საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/08 გვ. 1
  • „დაიდგით ჩემი უღელი“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „დაიდგით ჩემი უღელი“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • მსგავსი მასალა
  • „ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-8
  • „მე გამოგაცოცხლებთ“
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • „მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • დაკავდით სულიერი საქმეებით და გამოცოცხლდება თქვენი სული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 5/08 გვ. 1

„დაიდგით ჩემი უღელი“

1 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებაში მრავალ პრობლემასა და საწუხარს ვხვდებით, იესოს უღელი დიდ შვებას გვგვრის და ჩვენზე გამომაცოცხლებლად მოქმედებს (მათ. 11:29, 30). ჩვენ დავიდგით იესოს უღელი ანუ გავხდით იესოს მოწაფეები და ვმონაწილეობთ საქმეში, რომელიც რთულიც არის და ამავე დროს გამომაცოცხლებელიც. ჩვენ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და ადამიანებს ვეხმარებით, რომ ჩვენ მსგავსად მათაც დაიდგან იესოს უღელი და გამოცოცხლდნენ (მათ. 24:14; 28:19, 20).

2 გამოცოცხლება, რომელიც მსახურებას მოაქვს: იესოს თავისი მიმდევრებისთვის არ უთქვამს, რომ იმ ტვირთისთვის, რასაც ისინი უკვე ატარებდნენ, მისი ტვირთიც დაემატებინათ. იესომ მოუწოდა მათ, რომ თავიანთი მძიმე ტვირთი მოეშორებინათ და მისი მსუბუქი ტვირთი ეტარებინათ. ჩვენ მეტად აღარა ვართ ცხოვრებისეული საზრუნავით დამძიმებულნი და აღარც უიმედო მდგომარეობაში ვიმყოფებით; ჩვენ არც არასაიმედო სიმდიდრისთვის ვიღწვით (ლუკ. 21:34; 1 ტიმ. 6:17). მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური საქმეებით ვართ დაკავებულნი და თავის სარჩენად მუშაობაც გვიწევს, პირველ ადგილზე მაინც ღვთის თაყვანისცემას ვაყენებთ (მათ. 6:33). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რა უფრო მნიშვნელოვანია, მსახურება ჩვენთვის გამომაცოცხლებელი იქნება და არა დამამძიმებელი (ფილ. 1:10).

3 ჩვეულებრივ, გვსიამოვნებს იმაზე საუბარი, რაც ჩვენთვის ძვირფასია (ლუკ. 6:45). ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, იეჰოვა ღმერთი ძალიან ძვირფასია. გარდა ამისა, ჩვენ ვაფასებთ იმ კურთხევებს, რასაც ღვთის სამეფო მოგვიტანს. ამიტომ სასიხარულო ცნობის გაცხადება ჩვენზე გამომაცოცხლებლად მოქმედებს და გვავიწყებს ყოველდღიურ საზრუნავს (რომ. 10:15). ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ მსახურებას, მით უფრო დავხელოვნდებით, მეტი სიხარული გვექნება და უფრო გამოვცოცხლდებით. გარდა ამისა, ძალებს ისიც გვმატებს, როცა ვინმე ეხმაურება ჩვენს ქადაგებას (საქ. 15:3). თუნდაც გულგრილობას ან წინააღმდეგობას შევხვდეთ, მსახურება სულიერად გამომაცოცხლებელი იქნება ჩვენთვის, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძალისხმევა გულს უხარებს იეჰოვას და მისი კურთხევით დადებით შედეგებს მივაღწევთ (საქ. 5:41; 1 კორ. 3:9).

4 თუ გამოვეხმაურებით იესოს მოწვევას, მასთან ერთად ჩვენც გვექნება იეჰოვას მოწმეებად მსახურების პატივი (ეს. 43:10; გამოცხ. 1:5). ასეთ მსახურებას ვერაფერი შეედრება, რადგან ის ყველაზე გამომაცოცხლებელი საქმიანობაა!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება