-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძური
ქრისტეფორე კოლუმბი 1493 წლის 19 ნოემბერს ესპანური ფლოტილიით კარიბის ზღვის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულს მიადგა. მან კუნძულს სან-ხუან-ბაუტისტა (წმინდა იოანე ნათლისმცემელი) დაარქვა.
-
-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
ესპანელმა პონსე დე ლეონმა (როგორც ამბობენ, ის კოლუმბს ახლდა თან) გადაწყვიტა დაბრუნებულიყო კუნძულზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ბორიკენს“ უწოდებდა. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ამ კუნძულზე მცხოვრები ხალხი ოქროს სამკაულებს ატარებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ კუნძულის მთები ოქროს საბადოებით იყო მდიდარი. 15 წლის შემდეგ თავისი სიტყვების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ის კუნძულზე დაბრუნდა. 1521 წელს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროს ძირითად მოსახლეობას ესპანელები წარმოადგენდნენ. ამ ახლად გაშენებულ ქალაქს პონსე დე ლეონმა პუერტო-რიკო დაარქვა, რაც „მდიდარ პორტს“ ნიშნავს.a ის ფიქრობდა, რომ ამ კუნძულზე მალე ბევრ ოქროს მოიპოვებდა.
-
-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
a მალე კარტოგრაფების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად კუნძულისა და ქალაქის სახელი ერთმანეთში აირია. მას შემდეგ პუერტო-რიკოს სახელით ცნობილი გახდა კუნძული, და არა დედაქალაქი სან-ხუანი.
-