ნუგეში ჩაგრულთათვის
მიგიქცევია თუ არა ყურადღება, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი და იგივე სიტყვები განუწყვეტლივ მეორდება საინფორმაციო გამოშვებებში? დაგღალა თუ არა ისეთმა სიტყვებმა, როგორიცაა: ომი, დანაშაული, სტიქიური უბედურება, შიმშილი და ტანჯვა? თვალში საცემია, რომ ახალი ამბების უწყებებში ვერ ნახულობ ერთ-ერთ სიტყვას. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა კაცობრიობისთვის უაღრესად აუცილებელია. ეს სიტყვა არის „ნუგეში“.
„ანუგეშებს“, ნიშნავს: „აძლევს ძალასა და იმედს“ და „უმსუბუქებს ვარამსა თუ მწუხარებას“. მშფოთვარე მე-20 საუკუნის განმავლობაში მწუხარების შემსუბუქება და იმედი უკიდურესად აუცილებელია. სინამდვილეს წარმოადგენს, რომ ზოგიერთი ჩვენგანი დღეს ხარობს ისეთი მიწიერი სიტკბოებით, რასაც ჩვენი წინაპრები ვერც კი წარმოიდგენდნენ. ეს მეცნიერების წინსვლითაა გამოწვეული. მაგრამ მეცნიერებამ და ტექნიკამ ვერ გვანუგეშა, რადგან ვერ აღმოფხვრა კაცობრიობის ტანჯვის ყველა მიზეზი. კერძოდ, რა მიზეზები?
მრავალი საუკუნის წინათ ბრძენმა კაცმა სოლომონმა ტანჯვის ძირითად მიზეზზე მიუთითა, როდესაც თქვა: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). მეცნიერებასა და ტექნიკას არ შესწევს ძალა, შეცვალოს ადამიანის სხვაზე ბატონობის სურვილის ტენდენცია. მე-20 საუკუნეში ამან მრავალ ქვეყანაში გამოიწვია დესპოტური დიქტატორობა და ქვეყნებს შორის შემზარავი ომი.
ომის შედეგად 1914 წლიდან მოყოლებული დღემდე, მრავალი მილიონი ადამიანი დაიღუპა. წარმოიდგინე ყოველივე ამით გამოწვეული ტანჯვა — მილიონობით მგლოვიარე ოჯახს ნუგეში ესაჭიროება. ომებს, მხეცური მკვლელობების გარდა, მოჰყვა სხვადასხვაგვარი ტანჯვა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს დაახლოებით 12 მილიონი ლტოლვილი იყო მთელ ევროპაში. ბოლო წლებში მილიონ-ნახევარზე მეტი გასცილდა ომის ზონებს სამხერთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბალკანეთის ომმა ორი მილიონი ადამიანი აიძულა, მიეტოვებინა მშობლიური კერა — მრავალ შემთხვევაში „ეთნიკური წმენდისგან“ თავის არიდების მიზნით.
ლტოლვილებს ნამდვილი ნუგეში ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც იძულებული არიან მცირე ხელბარგით მიატოვონ ოჯახები და წარმოდგენა არა აქვთ საით მოუწევთ წასვლა და არ იციან, რა ელის მათ სიცოცხლესა და ოჯახს. ასეთი ადამიანები მჩაგვრელობის ყველაზე გულსაკლავ მსხვერპლს წარმოადგენენ; მათ ნუგეში ესაჭიროებათ.
დედამიწის შედარებით მშვიდობიან ნაწილში კი მილიონობით ადამიანი ნამდვილად წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური სისტემის მონას. ფაქტია, რომ ზოგი საკმაოდ დიდ მატერიალურ ქონებას ფლობს. მაგრამ უმეტესობას უწევს არსებობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. მრავალი შესაფერის საცხოვრებელს ეძებს. იზრდება უმუშევართა რიცხვი. აფრიკული გაზეთი იუწყება: „მსოფლიოს კურსი არნახული უმუშევრობის კრიზისისკენ მიექანება და 2020 წლისთვის უმუშევართა რიცხვს კიდევ 1, 3 მილიარდი დაემატება“. ფაქტია, რომ ეკონომიკურად დაჩაგრულებს ესაჭიროებათ „ძალა და იმედი“ — ნუგეში.
სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ყოფნის გამო ზოგმა კრიმინალურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. რასაკვირველია, ეს სიძნელეებს უქმნის მათ მსხვერპლს და კრიმინოლოგიური მდგომარეობის გართულება ემატება ჩაგვრის საერთო ხასიათს. სამხრეთ აფრიკული გაზეთის „დე სტარ“-ის (იოჰანესბურგი) ერთ-ერთ ბოლო გამოშვებაში ერთი სტატია ასე იყო დასათაურებული: «ცხოვრების ჩვეულებრივი დღე „მსოფლიოში მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში“». სტატიაში აღწერილი იყო იოჰანესბურგის ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე. იმ დღეს მოკლეს ოთხი ადამიანი და რვა ავტომანქანა გაიტაცეს. საშუალო კლასის გარეუბანში ჩვიდმეტი ქურდობა მოხდა. ამასთანავე, მოხდა შეიარაღებული ძარცვა. გაზეთის თანახმად, პოლიციამ ეს დღე მოიხსენია, როგორც „შედარებით წყნარი“ დღე. გასაგებია, რომ მოკლულის ნათესავები, აგრეთვე ისინი, რომლებსაც ბინა გაუტეხეს და მანქანა მოჰპარეს, თავს საკმაოდ დაჩაგრულად გრძნობენ. მათ ესაჭიროებათ მტკიცე რწმენა და იმედი — ნუგეში.
ზოგიერთ ქვეყანაში მშობლები თავიანთ ბავშვებს სამეძაოდ ჰყიდიან. აზიის ერთ ქვეყანაში, სადაც ტურისტები აწყდებიან „სექს ტურს“, როგორც ცნობილია არსებობს ორი მილიონი მეძავი, რომელთა უმეტესობაც გაყიდული და გატაცებული ბავშვები არიან. ნუთუ არსებობენ კიდევ ამ ბავშვებზე მეტად დაჩაგრულები, რომლებიც საბრალო მსხვერპლს წარმოადგენენ? ჟურნალი „ტაიმ“-ი მსჯელობდა ამ ბინძურ ვაჭრობაზე და იუწყებოდა „სამხრეთ აზიის ქალთა“ ორგანიზაციის 1991 წლის კონფერენციის შესახებ. კონფერენციაზე დაახლოებით გამოიანგარიშეს, რომ „მთელ მსოფლიოში 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან გაიყიდა 30 მილიონი ქალი“.
რასაკვირველია, ბავშვებით არ უნდა ვაჭრობდნენ და ბავშვები არ უნდა წარმოადგენდნენ მეძაობის მსხვერპლთ. დღითი დღე მატულობს მათზე ფიზიკური ძალადობა და მრავალს საკუთარ ოჯახში აუპატიურებენ ან მშობლები, ან ნათესავები. ასეთ ბავშვებს შესაძლოა სულიერ ჭრილობათა ტკივილის მოთმენა დიდი ხნის მანძილზე უწევთ. რასაკვირველია, მათ, როგორც მჩაგვრელობის ტრაგიკულ მსხვერპლთ, აუცილებლად ესაჭიროებათ ნუგეში.
ჩაგვრის შემსწავლელი ძველ დროს
მეფე სოლომონი შეძრწუნებული იყო ადამიანთა ჩაგვრით. ის წერდა: „კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი“ (ეკლესიასტე 4:1).
თუ ბრძენი მეფე 3 000 წლის წინათ ხვდებოდა, რომ ჩაგრულებს განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ ნუგეში, მაშ რას იტყოდა დღეს? სოლომონმა იცოდა, რომ არც ერთ არასრულყოფილ პიროვნებას, თვით მასაც, არ შეეძლო მიეცა ადამიანებისთვის ის ნუგეში, რომელიც ასე აუცილებელია. უფრო დიდი პიროვნება იყო საჭირო, რომ მიწის პირისაგან აღეგავა მჩაგვრელების ძალაუფლება. არსებობს თუ არა ასეთი პიროვნება?
ბიბლიაში ფსალმუნის 71-ე თავში საუბარია ყველა ხალხის დიდებულ ნუგეშისმცემელზე. ფსალმუნი დაწერა სოლომონის მამამ, მეფე დავითმა. ამ ფსალმუნის დასაწყისში ვკითხულობთ წანაწერს: „სოლომონის შესახებ“. როგორც ჩანს, ხანშესულმა დავითმა თავისი ტახტის მემკვიდრის შესახებ დაწერა. ეს მემკვიდრე, ფსალმუნის თანახმად, მარადიულად გაათავისუფლებს ადამიანებს მჩაგვრელებისგან. „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე. . . დედამიწის კიდემდე“ (ფსალმუნი 71:7, 8).
როგორც ჩანს, ამ სიტყვების წერის დროს, დავითი თავის ძეზე, სოლომონზე, ფიქრობდა. მაგრამ სოლომონი მიხვდა, რომ მის ძალებს აღემატებოდა, შეესრულებინა ფსალმუნში აღწერილი. მას ფსალმუნის სიტყვების შესრულება მცირე მასშტაბით შეეძლო და ისიც მხოლოდ ისრაელებისთვის და არა — მთელი მსოფლიოსთვის. როგორც ჩანს, ეს ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველური ფსალმუნის სიტყვები მიუთითებდა სოლომონთან შედარებით უფრო დიდ პიროვნებაზე. ვინ იყო ის? მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე.
როდესაც ანგელოზმა განაცხადა იესოს დაბადება, თქვა: „მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს“ (ლუკა 1:32). გარდა ამისა, იესომ საკუთარი თავის შესახებ თქვა: „აქ არის სოლომონზე დიდი“ (ლუკა 11:31). იესო, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ღვთის მარჯვნივაა და იმყოფება ზეცაში, იქ, საიდანაც შეუძლია შეასრულოს 71-ე ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები. გარდა ამისა, მან ღვთისგან მიიღო ძალა და ძალაუფლება, რომ ადამიანების მჩაგვრელთა უღელი გადააგდოს (ფსალმუნი 2:7–9; დანიელი 2:44). ამგვარად, იესო წარმოადგენს იმ პიროვნებას, რომელიც შეასრულებს 71-ე ფსალმუნში ჩაწერილ სიტყვებს.
ჩაგვრა მალე დასრულდება
რას ნიშნავს ეს? ადამიანთა ყოველგვარი მჩაგვრელისგან გათავისუფლება მალე სინამდვილედ იქცევა. ენით აუწერელი ტანჯვა და ჩაგვრა, რაც მეოცე საუკუნეში ხდება, იწინასწარმეტყველა იესომ, როგორც ‘წუთისოფლის აღსასრულის ნიშნის’ ნაწილი (მათე 24:3). სხვა მრავალთან ერთად მან თქვა: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). წინასწარმეტყველების ამ ნაწილის შესრულება დაიწყო 1914 წელს ამტყდარი პირველი მსოფლიო ომით. შემდეგ იესომ დაუმატა: „რაკი გამრავლდება უსჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული“ (მათე 24:12). უკანონობამ და სიყვარულის განელებამ წარმოშვა ბოროტი და დესპოტური თაობა. მაშასადამე, დედამიწის ახალი მეფის, იესოს, ჩარევის დრო ახლოს უნდა იყოს (მათე 24:32–34). რას უნდა ნიშნავდეს ეს დაჩაგრული ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ იესო ქრისტეს მიმართ რწმენა და შეჰყურებენ მას, როგორც ღვთის მიერ დანიშნულ ადამიანთა ნუგეშისმცემელს?
პასუხისთვის გადავხედოთ 71-ე ფსალმუნის სიტყვებს, რომლებიც იესო ქრისტეზე სრულდება: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა [ჩაგვრისა, აქ] და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12–14). ამგვარად გვარწმუნებს ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, რომ არავინ დაიტანჯება ჩაგვრის მიზეზებით. მას აქვს ძალაუფლება, ბოლო მოუღოს ნებისმიერ უსამართლობას.
„შესანიშნავია, — შესაძლოა თქვას ვინმემ, — მაგრამ რა ვქნათ ახლა? რა ნუგეში არსებობს მათთვის, რომლებიც ამ წუთებში იტანჯებიან?“ ფაქტია, რომ ნამდვილად არსებობს მათთვის ნუგეში. ამ ჟურნალის 25–31 გვერდებზე მოცემული ორი სტატია გვიჩვენებს, თუ როგორ არის ნუგეშცემული მილიონობით ადამიანი ჭეშმარიტ ღმერთთან, იეჰოვასთან და მის საყვარელ ძესთან, იესო ქრისტესთან, ახლო ურთიერთობის განვითარებით. ასეთ ურთიერთობას შეუძლია უდიდესი ნუგეში გვაგრძნობინოს ამ ვერაგ დროში და შეუძლია, ადამიანს მოაპოვებინოს მარადიული სიცოცხლე, რომელიც თავისუფალი იქნება ჩაგვრისგან. იესომ ღვთისადმი ლოცვისას თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღარ იქნება ჩაგვრა.