მივარდნილი, პატარა კუნძული
წმინდა ელენეს კუნძულის აღსაწერად ყველაზე ხშირად იყენებენ ისეთ ზედსართავ სახელებს, როგორიცაა „მივარდნილი“ და „პატარა“. ეს სიტყვები შეეფერება ამ კუნძულს, რომლის სიგრძე 17 კილომეტრს აღწევს, სიგანე კი — 10 კილომეტრს და რომელიც 1 950 კილომეტრითაა დაშორებული აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან. სწორედ ამ კუნძულზე გადაასახლეს ნაპოლეონ ბონაპარტი 1815 წელს, რომ, დამარცხების შემდეგ ქვეყნიდან დევნილს, დარჩენილი წლები აქ გაეტარებინა.
ოკეანიდან ეს კუნძული შიშისმომგვრელ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. ფაქტიურად, ის ატლანტის ოკეანეში ამომართული ჩამქრალი ვულკანია, რომლის ციცაბო კლდეების სიმაღლე 500—700 მეტრს აღწევს. მის ცენტრში არსებული აქტენის მთა მთელს კუნძულს გადაჰყურებს. გრილი სამხრეთ ატლანტიკური ცალმხრივი ქარისა და ოკეანის დინების გამო კუნძულზე რბილი და სასიამოვნო კლიმატია. მაგრამ სამხრეთ სანაპიროდან კუნძულის მთაგორიან შუაგულამდე სხვადასხვა მეტეოროლოგიური მდგომარეობა და მცენარეულობაა.
წმინდა ელენეს კუნძული XVII საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოსთვის ბრიტანეთის სამფლობელო იყო. მცირე, დაახლოებით 5 000-კაციან, მოსახლეობაში ევროპელები, აზიელები და აფრიკელები შედიან. მთელ კუნძულზე ინგლისურად ლაპარაკობენ, მაგრამ თავისებური აქცენტით. იქ არ არის აეროპორტი; სხვა ქვეყნებთან დასაკავშირებელი ერთადერთი საშუალება გემია, რომლის რეისია: წმინდა ელენე — სამხრეთ აფრიკა — ინგლისი. ამ კუნძულზე რადიო- და ტელეგადაცემები ხელმისაწვდომი მხოლოდ 90-იანი წლების შუა პერიოდიდან გახდა თანამგზავრთან დაკავშირების მეშვეობით.
ამ სანაპიროებს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა პირველად 30-იანი წლების დასაწყისში მისწვდა (მათე 24:14). წლების განმავლობაში კუნძულის მრავალმა მოსახლემ შეიძინა ეს განძი, რომელთან შედარებითაც მატერიალური სიმდიდრე უმნიშვნელოა (მათე 6:19, 20). დღეს წმინდა ელენეს კუნძულზე ერთ მოწმეზე 31 მოსახლე მოდის, რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია.
[რუკა 24 გვერდზე]
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
წმ. ელენეს კ.
ჯეიმზტაუნი
ლეველვუდი
აფრიკა
ატლანტის ოკეანე
წმ. ელენეს კ.