მკითხველთა შეკითხვები
ცნობების თანახმად, ბავშვის დაბადების შემდეგ ზოგ საავადმყოფოში ინახავენ პლაცენტასა და ჭიპლარს მათში დარჩენილი სისხლიდან გარკვეული ნივთიერებების მისაღებად. წარმოადგენს თუ არა ეს საზრუნავს ქრისტიანებისთვის?
მრავალ საავადმყოფოში ამის მსგავსი არაფერი ხდება, ამიტომ ქრისტიანებისთვის ეს არ უნდა წარმოადგენდეს საზრუნავს. თუ საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, რომ საავადმყოფო, რომელშიც ქრისტიანს მშობიარობა უწევს, ამას პრაქტიკაში იყენებს, სათანადო იქნებოდა, უბრალოდ ექიმის ინფორმირება, რომ პლაცენტა და ჭიპლარი გადაგდებულ იქნას და არანაირად იყოს გამოყენებული.
ბიოლოგიური წყაროებიდან, ანუ ცხოველისა თუ ადამიანისგან, მრავალგვარ სამედიცინო პრეპარატს იღებენ. მაგალითად, გარკვეულ ჰორმონებს მაკე ცხენის შარდიდან აწარმოებენ. ტეტანუსის შრატის მთავარ კომპონენტს ცხენის სისხლი წარმოადგენს, ხოლო დაავადების წინააღმდეგ საბრძოლოდ გამოყენებულ გამა-გლობულინს დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის პლაცენტის (მომყოლის) სისხლიდან აწარმოებენ. ზოგ საავადმყოფოში შენახულ და გაყინულ პლაცენტას მოგვიანებით ფარმაცევტული ლაბორატორიები აგროვებენ, რათა ანტისხეულებით მდიდარი სისხლისგან გამა-გლობულინისთვის განკუთვნილ ექსტრაქტის დამუშავება შეიძლებოდეს.
სულ ახლახანს მკვლევარები აცხადებდნენ ლევკემიის ერთ-ერთი სახეობის სამკურნალოდ მომყოლიდან სისხლის გამოყენების წარმატებების შესახებ და ვარაუდობდნენ, რომ ასეთი სისხლის გამოყენება შეიძლება იმუნური სისტემის მოშლილობის შემთხვევაში ან ძვლის ტვინის გადანერგვის ნაცვლად. ამ დროიდან, გარკვეულწილად, აქვეყნებდნენ იმ მშობლების შემთხვევებს, რომლებიც მომავალში ბავშვის სამკურნალოდ საჭირო შემთხვევისთვის ყინავენ და ინახავენ მომყოლიდან ამოღებულ სისხლს.
პლაცენტის სისხლის მომგებიანობა ძნელად თუ გადაადგმევინებს ნაბიჯს ქრისტიანებს, რომლებიც თავიანთ აზროვნებას ღვთის სრულყოფილი კანონით მართავენ. ჩვენი შემოქმედი წმინდად თვლის სისხლს, რომელიც ღვთის მოცემულ სიცოცხლეს წარმოადგენს. ღვთისგან დაშვებული სისხლის გამოყენების ერთადერთი შემთხვევა იყო მსხვერპლშეწირვის დროს სამსხვერპლოზე მისი დაქცევა (ლევიანნი 17:10–12; შეადარე რომაელთა 3:25; 5:8; ეფესელთა 1:7). სხვა შემთხვევაში ცხოველის სისხლი მიწაზე უნდა გადაღვრილიყო, ანუ გაუქმებულიყო (ლევიანნი 17:13; მეორე რჯული 12:15, 16).
ნადირობისას ან შინაური ფრინველის თუ ცხოველის დაკვლისას, ქრისტიანები სისხლს უშვებენ და ღვრიან. სავალდებულო არ არის, რომ სისხლი მართლაც მიწაზე დაიღვაროს, რადგან მთავარი აზრი რამეში მისი გამოყენების საპირისპიროდ მის გადაღვრაში შედგება.
ჰოსპიტალიზირებულ ქრისტიანებს ესმით, რომ მათი სხეულიდან ამოღებულ ბიოლოგიურ პროდუქტს, ექსკრემენტები იქნება, დაავადებული ქსოვილი თუ სისხლი, ანადგურებენ. დასაშვებია, რომ ექიმმა თავდაპირველად გარკვეული ცდების ჩატარება მოისურვოს, მაგალითად, როგორიცაა: შარდის ანალიზი, სიმსივნის ქსოვილის პათოლოგიური გამოკვლევა ან სისხლის ანალიზი. მაგრამ შემდეგ ეს პროდუქტები განადგურებული უნდა იქნას ადგილობრივი კანონის თანახმად. ჩვეულებრივ, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს არ სჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნის წამოყენება, რადგან ასეთი ბიოლოგიური პროდუქტების განადგურება ბრძნული და მედიცინის თვალსაზრისითაც გონივრულია. თუ პაციენტს ეეჭვება ასეთი, სავსებით ჩვეულებრივი, ზომების ჩატარება და ამისთვის დასაბუთებული მიზეზი აქვს, მას შეუძლია განუცხადოს საქმეში ჩახედულ ექიმს, რომ რელიგიურ საფუძველზე სურს, ყოველი ასეთი პროდუქტი განადგურებული იყოს.
მაგრამ, როგორც აღნიშნული იყო, ეს იშვიათად თუ წარმოადგენს რიგითი პაციენტის საზრუნავს, რადგან მრავალ საავადმყოფოში მომყოლის თუ სხვა ბიოლოგიური პროდუქტის ამგვარად გამოყენებაზე არც კი მსჯელობენ და მითუმეტეს არ აწარმოებენ.