„გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“
1 „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა“ (გამოცხ. 1:3). ეს სიტყვები ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი „გამოცხადება“, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ვინაიდან იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც სრულდება მასში მოცემული მრავალი წინასწარმეტყველება. მართლაც დროულია, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ წიგნის „გამოცხადების დიდებული აღსრულება ახლოსაა!“ განხილვას წიგნის შესწავლაზე 2007 წლის 8 იანვრით დაწყებული კვირიდან.
2 მას შემდეგ რაც, თავდაპირველად გამოიცა წიგნი „გამოცხადება“ დიდი ცვლილებები მოხდა მთელ მსოფლიოში (1 კორ. 7:31). უფრო მეტიც, ბევრ მაუწყებელს, რომელიც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა ჯგუფს შეუერთდა, არასოდეს ჰქონია შესაძლებლობა, რომ ამ წიგნის თითოეული მუხლი განეხილა. ამ წიგნის გამოკვლევა ყველას დაგვეხმარება, ვიფხიზლოთ — არ გამოგვრჩეს მხედველობიდან ის, რაც წინ გველოდება (გამოცხ. 16:15).
3 მიზნად დაისახე, რომ ყოველკვირა დაესწრო წიგნის შესწავლას. განხილული მასალა არა მარტო სიფხიზლეს შეგვანარჩუნებინებს, არამედ იესოს მიერ შვიდი კრებისთვის მიწერილი ცნობები დაგვეხმარება, მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებსა და გარემოებებს, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენდა ჩვენს სულიერობაზე და სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე (გამოცხ. 1:11, 19).
4 საფუძვლიანად მოემზადე: წიგნის შესწავლამდე წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემული მუხლები, წინასწარ წაიკითხე. ყურადღება მიაქციე, თუ როგორ განიმარტება ბიბლიური მუხლი. შეეცადე, გაიგო ძირითადი აზრები, რათა ისინი შენს გულს ჩაწვდეს (ნეემ. 8:8, 12). გამოყავი დრო ფიქრისთვის და ჰკითხე საკუთარ თავს: „რას მეუბნება ეს მე იეჰოვასა და მისი განზრახვის შესახებ? როგორ შემიძლია მისი განზრახვის შესაბამისად ვიცხოვრო და სხვებს დავეხმარო?“
5 მას შემდეგ, რაც „უფლის დღე“ დაიწყო 1914 წელს, 92 წელი გავიდა (გამოცხ. 1:10). წიგნ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები მნიშვნელოვანი მოვლენები ჯერ კიდევ არ შესრულებულა. „გამოცხადების“ შესწავლა გამოაცოცხლებს ჩვენს გულსა და გონებას და განგვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“ და ახალი ქვეყნიერება ახლოსაა (გამოცხ. 16:14; 21:4, 5).