საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
    • ქალაქსა და მის შემოგარენში მრავლად იყო ბაალისა და დაგონისb ტაძრები. ამ ტაძართა კოშკებში, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრს აღწევდა, იყო პატარა ვესტიბიულები, რომლებსაც მიმსვლელი შიდა ოთახში შეჰყავდა. იქ კი ღვთაების გამოსახულება ესვენა. კიბეებით შეიძლებოდა ტერასებზე გასვლა, სადაც მეფეები სხვადასხვა ცერემონიებს მართავდნენ. ზღვაზე ქარიშხლის ამოვარდნისას ან ღამით გემებისთვის მეგზურობის გასაწევად ტაძრების თავზე სასიგნალო ცეცხლს ანთებდნენ, რათა ისინი უვნებლად შესულიყვნენ ნავსადგურში. როგორც ჩანს, ბაალ-ჰადიდის ტაძარში სწორედ რომ მეზღვაურების მიერ იყო მიტანილი იქ ნაპოვნი 17 ქვის ღუზა, რომლებიც მათ ქარიშხლის ღმერთს, ბაალ-ჰადიდს შესწირეს მსხვერპლად.

  • უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
    • b ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი შეხედულება. ზოგი დაგონის ტაძარს „ელის სახლად“ მიიჩნევს. ფრანგი მეცნიერი და ბიბლიური ტექსტების შემსწავლელი იერუსალიმის სკოლის პროფესორი როლანდ დე ვოქსი აღნიშნავს, რომ მსაჯულების 16:23-სა და 1 მეფეთა 5:1—5-ში მოხსენიებული დაგონი არის ელის პირადი სახელი. „რელიგიის ენციკლოპედიის“ თანახმად, შესაძლებელია „დაგონი გარკვეული გაგებით დაკავშირებული ან გაიგივებული იყოს [ელთან]“. რას-შამრას ტექსტებში ბაალს დაგონის ძე ეწოდება, მაგრამ ნათელი არ არის, რა მნიშვნელობით გამოიყენება ამ შემთხვევაში სიტყვა „ძე“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება