-
ასე მრავალი ტანჯვასაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 თებერვალი
-
-
ღვთის განზრახვის ნაწილი?
შესაძლებელია, რომ ზოგის მტკიცებების თანახმად, ეს განუწყვეტელი ტანჯვა-წამება ღვთის საკმაოდ გაუგებარი განზრახვის ნაწილი იყოს? საჭიროა კი ახლა დავიტანჯოთ, რომ „მომდევნო ქვეყნიერებაში“ სრულად შევიგნოთ სიცოცხლის მნიშვნელობა? ნუთუ სიმართლეა, როგორც ფრანგი ფილოსოფოსი ტეიარ დე შარდენი ფიქრობს, რომ „მომაკვდინებელი და დამანგრეველი ტანჯვა აუცილებელია ადამიანისთვის, რათა იცოცხლოს და სულად იქცეს“? (The Religion of Teilhard de Chardin; კურსივი ჩვენია). რასაკვირველია, არა!
ნუთუ მზრუნველი შემოქმედი განზრახ შექმნიდა მომაკვდინებელ გარემოს და შემდეგ გამოწვეული შედეგებისგან ხალხის გათავისუფლებისას თავს მოწყალედ გამოაცხადებდა? უეჭველია, არა! რატომ გააკეთებდა ამას მოსიყვარულე ღმერთი? მაშ, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას? დასრულდება კი ოდესმე ტანჯვა? ეს კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
-
-
როცა ტანჯვა აღარ იქნებასაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 თებერვალი
-
-
ტანჯვა არ ყოფილა ადამიანთა ოჯახისთვის ღვთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილი. მას არც განზრახვა ჰქონია ამის და, არც სურვილი. შეიძლება იკითხო: „თუ ასეა, მაშ, როგორ დაიწყო ტანჯვა და რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ის დღემდე გაგრძელებულიყო?“ (შეადარე იაკობი 1:13).
პასუხი მოიძებნება ადამიანთა ისტორიის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერში, ბიბლიაში, განსაკუთრებით კი წიგნში „დაბადება“. მასში ნათქვამია, რომ ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, სატანა ეშმაკს მიჰყვნენ ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაში. მათმა მოქმედებამ წამოაყენა ძირითადი საკამათო საკითხები, რომლებიც თვით საყოველთაო კანონისა და წესრიგის საფუძველს უმიზნებდა. როცა კეთილისა და ბოროტის გარჩევის უფლება მოითხოვეს, მათ ეჭვი შეიტანეს ღვთის უზენაეს მმართველობაში. მათ კითხვის ქვეშ დააყენეს მისი მმართველობის უფლება და „კეთილის და ბოროტის“ ერთადერთ მსაჯულად ყოფნა (დაბადება 2:15–17; 3:1–5).
-