საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w08 2/1 გვ. 2-3
  • პასუხების ძიებაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პასუხების ძიებაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მსგავსი მასალა
  • დამატებითი რჩევები მშობლებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2019
  • გინდათ იცოდეთ სიმართლე?
    გინდათ იცოდეთ სიმართლე?
  • დაფიქრებულხართ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
  • პასუხების ძიებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
w08 2/1 გვ. 2-3

პასუხების ძიებაში

«მართალია, ჩვენ შევძელით, პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, თუ „როგორ“ ვიცხოვროთ, მაგალითად, ვართ ისეთ ფუფუნებაში, რომელსაც წინათ ვერავინ წარმოიდგენდა — გვაქვს კონდიციონერი, ვისმენთ ციფრული სახით ჩაწერილ მუსიკას, შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ახალ-ახალი ხილი მივირთვათ — მაგრამ უპასუხოდ გვრჩება კითხვა, თუ „რატომ“ ვცხოვრობთ. რისთვის იღწვის ადამიანი თავდაუზოგავად? რა აზრი აქვს ამას?» (დეივიდ ჯ. მაიერზი, ჰოუპ-კოლეჯის პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში, ჰოლანდი, მიჩიგანის შტატი, აშშ).

თქვენ როგორ უპასუხებდით ამ პროფესორის მიერ დასმულ კითხვებს? ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ არც კი ღირს პასუხების ძიებისთვის დროის ხარჯვა. თუმცა, ამ კითხვების უგულებელყოფა იმის მსგავსი იქნებოდა, რომ არაფერი გეღონათ ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭის ამოსაღებად — მართალია, შეძლებდით გზის გაგრძელებას, მაგრამ სიარული ნამდვილად არ მოგანიჭებდათ სიამოვნებას.

გაგჩენიათ ოდესმე კითხვა, აქვს თუ არა ცხოვრებას აზრი? ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს. ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოკითხვის თანახმად, რომელიც იკვლევდა იმას, თუ რა ფასეულობებს ანიჭებენ უპირატესობას ადამიანები, დადგინდა, რომ მრავალ ქვეყანაში მატულობს ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ „რა არის სიცოცხლის აზრი“.

თუ გსურთ, ნამდვილად პოვოთ სულის სიმშვიდე, საჭიროა პასუხები მიიღოთ სამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე:

როგორ გაჩნდა ადამიანი?

რა არის სიცოცხლის აზრი?

რას მოგვიტანს მომავალი?

სად შეგიძლიათ მიიღოთ სანდო პასუხები ამ კითხვებზე? ვარაუდების გამოთქმისა და ფილოსოფიური მსჯელობის ნაცვლად, ამ კითხვებთან დაკავშირებით შემდეგ გვერდებზე მოცემულია ზუსტი პასუხები ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან. გთხოვთ, გადაშალოთ თქვენი ბიბლია და საკუთარი თვალით ნახოთ, რას ამბობს ის.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Beach background: © Andoni Canela/​age fotostock

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება