იკითხეთ შვილებთან ერთად
ბრაზილიურ ჟურნალ „ვეჟას“ თანახმად, კითხვის მოყვარულ მშობელთა შვილებს უფრო მეტად უვითარდებათ სიყვარული წიგნების მიმართ, ვიდრე მათ, რომლებიც სახლში ვერ ხედავენ კითხვის მაგალითს. „ერთად კითხვა განამტკიცებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას და ბავშვებს წიგნის შინაარსის ათვისებას უადვილებს“, — აღნიშნავს ბავშვთა ფსიქოლოგი მართა ჰოპე.
ბავშვებისთვის რაიმეს ხმამაღლა წაკითხვა იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ პასუხი გასცეთ მათ კითხვებზე. ბავშვს შეგიძლიათ ესაუბროთ ნებისმიერ სურათზე, რომელიც ტექსტს აქვს დართული. „რაც უფრო კარგად ესმის ბავშვს წიგნის შინაარსი, — შენიშნავს ჰოპე, — მით უფრო მოუნდება მასში ჩახედვა, როცა რამე დააინტერესებს“.
იეჰოვას მოწმე მრავალი მშობელი სიამოვნებით კითხულობს შვილებთან ერთად. ისინი კითხულობენ ისეთ პუბლიკაციებს, როგორიცაა: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“ და „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“a. ასეთი წიგნების კითხვა ბავშვებს არა მარტო კარგი კითხვის სწავლაში ეხმარება, არამედ ინტერესსაც უღრმავებს მსოფლიო ბესტსელერის — ბიბლიის — მიმართ. ამიტომ, თუ მშობელი ხართ, იყავით ღვთის სიტყვას დაწაფებული მკითხველი და მიეცით შვილებს კარგი მაგალითი (იესო ნავეს ძე 1:7, 8). ასე რომ, ყველანაირად ეცადეთ, გამოყოთ დრო და იკითხოთ შვილებთან ერთად!
[სქოლიო]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.