სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 152
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ და ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, თუ როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, როდესაც ვინმე ამბობს: „მე უკვე კარგად ვიცნობ თქვენს საქმიანობას“ (იხილეთ ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 12).
20 წთ.: სასიხარულო ცნობის მსახურები. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდი 77, ქვესათაურამდე 83-ე გვერდზე.
15 წთ.: „გაბედული, მაგრამ მშვიდობისმყოფელი“a. გამოიყენე აზრები წიგნიდან „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, ქვესათაურიდან „როდის უნდა დაუთმო“, გვერდები 252, 253.
სიმღერა 39 და ლოცვა.
20 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 132
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „აფასებ შენს სამეფო დარბაზს?“ კითხვა-პასუხებით განხილვა. წარმოადგენს უხუცესი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სტატიის იმ ნაწილს, რომლის პრაქტიკულად გამოყენება შეუძლია კრებას.
სიმღერა 203 და ლოცვა.
27 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 111
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი.
10 წთ.: ვაშენოთ გაერთიანებული ძალებით, რათა ღმერთი განვადიდოთ. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2006 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 17—21
15 წთ.: „როგორ მოვემზადოთ ჟურნალის შეთავაზებისთვის“b. ჩართე სამწუთიანი ინსცენირება, რომელშიც ორი მაუწყებელი, შესაძლოა ცოლ-ქმარი, მსჯელობს, როგორ გამოიყენონ მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზება დეკემბრის ჟურნალების გასავრცელებლად და როგორ გადმოსცენ თავიანთი სიტყვებით. შემდეგ ყურადღებას ამახვილებენ ამ სტატიაში მოცემულ რჩევებზე და შეთავაზებას ამზადებენ იმავე ჟურნალის სხვა სტატიაზე, რომელიც პრაქტიკული იქნება მათ ტერიტორიაზე.
15 წთ.: „როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ საქმე სისხლის ფრაქციების გადასხმამდე ან მკურნალობის მიზნით ჩემივე სისხლის გამოყენებამდე მივა?“c. კითხვა-პასუხებით განხილვა და ინსცენირება. წარმოადგენს უხუცესი, მან არ უნდა გადაუხვიოს გეგმას, რომელსაც ფილიალიდან მიიღებს.
სიმღერა 120 და ლოცვა.
4 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 155
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: «„გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“»d. მოუწოდე კრებას, რომ ეფექტურად გამოიყენოს ეს წიგნი რომელსაც განსაკუთრებული თავისებურებები აქვს — ჩარჩოები და ილუსტრაციები. ყოველი შესწავლის ბოლოს მასალა ბიბლიის გამოყენებით უნდა იქნას გამეორებული.
20 წთ.: პასუხების დროს გამოიყენეთ ბიბლია. აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია 2002 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკზე“ გვერდები 17, 18 ქვესათაურიდან „გამოვავლინოთ სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვასწავლით“. სთხოვე აუდიტორიას, გააკეთოს კომენტარები ყოველ კითხვაზე. 2000 წლის დეკემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ გამოყენებით (გვ. 7) წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც მაუწყებელი თანამშრომელს შეკითხვაზე, „რატომ არ ზეიმობთ ახალ წელს?“ ბიბლიის გამოყენებით პასუხობს.
სიმღერა 168 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.