ენაბლუობისგან განთავისუფლება!
თითქმის ოთხმოცი წელია, რაც ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მკითხველს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. დროდადრო ჟურნალი მკითხველს სთავაზობს მედიცინაში მიღწეულ ახალ აღმოჩენებსა და მოსაზრებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დიდად მოქმედებს მათს ცხოვრებაზე. ქვემოთ მოცემული შემთხვევა ადასტურებს ამ ფაქტს.
მეტიუ ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში დაიბადა 1989 წელს. ორ წლამდე ის ჯანმრთელი ბავშვი იყო. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, დასასვენებლად ყოფნის დროს, ძლიერი ენაბლუობა დაეწყო.
«მე და ჩემმა მეუღლემ რჩევისთვის ადგილობრივ კლინიკაში ლოგოპედს მივაკითხეთ, — ამბობს ბავშვის დედა მარგარეტი, — გვითხრეს, რომ ვერაფრით დაგვეხმარებოდნენ, სანამ ბავშვი შვიდი წლის არ გახდებოდა, რადგან ამ დრომდე ბავშვებს არ შეუძლიათ სახმო სიმებისთვის კონტროლის გაწევა. მაგრამ როდესაც მეტიუ სკოლაში შევიდა, უჭირდა ბავშვების მხრიდან დაცინვის ატანა და მეტყველება უფრო გაუუარესდა. მას შესძულდა ბავშვებთან ყოფნა და გულჩათხრობილი გახდა. სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრებაც მისთვის რთული იყო.
შემდეგ 1995 წლის 8 აპრილის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, [რუს.] რუბრიკით „დაკვირვება მსოფლიოზე“, შევნიშნეთ სტატია „იმედი ენაბლუებისთვის“. სტატიაში მოკლედ იყო აღწერილი, რომ სიდნეიში (ავსტრალია) ლოგოპედ–თერაპევტთა ჯგუფმა წარმატებებს მიაღწია ენაბლუ ბავშვების განკურნებაში.
სიდნეის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გავგზავნეთ წერილი და დოქტორ მარკ ანზლოუსგან დადებითი პასუხი მივიღეთ. გვირჩია ტელეფონით დავკავშირებოდით. რადგან დედამიწის სრულიად სხვა მხარეში ვცხოვრობთ, ლოგოპედ–თერაპევტთა ჯგუფმა გადაწყვიტა, შორი მანძილიდან ემკურნალა. ტელეფონის, ფაქსისა და აუდიოფირების მეშვეობით გვასწავლეს მკურნალობის მეთოდი. ეს მეთოდი მეტიუს საჭიროებებს იყო მორგებული. მე მის გვერდით ვჯდებოდი და მშიდად ვეხმარებოდი იმ სიტყვების სწორად გამოთქმაში, რომლებიც უჭირდა. სწორი მეტყველებისთვის ხშირად ვაქებდი და პატარა საჩუქრებსაც ვჩუქნიდი.
ექვსი თვის შემდეგ მეტიუ მორცხვი და გულჩათხრობილი ბავშვი კი აღარ იყო, არამედ ჯანმრთელი, ბედნიერი და გულღია. ახლა კრების შეხვედრებზე კომენტარებში ღებულობს მონაწილეობას და დიდად ახარებს ბიბლიური მუხლების წაკითხვა სამეფო დარბაზში. ის აგრეთვე სიხარულით მონაწილეობს კარდაკარ მსახურებაში. მისი მეტყველება ნორმალურია!
რამდენად მადლიერები ვართ ჟურნალ „გამოიღვიძეთში!“ გამოქვეყნებული იმ მოკლე ინფორმაციის გამო, რომელმაც ჩვენი ვაჟის ცხოვრება შეცვალა!»
(გამოგზავნილია).