საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/01 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა დიდ სარგებლობას მოგიტანს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 9/01 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ რა უნდა იქნეს განხილული სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე?

სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის მიზანი ისაა, რომ დაგვეხმაროს, ყურადღება მივაპყროთ იმ საქმიანობას, რომელიც ამ შეხვედრას მოსდევს ანუ მსახურებას. ამიტომ შეხვედრის ჩამტარებელი კარგად უნდა მოემზადოს, რათა სხვებს გამამხნევებელი, განსაკუთრებული და პრაქტიკული აზრები გაუზიაროს. თუ ყოველდღიური მუხლი სამქადაგებლო საქმიანობას უკავშირდება, შეიძლება მისი წაკითხვა და მოკლედ განხილვა. თუმცა შეხვედრაზე, ძირითადად, ყურადღება მსახურებაზე უნდა გამახვილდეს. ეს შეხვედრა ეხმარება ყველას, ვინც საქადაგებლად მიდის, რათა იმ დღეს წარმატებით მსახურებისთვის უკეთ მოემზადონ (2 ტიმ. 4:5).

შეიძლება შესაფერისი აზრების განხილვა „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, რათა ყველამ იცოდეს, თუ რა პუბლიკაცია ვრცელდება იმ თვეში და როგორ უნდა შესთავაზონ ხალხს. ჟურნალების გავრცელების დღეს შეიძლება მოეწყოს იმ შეთავაზებების ინსცენირება, რომლებიც მოცემულია თემით, „როგორ შევთავაზოთ ჟურნალები“. სხვა კამპანიების დროს შეიძლება ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი ერთი ან ორი შეთავაზების განხილვა. შეიძლება მსახურების სხვადასხვა ასპექტის განხილვა ან მათი ინსცენირება. მაგალითად, როგორ ვისარგებლოთ ბიბლიის გამოყენებით კარდაკარ მსახურებისას, როგორ განვაგრძოთ საუბარი მათთან, ვინც ცდილობს, საუბარი შეგვაწყვეტინოს, როგორ შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლა ან როგორ შევუნარჩუნოთ მსმენელს ინტერესი.

სამქადაგებლო მსახურების შეხვედრამ 10—15 წუთს არ უნდა გადააჭარბოს. ამაში შედის ჯგუფის ორგანიზება, უბნების განაწილება და ლოცვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა იქ მყოფმა უნდა იცოდეს, თუ ვისთან და სად მიდის საქადაგებლად და რაც შეიძლება მალე უნდა შეუდგნენ მსახურებას. რადგან ეს შეხვედრა ხანმოკლეა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დროულად მივიდეს მასზე. როდესაც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა კრების შეხვედრას მოსდევს, მაგალითად „საგუშაგო კოშკის“ განხილვას, მაშინ ის უფრო მოკლე უნდა იყოს. აუცილებელი არ არის ყოველდღიური მუხლის განხილვა, რადგან უკვე ყველამ მოისმინა საღვთო წერილზე დაფუძნებული განხილვა.

მონათლული ძმები, რომლებიც ქრისტიანულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, წინასწარ უნდა ინიშნებოდნენ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩასატარებლად. თუ ჩამტარებელი ძმა არ გამოჩნდა, საჭიროების შემთხვევაში უხუცესებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელი მონათლული და გაართმევს თავს ამ დავალებას. და უნდა იჯდეს; მას შეუძლია ყოველდღიური მუხლის ან სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული სხვა პუნქტების განხილვა და მოკლე კომენტარების გაკეთება. მან თავსაფარი უნდა მოიხვიოს.

სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები გამხნევებისა და საქადაგებლად მომზადების შესანიშნავ შესაძლებლობებს გვაძლევს. რაც უფრო კარგადაა მომზადებული ხელმძღვანელი, მით უფრო მეტ სარგებლობას მიიღებს ყველა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება