საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცხოვრებთ იერემიასავით?
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • გამოცდილებამ აჩვენა, რომ ღვთის მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ეხმარება მათ, იყვნენ ბედნიერები. მაგალითად, ერთი დაუქორწინებელი პიონერი და, რომელიც ჩინურენოვან კრებაში მსახურობს, ამბობს: „პიონერული მსახურება ჩემს ცხოვრებას მიზანმიმართულს ხდის. რადგან აქტიურ ცხოვრებას ვეწევი და მთელი დღე დაკავებული ვარ, მარტოობას არ განვიცდი. ყოველი დღის ბოლოს კმაყოფილებას ვგრძნობ, ვინაიდან ვხედავ, როგორ ვეხმარები ხალხს ჩემი მსახურებით. ამას დიდი სიხარული მოაქვს ჩემთვის“. 38 წლის პიონერი და კი ამბობს: „ჩემი აზრით, ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ შეგეძლოს დადებითი დაინახო და კმაყოფილი იყო ნებისმიერ ვითარებაში “. სამხრეთ ევროპაში მცხოვრები ერთი დაუქორწინებელი ქრისტიანი გულახდილად გვიზიარებს თავის აზრს: „შესაძლოა, ჩემი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და არაფერს მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ბედნიერება წამართვას“.

      სურათი 97 გვერდზე

      12, 13. ა) როგორია რეალური თვალსაზრისი დაუქორწინებლობასა და დაქორწინებაზე? ბ) დაუქორწინებლობასთან დაკავშირებულ რომელ მნიშვნელოვან ფაქტს გაუსვა ხაზი პავლემ როგორც სიტყვით, ისე საქმით?

      12 შესაძლოა, იერემიაც ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც სიჭაბუკეში გეგმავდა. მაგრამ ის იმასაც ხედავდა, რომ არც ბევრი დაოჯახებულის ცხოვრება წარიმართა ისე, როგორც ისინი გეგმავდნენ. ესპანელი პიონერი და ასეთ რამეს გვიზიარებს: „ვიცნობ ისეთ წყვილებს, რომლებიც ბედნიერები არიან და ისეთებსაც, რომლებიც ბედნიერები არ არიან. ეს ფაქტი იმაში მარწმუნებს, რომ ჩემი ბედნიერება იმაზე არ არის დამოკიდებული, გავთხოვდები თუ არა“. იერემიასა და ათასობით სხვა ღვთის მსახურის მაგალითი გვარწმუნებს, რომ დაუქორწინებლებს შეუძლიათ ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებით დატკბნენ.

      „მარტოდ გატარებული წუთები ჩემთვის უძვირფასესი წუთებია. ამ დროს შემიძლია იეჰოვას ვესაუბრო; ასევე შემიძლია ვიფიქრო და პირადი შესწავლა ისე ჩავატარო, რომ ხელი არავინ შემიშალოს . . . ის რომ დღეს ბედნიერი ვარ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დაუქორწინებლობას“ (ბაბეტი).

  • იცხოვრებთ იერემიასავით?
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება