საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცხოვრებთ იერემიასავით?
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • 9. ქორწინებასთან დაკავშირებული რომელი ბიბლიური რჩევა იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას?

      9 დღესაც ქორწინდება ბევრი ქრისტიანი, თუმცა ყველა არა. არც იესო იყო დაქორწინებული. მან თქვა, რომ ზოგიერთი მოწაფე შეითვისებდა დაუქორწინებლობას თავის გულსა და გონებაში. იესომ ამას ძღვენი უწოდა და მათ, ვისაც ჰქონდა ეს ძღვენი, მოუწოდა, არ დაქორწინებულიყვნენ (წაიკითხეთ მათეს 19:11, 12). ამიტომ კი არ უნდა გავაქილიკოთ, არამედ უნდა შევაქოთ ის ქრისტიანები, რომლებიც იმიტომ არ ქორწინდებიან, რომ ღვთის მსახურებაში უფრო მეტი გააკეთონ.

  • იცხოვრებთ იერემიასავით?
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • 11 ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი, მამაკაცი თუ ქალი, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, მიჰყვება იერემიას შესანიშნავ მაგალითს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ღვთის მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ეხმარება მათ, იყვნენ ბედნიერები. მაგალითად, ერთი დაუქორწინებელი პიონერი და, რომელიც ჩინურენოვან კრებაში მსახურობს, ამბობს: „პიონერული მსახურება ჩემს ცხოვრებას მიზანმიმართულს ხდის. რადგან აქტიურ ცხოვრებას ვეწევი და მთელი დღე დაკავებული ვარ, მარტოობას არ განვიცდი. ყოველი დღის ბოლოს კმაყოფილებას ვგრძნობ, ვინაიდან ვხედავ, როგორ ვეხმარები ხალხს ჩემი მსახურებით. ამას დიდი სიხარული მოაქვს ჩემთვის“. 38 წლის პიონერი და კი ამბობს: „ჩემი აზრით, ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ შეგეძლოს დადებითი დაინახო და კმაყოფილი იყო ნებისმიერ ვითარებაში “. სამხრეთ ევროპაში მცხოვრები ერთი დაუქორწინებელი ქრისტიანი გულახდილად გვიზიარებს თავის აზრს: „შესაძლოა, ჩემი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და არაფერს მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ბედნიერება წამართვას“.

      სურათი 97 გვერდზე

      12, 13. ა) როგორია რეალური თვალსაზრისი დაუქორწინებლობასა და დაქორწინებაზე? ბ) დაუქორწინებლობასთან დაკავშირებულ რომელ მნიშვნელოვან ფაქტს გაუსვა ხაზი პავლემ როგორც სიტყვით, ისე საქმით?

      12 შესაძლოა, იერემიაც ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც სიჭაბუკეში გეგმავდა. მაგრამ ის იმასაც ხედავდა, რომ არც ბევრი დაოჯახებულის ცხოვრება წარიმართა ისე, როგორც ისინი გეგმავდნენ. ესპანელი პიონერი და ასეთ რამეს გვიზიარებს: „ვიცნობ ისეთ წყვილებს, რომლებიც ბედნიერები არიან და ისეთებსაც, რომლებიც ბედნიერები არ არიან. ეს ფაქტი იმაში მარწმუნებს, რომ ჩემი ბედნიერება იმაზე არ არის დამოკიდებული, გავთხოვდები თუ არა“. იერემიასა და ათასობით სხვა ღვთის მსახურის მაგალითი გვარწმუნებს, რომ დაუქორწინებლებს შეუძლიათ ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებით დატკბნენ. ასე ფიქრობდა მოციქული პავლეც: „დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის კარგია, ჩემსავით დარჩნენ“ (1 კორ. 7:8). პავლე, შესაძლოა, ქვრივი იყო. ყოველ შემთხვევაში, როცა ის მისიონერულ მსახურებაში იყო ჩაბმული, ცოლი არ ჰყავდა (1 კორ. 9:5). განა გონივრული არ არის დავასკვნათ, რომ მისთვის დაუქორწინებლობა დამაბრკოლებელი კი არა, ხელშემწყობი იყო?! სწორედ ამის წყალობით შეეძლო, განუწყვეტლივ ემსახურა უფლისთვის მოუცდენლად და ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა (1 კორ. 7:35).

      „მარტოდ გატარებული წუთები ჩემთვის უძვირფასესი წუთებია. ამ დროს შემიძლია იეჰოვას ვესაუბრო; ასევე შემიძლია ვიფიქრო და პირადი შესწავლა ისე ჩავატარო, რომ ხელი არავინ შემიშალოს . . . ის რომ დღეს ბედნიერი ვარ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დაუქორწინებლობას“ (ბაბეტი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება