საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/03 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 1/03 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: ახალი წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით ეცადეთ, რომ დაიწყოთ ბიბლიის საშინაო შესწავლები. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ განმეორებითი მონახულების დროს გამოვლინდა ინტერესი, მობინადრე ჟურნალების დატარების მარშრუტში ჩართე. ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზნით შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“.

◼ თებერვლიდან დაწყებული და არა უგვიანეს 2 მარტისა, სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით „ჰპოვეთ უსაფრთხო ადგილი საშიშროებით აღსავსე წუთისოფელში“.

◼ კრებებმა სათანადო ორგანიზება უნდა გაუწიონ გახსენების საღამოს, რომელიც ჩატარდება ოთხშაბათს, 16 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს, გახსენების საღამოს სიმბოლოები არ უნდა ჩამოტარდეს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში.

◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ გამოშვების დანართში მოცემულია მასალა (პირველი ნაწილი) წიგნიდან „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო“ (si). შეინახეთ ეს დანართი, ვინაიდან 2003 წელს თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზოგიერთი დავალება დაფუძნებული იქნება ამ მასალაზე.

◼ ამ ნომრიდან დაწყებული, ახლად გამოცემული პუბლიკაციების შესახებ განცხადებები აღარ დაიბეჭდება „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. კრებები ყოველთვიურად მიიღებენ ამ ინფორმაციას წერილით „განცხადება ყველა კრებას“. ამ წერილის მიღებისთანავე, იქ მოცემული ინფორმაცია მომდევნო სამსახურებრივ შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს იმის გათვალისწინებით, თუ რომელი იქნება საინტერესო კრებისთვის. შემდეგ ეს განცხადებები გამოკრული იქნება საინფორმაციო დაფაზე. მოგვიანებით ლიტერატურაზე პასუხისმგებელი შეინახავს მას თავის კარტოთეკაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება