საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w06 4/15 გვ. 32
  • უფლება, გვქონდეს სახელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უფლება, გვქონდეს სახელი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
w06 4/15 გვ. 32

უფლება, გვქონდეს სახელი

ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი. კუნძულ ტაიტიზე სახელს მიტოვებულ ბავშვსაც კი არქმევენ, ვისი მშობლების ვინაობაც უცნობია. ასეთი ბავშვების სახელები და გვარები სარეგისტრაციო დაწესებულებაში ფორმდება.

თუმცა, არსებობს პიროვნება, რომელსაც, შეიძლება ითქვას, წაართვეს უფლება, ჰქონოდა სახელი. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ეს არის პიროვნება, „ვისაც ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფესოელები 3:14, 15). სინამდვილეში, ბევრი უარყოფს შემოქმედის სახელს, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული. მათ ღვთის სახელი შეცვალეს ტიტულებით „ღმერთი“, „უფალი“ ან „მარადისობის მამა“. მაშ, რა ჰქვია შემოქმედს? ამ კითხვაზე ფსალმუნმომღერალი გვცემს პასუხს: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნები 83:18, აქ [82:19]).

მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ მომზადებული მისიონერები კუნძულ ტაიტიზე ჩავიდნენ, სადაც პოლინეზიელები ერთდროულად რამდენიმე ღმერთს ეთაყვანებოდნენ. თითოეულ ღვთაებას განსხვავებული სახელი ჰქონდა. მათ მთავარ ღვთაებებს ერქვათ ორო და ტაროა. ბიბლიაში მოხსენიებული ღმერთის სახელი სხვა ღვთაებების სახელებისგან რომ განესხვავებინათ, ამ მისიონერებმა დაუყოვნებლივ გახადეს ცნობილი ღვთის სახელი, რომელიც ტაიტურ ენაზე გამოითქმის, როგორც „იაჰოვა“.

ეს სახელი საყოველთაოდ გახდა ცნობილი და ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ყოველდღიურ საუბრებში, ისე წერილობითი სახით. ტაიტის მეფე პომარე II, რომელიც მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა, პირად წერილებში ხშირად იყენებდა ღვთის სახელს. ამ ფაქტს ადასტურებს დღემდე შემონახული წერილი, რომელიც სურათზეა ნაჩვენები. ის ინგლისურ ენაზეა დაწერილი და ტაიტის მუზეუმში ინახება. წერილიდან ჩანს, რომ იმ დროს ხალხმა ადვილად აღიარა ღვთის სახელი. უფრო მეტიც, ღვთის სახელი ათასჯერ მოიხსენიება ტაიტური ბიბლიის პირველ გამოცემაში, რომლის თარგმნაც 1835 წელს დასრულდა.

[სურათი 32 გვერდზე]

მეფე პომარე II

[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]

King and letter: Collection du Musée de Tahiti et de ses Îles, Punaauia, Tahiti.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება