-
მათ გაუძლეს „სხეულში ეკალს“საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 თებერვალი
-
-
11. რა თქვა ციბამ მეფიბოშეთის შესახებ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ეს სიცრუე იყო (იხილეთ სქოლიო)?
11 მოგვიანებით მეფიბოშეთს კიდევ სხვა „ეკალთან“ მოუწია ბრძოლა. როდესაც თავისი ძის, აბესალომის, ამბოხების გამო დავითი იერუსალიმიდან გარბოდა, მსახურმა ციბამ თავის ბატონს მეფესთან ცილი დასწამა და უთხრა, რომ მეფიბოშეთმა უღალატა და იერუსალიმში იმ იმედით დარჩა, რომ ტახტი დაებრუნებინაa. დავითმა დაუჯერა ციბას და მეფიბოშეთის მთელი ქონება ამ მატყუარას გადასცა! (მეორე მეფეთა 16:1—4).
-
-
მათ გაუძლეს „სხეულში ეკალს“საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 თებერვალი
-
-
a მსგავსი ამბიციურობა არ იქნებოდა ისეთი მადლიერი და თავმდაბალი კაცის თვისება, როგორიც მეფიბოშეთი იყო. ეჭვგარეშეა, მას კარგად ეცოდინებოდა თავისი მამის, იონათანის, მიერ გამოვლენილი ერთგულების შესახებ. თუმცა მეფე საულის ძე იყო, იოანათანი თავმდაბლად სცნობდა დავითს იეჰოვას მიერ ისრაელზე მეფობისთვის არჩეულ პიროვნებად (პირველი მეფეთა 20:12—17). ღვთისმოშიში მშობელი და დავითის ერთგული მეგობარი, იოანათანი თავის პატარა ბიჭს სამეფო ძალაუფლებისკენ ლტოლვას არ ჩაუნერგავდა.
-