიდან უფრო მეტი გაიგონ ღვთის შესახებ“. წაუკითხე შესავალი კითხვები მე–8 გვერდზე.

      ◼ „ბევრი ლოცულობს, რომ ღვთის სახელი განიწმინდოს. გიფიქრიათ ოდესმე, რომელ სახელზე ლოცულობენ ისინი? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ფსალმუნების 83:18, აქ (82:19) და მე-2 და მე-3 აბზაცები 195–ე გვერდზე]. ეს წიგნი გვიხსნის, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ“.

      ლოცვა

      ◼ „გიფიქრიათ, როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებზე? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 1 იოანეს 5:14, 15 და მე–16—18 აბზაცები 170—172 გვერდებზე]. ამ თავში ასევე ახსნილია, რატომ უნდა ვილოცოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები“.

      მარადიული სიცოცხლე

      ◼ „უმეტესობას კარგი ჯანმრთელობა და ხანგრძლივი ცხოვრება სურს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ისურვებდით მარადიულ სიცოცხლეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე გამოცხადების 21:3, 4 და მე-17 აბზაცი 54-ე გვერდზე.] ამ წიგნიდან გავიგებთ, როგორ შეგვიძლია მარადიული ცხოვრების მიღება. მასში იმის შესახებაც არის საუბარი, თუ როგორი ცხოვრება იქნება მაშინ, როცა ღვთის ეს დაპირება შესრულდება“.

      ომი/მშვიდობა

      ◼ „მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს მშვიდობა სწყურიათ. როგორ ფიქრობთ, დედამიწაზე მშვიდობის დამყარების იმედი მხოლოდ ოცნებაა? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ფსალმუნების 45:9, 10]. ამ წიგნში ახსნილია, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის დაპირებას და როგორ დაამყარებს მთელ მსოფლიოში მშვიდობას“. აჩვენე 35–ე გვერდზე მოცემული სურათი და განიხილე 17—21 აბზაცები 33–ე და 34–ე გვერდებზე.

      ოჯახი

      ◼ „ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას გვსურს ბედნიერი ოჯახი გვქონდეს. [გიპასუხოს] ბიბლიაში საუბარია იმაზე, რომ ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას, თუ სიყვარულის გამოვლენაში ღმერთს მიბაძავენ“. წაუკითხე ეფესოელების 5:1, 2 და მე–4 აბზაცი 135–ე გვერდზე.

      რელიგია

      ◼ „ბევრი რელიგიას კაცობრიობის პრობლემების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს და არა მათი მოგვარების საშუალებად. თქვენი აზრით, სწორი გზით მიჰყავს რელიგიას ხალხი? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე მათეს 7:13, 14 და მე–5 აბზაცი 145–ე გვერდზე]. ამ თავში განხილულია ღვთის მოსაწონი თაყვანისმცემლობის ამოსაცნობი ექვსი ნიშანი“. აჩვენე 147–ე გვერდზე ჩამოთვლილი ეს ნიშნები.

      საცხოვრებელი ადგილი

      ◼ „ბევრ ქვეყანაში უფრო და უფრო რთულდება შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის პოვნა. თქვენი აზრით, დადგება ისეთი დრო, როცა ყველას თავისი სახლი ექნება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ესაიას 65:21, 22 და მე–20 აბზაცი 34–ე გვერდზე]. ამ წიგნში ახსნილია, თუ როგორ შესრულდება ღვთის ეს დაპირება“.

      სიკვდილი/აღდგომა

      ◼ „ბევრს აინტერესებს, სინამდვილეში, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. თქვენი აზრით, შესაძლებელია ამის გაგება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ეკლესიასტეს 9:5 და მე-5 და მე-6 აბზაცები 58–ე გვერდზე]. ამ წიგნში აგრეთვე ახსნილია, თუ რას ნიშნავს ბიბლიაში მოცემული აღდგომის იმედი გარდაცვლილთათვის“. აჩვენე სურათი 75–ე გვერდზე.

      ◼ „ალბათ დამეთანხმებით, რომ საყვარელი ადამიანი როცა გვიკვდება, კვლავ გვინდა მისი ნახვა? [გიპასუხოს]. აღდგომასთან დაკავშირებულმა ბიბლიურმა იმედმა ბევრი მგლოვიარე ანუგეშა. [წაუკითხე იოანეს 5:28, 29 და მე-16 და მე-17 აბზაცები 71—72–ე გვერდებზე]. ეს თავი აქ დასმულ კითხვებსაც პასუხობს“. წაუკითხე მე–7 თავის შესავალი კითხვები 66–ე გვერდზე.

      ტრაგედია/ტანჯვა

      ◼ „როცა ტრაგედია ხდება ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი არ ზრუნავს ადამიანებზე და მისთვის სულერთია იტანჯებიან თუ არა ისინი. თქვენც ასე ფიქრობთ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 პეტრეს 5:7 და მე–11 აბზაცი მე–11 გვერდზე]. ამ წიგნში ახსნილია, როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ადამიანთა ტანჯვას“. წაუკითხე 106–ე გვერდზე მოცემული შესავალი კითხვები.

  • 1) შეკითხვა, 2) ბიბლიური მუხლი და 3) თავი
    სამეფო მსახურება — 2006 | იანვარი
    • 1) შეკითხვა, 2) ბიბლიური მუხლი და 3) თავი

      წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მარტივად შეთავაზება ასე შეიძლება: 1) მობინადრეს დაუსვი დამაფიქრებელი კითხვა, 2) წაუკითხე სათანადო ბიბლიური მუხლი და 3) გადაშალე წიგნი იმ თავზე, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავს და წაუკითხე დასაწყისში მოცემული კითხვები. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, შესავალი აბზაცების განხილვით აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. ეს მეთოდი შეგიძლია გამოიყენო ბიბლიის შესწავლის დასაწყებად პირველივე ან განმეორებითი მონახულებისას.

      ◼ „როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ყოვლისშემძლე შემოქმედის გაცნობა, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი?“ წაუკითხე საქმეების 17:26, 27 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება პირველ თავზე გადაიტანე.

      ◼ „დღევანდელი პრობლემების მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია ნუგეშისა და იმედის პოვნა, როგორც ამას ეს მუხლი ამბობს?“ წაუკითხე რომაელების 15:4 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მოკლედ შეეხე მე-2 თავს.

      ◼ „ძალა რომ შეგწევდეთ, მოახდენდით ასეთ ცვლილებებს?“ წაიკითხე გამოცხადების 21:4 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-3 თავზე გადაიტანე.

      ◼ „თქვენი აზრით, იცხოვრებენ ოდესმე ჩვენი შვილები ისეთ პირობებში, როგორიც ამ უძველეს საგალობელშია აღწერილი?“ წაუკითხე ფსალმუნების 36:10, 11 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მოკლედ მიმოიხილე მე-3 თავი.

      ◼ „თქვენი აზრით, ოდესმე დადგება ისეთი დრო, როცა ეს სიტყვები შესრულდება?“ წაუკითხე ესაიას 33:24 და პასუხს დაელოდე. შემდეგ ყურადღება მე-3 თავზე გაამახვილე.

      ◼ „როგორ ფიქრობთ, იციან მკვდრებმა, რას აკეთებენ ცოცხლები?“ პასუხს დაელოდე. შემდეგ წაუკითხე ეკლესიასტეს 9:5 და იმსჯელე მე-6 თავზე.

      ◼ „თქვენი აზრით, შესაძლებელია კვლავ ვიხილოთ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ახლობლები?“ წაუკითხე იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები და პასუხს დაელოდე. შემდეგ მიმოიხილე მე-7 თავი.

      ◼ „თქვენი აზრით, როგორ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე, ისე როგორც ეს ზეცაშია, რის შესახებაც იესომ მოიხსენია ამ ლოცვაში?“ წაუკითხე მათეს 6:9, 10 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-8 თავზე გადაიტანე.

      ◼ „თქვენი აზრით, იმ დროში ხომ არ ვცხოვრობთ, რომელიც ამ წინასწარმეტყველებაშია აღწერილი?“ წაუკითხე 2 ტიმოთეს 3:1—4 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-9 თავზე გადაიტანე.

      ◼ „ბევრს აინტერესებს, რატომ უარესდება დღითი დღე კაცობრიობის პრობლემები. იცოდით, რომ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზზე ამ მუხლშია საუბარი?“ წაუკითხე გამოცხადების 12:9 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-10 თავზე გადაიტანე.

      ◼ „არასოდეს დაფიქრებულხართ, ასეთ კითხვაზე პასუხი მიგეღოთ?“ წაუკითხე იობის 21:7 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მიმოიხილე მე-11 თავი.

      ◼ „თქვენი აზრით, შეუწყობდა ხელს ოჯახის ბედნიერებას ამ ბიბლიური რჩევის გათვალისწინება?“ წაუკითხე ეფესოელების 5:33 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-14 თავზე გადაიტანე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება