-
კეთილი ცნობის შეთავაზება დადებითი განწყობილებითსამეფო მსახურება — 1996 | სექტემბერი
-
-
2 როცა სთავაზობ წიგნს, „შემოქმედებას“, პირველი მისვლისას შეგიძლია, უთხრა შემდეგი:
◼ «მეზობლებთან საუბრისას ვნახეთ, რომ ზოგი დაიმედებულია ღმერთზე. სხვებისთვის ძნელია, ირწმუნონ ღმერთი. თქვენ რას ფიქრობთ? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. დაუკვირდით, როგორ მსჯელობს ბიბლია ამაზე. [წაუკითხე რომაელთა 1:20]. ღვთის ‘მარადიული ძალისა და ღვთაებრიობის’ დადასტურება შეგვიძლია დავინახოთ მისი ქმნილებების განხილვით». წიგნის, „შემოქმედების“, 48-ე გვერდზე წაუკითხე ბოლო აბზაცი და ყურადღება გაამახვილე ცოცხალი უჯრედების აგებულების სირთულეზე. ან გამოიყენე მე-18 აბზაცი 147-ე გვერდზე, რათა აჩვენო, როგორ მიუთითებს შემოქმედის საქმეზე ხეებში ცირკულაციის განსაცვიფრებელი სისტემა. შესთავაზე წიგნი, თუ თანახმა იქნება, რომ წაიკითხავს. თანხმობის შემთხვევაში დაუტოვე და აუხსენი, რომ სამეფოს საქმისთვის შესაწირავებს სიამოვნებით მივიღებდით.
-
-
კეთილი ცნობის შეთავაზება დადებითი განწყობილებითსამეფო მსახურება — 1996 | სექტემბერი
-
-
4 შეგიძლია, გამოიყენო ეს შეთავაზება, როცა სთავაზობ წიგნს — „შემოქმედება“:
◼ „სამეზობლოში ადამიანებთან საუბრისას დავაკვირდი, რომ უმეტესობას ძალიან სწყურია კეთილი საზოგადოება და მშვიდობიანი ქვეყნიერება. თქვენი აზრით, რატომ ვერ აღწევს ადამიანი ასეთ პირობებს? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ზოგი პოლიტიკური ლიდერი, შესაძლოა, გულწრფელია და აკეთებს კეთილ საქმეებს, მაგრამ დაუკვირდით, რა ბრძნულ რჩევას გვაძლევს ბიბლია“. წაუკითხე ფსალმუნი 145:3, 4; შემდეგ შეეკითხე: „არის თუ არა ვინმე, ვისაც შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები?“ წაუკითხე მე-5 და მე-6 მუხლები. აჩვენე სურათი 251-ე გვერდზე წიგნში, „შემოქმედება“, და ყურადღება გაამახვილე ღვთის მმართველობის სარგებლობაზე. შესთავაზე წიგნი და მოიხსენიე ჩვენი ღონისძიებები შესაწირავებზე.
-
-
კეთილი ცნობის შეთავაზება დადებითი განწყობილებითსამეფო მსახურება — 1996 | სექტემბერი
-
-
6 მაღაზიებში ქადაგებისას შეგიძლია, გამოიყენო წიგნის, „შემოქმედების“, ეს მოკლე შეთავაზება:
◼ „დღეს ჩვენ სპეციალურ სამსახურს ვუწევთ საზოგადოების საქმიან ტერიტორიაზე მომუშავე ხალხს. ყოველ ჩვენგანს გული სტკივა ჩვენს გარშემო არსებული დამნაშავეობისა და ძალადობის გაძლიერების გამო. თქვენი აზრით, ვინ გადაჭრის პრობლემებს? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ღმერთი გადაჭრის“. წიგნი, „შემოქმედება“, გადაშალე 196-ე გვერდზე; წაიკითხე და კომენტარი გაუკეთე იგავნის 2:21, 22-ს მე-19 აბზაცში. აჩვენე მე-16 თავის სათაური და შესთავაზე წიგნი. აუხსენი, რომ, თუმცა ჩვენი პუბლიკაციები უფასოა, ვღებულობთ მცირე შესაწირავებს სამეფოს საქმისთვის.
-