საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 6/1 გვ. 3-4
  • მოერიდეთ დამცინავებს!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოერიდეთ დამცინავებს!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რჩება ყველაფერი უცვლელად?
  • გახსოვდეს იეჰოვას დღე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • დაცინვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მოთმინებით ლოდინი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 6/1 გვ. 3-4

მოერიდეთ დამცინავებს!

დღეს მრავლად არიან მომავლის განმსაზღვრელები და ფუტუროლოგია საყოველთაოდაა გავრცელებული. „2000 წლის მოახლოებასთან ერთად, — აღნიშნავს ლონდონის „დეილი ტელეგრაფი“, — რაღაც საოცარი, მაგრამ არა მთლად მოულოდნელი, რამ ხდება. მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანს მომავლის შესახებ უცნაური და ხშირად თავზარდამცემი წარმოდგენები აქვს“. ბევრისთვის მომავლისადმი ხალხის ასე დიდი ინტერესი ახალი არ არის; ადამიანები ადრეც ილტვოდნენ სასურველი ცვლილებებისკენ, რომლებიც არ განხორციელებულა.

მე-19 საუკუნეში, როდესაც ეტლებით მგზავრობა უფრო და უფრო მოხშირდა, ერთმა მამაკაცმა თქვა, რომ ევროპის ქალაქები საბოლოოდ ნეხვში ჩაიხრჩობოდა. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები არ გამართლდა. ამიტომ ლონდონის გაზეთმა „ტაიმმა“ მსგავსი „წინასწარმეტყველების“ ხშირ აუხდენლობაზე ყურადღების გამახვილების დროს აღნიშნა: „მომავალი მხოლოდ ცხენის ნეხვის გროვაა“.

სხვები დასცინიან მათ, ვინც მომავალს შიშით შეჰყურებს. მაგალითად, შეერთებული შტატების უნივერსიტეტის სავაჭრო კათედრის პროფესორი ყველას, ვინც ლაპარაკობდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ეკამათებოდა, რომ ეს ასე არ მოხდებოდა. ჟურნალ „ნიუ-საიენტისტის“ თანახმად, ის ამბობდა, რომ „ცხოვრების დონე უმჯობესდება და ეს პროცესი არასოდეს შეწყდება“.

ასეთი მტკიცებებითა და კონტრმტკიცებებით დაბნეულობაში შეყვანილ მრავალ ადამიანს სწამს, რომ ყველაფერი თითქმის უცვლელად დარჩება. ისინი დასცინიან ადამიანების საქმეებში ღვთის ჩარევის შესახებ გამოთქმულ ნებისმიერ აზრს, რითაც ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრებ დამცინავთა მსგავს პოზიციას ავლენენ.

რჩება ყველაფერი უცვლელად?

მოციქულ პეტრეს მიერ დაახლოებით ახ. წ. 64 წელს ღვთის შთაგონებით დაწერილ მეორე წერილში მოცემულია გაფრთხილება: „უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან“ (2 პეტრე 3:3).

დამცინავები ცდილობენ, თავიანთი დაცინვის ობიექტი სასაცილოდ წარმოაჩინონ. დამცინავები შესაძლებელია ეგოისტობის მახეში გაებან, რადგან ასეთ ადამიანებს ხშირად სურთ, რომ მსმენელებმა გაიზიარონ მათი შეხედულებები. შესაძლოა ზოგი დამცინავი, ვის შესახებაც პეტრე აფრთხილებდა ‘საკუთარი გულისთქმისამებრ იქცეოდა’. მოციქული თავისი მკითხველების გამოსაფხიზლებლად ხაზგასმით ლაპარაკობდა. ის იძლევა გაფრთხილებას ‘დაცინვით დამცინავთა’ მოსვლის შესახებ.

პირველ საუკუნეში მცხოვრები დამცინავები ეჭვქვეშ აყენებდნენ ქრისტეს ‘მოსვლის აღთქმის’ რეალურობას და ამბობდნენ: „სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 3:4). ეს დამცინავებს ეჩვენებოდათ ასე, თუმცა ახ. წ. 33 წელს იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქალაქ იერუსალიმს უბედურება დაატყდებოდა თავს. „დაგიდგება დღეები, — ამბობდა ის, — როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში“. როგორ ცდებოდნენ ამ გაფრთხილების დამცინავები! ახ. წ. 70 წელს რომის ჯარებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს, გაანადგურეს ქალაქი და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. რატომ აღმოჩნდა ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობა ამ უბედურებისთვის მოუმზადებელი? რადგან არ შეიცნეს, რომ ღმერთმა ისინი თავისი ძის მეშვეობით „მოინახულა“ (ლუკა 19:43, 44).

მოციქული პეტრე ყოვლისშემძლე ღვთის მომავალ ჩარევაზე მიუთითებს. «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე ქურდივით მოვა», — გვაფრთხილებს ის (2 პეტრე 3:10). იმ დროს ღმერთი მთელ დედამიწაზე მოსპობს ურწმუნოებს, ხოლო გადაარჩენს მათ, რომლებსაც მართლებად თვლის. როგორც ეს ჟურნალი ხშირად ხსნის, იესო ქრისტეს „თანდასწრება“ 1914 წელს დაიწყო. მაგრამ ის პერიოდი, როდესაც იესო ღვთის განაჩენის შესრულებას შეუდგება და ბოროტებას გაანადგურებს, ჯერ კიდევ წინაა. მაშასადამე, მოციქულების გაფრთხილება, მოვრიდებოდით დამცინავებს, ახლა უფრო აქტუალურია.

შესაძლოა თქვენ უკვე დიდი ხანია ელოდებით ადამიანების საქმეებში ღვთის ჩარევას. როგორ შეგიძლიათ მოთმინებით განაგრძოთ ლოდინი და არ გახდეთ დამცინავების მსხვერპლი? გთხოვთ განაგრძოთ კითხვა.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„დაგიდგება დღეები, როცა მტრები. . . შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. . . ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში“. ეს გაფრთხილება სულაც არ იყო დასაცინი. რომის ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი, ხოლო მისი მოსახლეობის უმეტესობა გაწყვიტეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება