საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • სწორედ ამას ეხება იეჰოვას შემდეგი სიტყვები: „დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვილდოსნებთან, თუბალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას“ (ესაია 66:19).

  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • დღესაც ცხებული ქრისტიანები კეთილდღეობით ხარობენ თავიანთ აღორძინებულ მიწაზე და სასწაულებრივი ნიშნის როლს ასრულებენ დედამიწაზე (ესაია 66:8). ისინი აშკარად ცხადყოფენ იეჰოვას სულის ძალას და იზიდავენ იმ თავმდაბალ ადამიანებს, რომელთა გულებიც იეჰოვასთვის მსახურებისკენ ისწრაფვის.

      11. ა) აღორძინების შემდეგ როგორ მიაღწევს იეჰოვას შესახებ ცნობა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებამდე? ბ) როგორ შესრულდა პირველად ზაქარიას 8:23?

      11 ძვ. წ. 537 წელს აღორძინების შემდეგ როგორ შეიცნობენ იეჰოვას იმ ერების წარმომადგენლები, რომლებსაც არ სმენიათ მის შესახებ ცნობა? აღსანიშნავია, რომ ყველა ერთგული იუდაელი არ დაბრუნდება იერუსალიმში ბაბილონის ტყვეობის დასრულების შემდეგ. ზოგი მათგანი, მაგალითად დანიელი, ბაბილონში დარჩება. სხვები დედამიწის ოთხივე კუთხის მიმართულებით გაიფანტებიან. ძვ. წ. V საუკუნისთვის იუდაელები მთელ სპარსეთის იმპერიას იყვნენ მოდებული (ესთერი 1:1; 3:8). ზოგი, უეჭველად, ესაუბრებოდა თავის წარმართ მეზობლებს იეჰოვას შესახებ, რადგან ამ ერებიდან ბევრი გახდა იუდაელი პროზელიტი. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი პროზელიტი იყო ეთიოპელი საჭურისიც, რომელსაც ქრისტიანმა მოწაფე ფილიპემ უქადაგა პირველ საუკუნეში (საქმეები 8:26—40). ამ ყოველივეთი პირველად შესრულდა ზაქარია წინასწარმეტყველის სიტყვები: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). დიახ, იეჰოვამ ნამდვილად სინათლე მისცა ერებს! (ფსალმუნი 42:3).

      „ძღვენი“ იეჰოვასთვის

      12, 13. რა გაგებით იქნებიან „ძმები“ იერუსალიმში მიყვანილი ძვ. წ. 537 წლიდან?

      12 აღდგენის შემდეგ იერუსალიმი, სადაც სამღვდელოება განაახლებს მსახურებას, წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იქნება სამშობლოდან გაფანტული იუდაელებისთვის. ბევრ მათგანს დიდი გზის გავლა მოუწევს იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასასწრებად. ღვთის მიერ აღძრული ესაია წერს: „წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად“ (ესაია 66:20, 21).

      13 ზოგი ‘ძმა ყოველი ხალხიდან’ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იმყოფებოდა, როდესაც სულიწმიდა გადავიდა იესოს მოწაფეებზე. ცნობაში ნათქვამია: „იერუსალიმში იმყოფებოდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში ხალხი, ყველა იმ ერიდან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან“ (საქმეები 2:5). ისინი იერუსალიმში ღვთისთვის იუდეველთა წესით თაყვანსაცემად იმყოფებოდნენ, მაგრამ იესო ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობის მოსმენის შემდეგ მრავალმა მათგანმა ირწმუნა ის და მოინათლა.

      14, 15. ა) როგორ შეკრიბეს ცხებულმა ქრისტიანებმა სულიერი „ძმები“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და როგორ იქნენ ისინი მირთმეული იეჰოვასთვის „ძღვნად სუფთა ჭურჭლებით“? ბ) როგორ ‘აიყვანა მღვდლად’ ზოგი მათგანი იეჰოვამ? გ) ვინ იყო ზოგი ის ცხებული ქრისტიანი, რომლებმაც სულიერი ძმების შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა? (იხილეთ ამ გვერდზე მოცემული ჩარჩო).

      14 სრულდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება ბოლო დღეებში? დიახ, ნამდვილად. I მსოფლიო ომის შემდეგ იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა საღვთო წერილიდან გაიგეს, რომ ღვთის სამეფო ზეცაში 1914 წელს დამყარდა. ბიბლიის გულდასმით გამოკვლევით მათ შეიტყვეს, რომ უნდა შეკრებილიყვნენ სამეფოს სხვა მემკვიდრეები, ანუ „ძმები“. უდრეკი მსახურები „ქვეყნის კიდემდე“ მოგზაურობდნენ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით, რათა მოეძებნათ ცხებულთა დარჩენილი ნაწილის მომავალი წევრები, რომელთაგანაც მრავალი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში იყო. პოვნის შემდეგ ისინი ძღვნად იქნენ იეჰოვასთვის მირთმეული (საქმეები 1:8).

      15 ცხებულები, რომლებიც პირველ წლებში შეიკრიბნენ, არ ფიქრობდნენ, რომ იეჰოვა მათ ისეთებს მიიღებდა, როგორებიც ბიბლიის ჭეშმარიტების შეცნობამდე იყვნენ. მათ ნაბიჯები გადადგეს სულიერად და მორალურად განსაწმენდად, რათა წარდგენილიყვნენ, როგორც „ძღვენი სუფთა ჭურჭლებით“ ანუ, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, შესაძლებელი ყოფილიყო მათი წარდგენა ‘უბიწო ქალწულად ქრისტეს წინაშე’ (2 კორინთელთა 11:2). მცდარი დოქტრინების უარყოფის გარდა, ცხებულებს უნდა ესწავლათ, როგორ შეენარჩუნებინათ მტკიცე ნეიტრალიტეტი ამ წუთისოფლის პოლიტიკურ საქმეებში. სათანადოდ განწმენდის შემდეგ, 1931 წელს, იეჰოვამ თავის მსახურებს გულმოწყალედ მისცა თავისი სახელის ტარების, ანუ იეჰოვას მოწმეებად წოდების ნება (ესაია 43:10—12). მაგრამ როგორ ‘აიყვანა ზოგი მღვდლებად’ იეჰოვამ? ცხებულ ქრისტიანთა ეს ჯგუფი „სამეფო სამღვდელოების, წმიდა ერის“ ნაწილი გახდა, რომელიც ქების მსხვერპლს სწირავს ღმერთს (1 პეტრე 2:9; ესაია 54:1; ებრაელთა 13:15).

      შეკრება გრძელდება

      16, 17. ვინ არის იეჰოვას ხალხის „თესლი“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ?

      16 ამ „სამეფო სამღვდელოების“ სრული რიცხვი 144000⁠-ია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიკრიბა (გამოცხადება 7:1—8; 14:1, სსგ).

  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 17 სულიერი ძმების „თესლი“ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედის მქონე „უამრავი ხალხია“. ისინი „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ არიან მოსული და „ტახტის წინ და კრავის წინ“ დგანან. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9—14; 22:17). დღეს „უამრავი ხალხი“ სულიერი სიბნელიდან იმ სინათლისკენ მიდის, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს. მათ სწამთ იესო ქრისტე და თავიანთი ცხებული ძმებისა და დების მსგავსად, სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება აქვთ მიზნად დასახული. ისინი გაერთიანებულად განაგრძობენ მსახურებას ქრისტეს ხელმძღვანელობით და მარადიულად შეძლებენ ღვთის წინაშე „წარდგომას“! (ფსალმუნი 36:11, 29).

      18. ა) რა მხრივ იქცევიან უამრავი ხალხის წარმომადგენლები ცხებული ძმების მსგავსად? ბ) როგორ ემსახურებიან ცხებულები და მათი თანამსახურები იეჰოვას „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე“ და „შაბათიდან შაბათამდე“?

      18 მიწიერი იმედის მქონე ამ მშრომელმა მამაკაცებმა და ქალებმა იციან, რომ ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეზე მეტი მოეთხოვებათ, რათა იეჰოვას ასიამოვნონ. შეკრების საქმე წინ მიიწევს და მათაც სურთ მონაწილეობის მიღება. გამოცხადების წიგნი მათ შესახებ წინასწარმეტყველებს: „არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში“ (გამოცხადება 7:15). ეს სიტყვები ესაიას წინასწარმეტყველების ბოლოდან მე-2 მუხლს მოგვაგონებს: „მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი“ (ესაია 66:23). ეს ყოველივე დღეს ხდება. „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე“, — ანუ რეგულარულად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად — ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური უამრავი ხალხი იეჰოვას თაყვანსაცემად იკრიბებიან. ამას ისინი, ძირითადად, ქრისტიანულ კრებებზე დასწრებითა და საჯაროდ ქადაგებაში მონაწილეობის მიღებით აკეთებენ. ხართ თუ არა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რეგულარულად ‘მოდიან უფლის წინაშე სათაყვანოდ’? იეჰოვას ხალხისთვის დიდი სიხარული მოაქვს ამას; უამრავი ხალხის წარმომადგენლები მთელი გულით ელიან იმ დროს, როდესაც „ყოველი ხორციელი“ — ყოველი ადამიანი — „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე“, მარადიულად, ემსახურება იეჰოვას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება