საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/07 გვ. 1
  • იარეთ, როგორც ბრძენებმა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იარეთ, როგორც ბრძენებმა
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • ყანები გადათეთრებულა მოსამკელად
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • სრული მონაწილეობა მიიღეთ დიდებულ სულიერ მკაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • სიხარულით ვიხარჯებით იეჰოვას მსახურებაში!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • ქრისტეს მიბაძვით ჭეშმარიტების გაცხადება ყოველდღიურად
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 11/07 გვ. 1

იარეთ, როგორც ბრძენებმა

1 როდესაც იესომ ოთხ მებადურს უთხრა, რომ გაჰყოლოდნენ, მათ არ დააყოვნეს გადაწყვეტილების მიღება, არამედ „მაშინვე  . . . გაჰყვნენ“ მას (მათ. 4:18—22). ქრისტიანობის მიღებისა და მხედველობის დაბრუნების შემდეგ ტარსოსელმა სავლემაც არ დააყოვნა და „მაშინვე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე“ (საქ. 9:20). დრო მიდის; გასულ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ‘ვიაროთ როგორც ბრძენებმა’ და დავუკვირდეთ, როგორ ვიყენებთ დროს (ეფეს. 5:15, 16).

2 გაუთვალისწინებელი შემთხვევები: დღეს თუ გვაქვს იეჰოვას მსახურების შესაძლებლობა, ხვალ შეიძლება აღარ გვქონდეს (იაკ. 4:14). არავინ არის დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან (ეკლ. 9:11). გარდა ამისა, ამ ქვეყნიერებაში ყველას გვიდგება „დამამწუხრებელი დღეები“, რაც გამოწვეულია იმით, რომ ყველას ასაკი გვემატება და იეჰოვას მსახურებაში იმდენს ვეღარ ვაკეთებთ, რამდენიც გვსურს (ეკლ. 12:1). ამიტომ, გონივრული არ იქნებოდა თუ იეჰოვასადმი მიძღვნისგან თავს შევიკავებდით ან მსახურების გაფართოებისთვის იდეალურ სიტუაციას დაველოდებოდით და არ გამოვიყენებდით იმ შესაძლებლობას, რაც ახლა გვაქვს (ლუკ. 9:59—62). აბრაამმა ხანდაზმულობის ასაკში სიმშვიდე პოვა; ის „მოხუცი და კმაყოფილი“ მოკვდა, რადგან მთელი სიცოცხლე იეჰოვას ერთგული იყო და ცხოვრება ბრძნულად განვლო (დაბ. 25:8).

3 დრო ცოტა რჩება: ჩვენც გვინდა, რომ დრო ბრძნულად გამოვიყენოთ, რადგან „დრო ცოტაღა დარჩა“ (1 კორ. 7:29—31). ძალიან მალე ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება. ამიტომ, ცხვრისმაგვარი ადამიანების დიდ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც ახლა დედამიწაზე მიმდინარე „მკის“ დროს გვაქვს, მეტად აღარ მოგვეცემა (გამოცხ. 14:15). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცხოვრებისეულმა საზრუნავმა და გართობამ არ წაგვართვას ის დრო, რომელიც უმჯობესი იქნებოდა, მსახურებაში გამოგვეყენებინა (ლუკ. 21:34, 35). წარმოიდგინეთ, როგორი კმაყოფილები ვიქნებით, როდესაც განვლილ წლებს გადავხედავთ და გავიხსენებთ, რომ სრულად ვმონაწილეობდით მკის საქმეში!

4 ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ხელიდან არ გავუშვათ ამ სიხარულის მომტან და საპატიო მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოდი რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ იეჰოვას მსახურებაში, «სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“»! (ებრ. 3:13). თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად ბრძნულად ვმოქმედებთ, რადგან „ღვთის ნების შემსრულებელი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება