თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა 2009 წლისთვის
მითითებები
ქვემოთ მოცემულია მითითებები 2009 წლის თეოკრატიული მსახურების სკოლის ჩასატარებლად.
სახელმძღვანელოები: „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ [bi12]; „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ [si]; „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ [lr] და „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ [rs].
სკოლა უნდა დაიწყოს დროულად მოკლე შესავლით. პროგრამა წარიმართება ქვემოთ მოყვანილი მითითებების თანახმად. ყოველი გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი წარადგენს მომდევნო გამომსვლელს.
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან: 10 წუთი. პირველი 4 წუთის განმავლობაში შესაფერისმა უხუცესმა ან მომსახურემ ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან უნდა განიხილოს ბიბლიური აზრები. იმ კვირაში, როცა ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამის მიხედვით დაიწყება ბიბლიის წიგნის პირველი თავების განხილვა, პირველი ოთხი წუთისთვის საჭირო მასალა მომხსენებელმა უნდა აიღოს წიგნიდან „მთელი წმინდა წერილი“. მაგალითად, დაბადების პირველი ხუთი თავი განიხილება 5 იანვრით დაწყებულ კვირაში. მომხსენებელმა ძირითადი აზრები უნდა აიღოს დაბადების წიგნის შესავალი აბზაცებიდან, რომლებიც მოცემულია წიგნში „მთელი წმინდა წერილი“. მან მასალა კრებისთვის სასარგებლო კუთხით უნდა წარადგინოს. როდესაც მომხსენებელი ბიბლიის კითხვის პროგრამიდან განიხილავს ბიბლიურ მუხლებს თუ მნიშვნელოვან აზრებს წიგნიდან „მთელი წერილი“, მისი ძირითადი მიზანი უნდა იყოს, დახმარება გაუწიოს აუდიტორიას იმის გაგებაში, თუ რატომ და რით არის ინფორმაცია სასარგებლო. მომხსენებელმა 4 წუთზე მეტი არ უნდა გამოუყოს თავის მოხსენებას. მან 6 წუთი უნდა დაუტოვოს მსმენელებს და სთხოვოს, მოკლე (30-წამიანი ან ნაკლები) კომენტარები გააკეთონ, თუ რა იყო მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. ამის შემდეგ, სკოლის ზედამხედველის მითითებით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გავლენ.
დავალება №1: 4 წუთი ან უფრო ნაკლები. ბიბლიური მუხლების კითხვა. აღნიშნული დავალება ეძლევა ძმას. მოსწავლემ მასალა უნდა წაიკითხოს შესავლისა და დასკვნის გარეშე. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, იკითხონ გასაგებად და გამართულად, სწორად დასვან აზრობრივი მახვილი, ცვალონ ინტონაცია, სწორად გააკეთონ პაუზები და მიაღწიონ ბუნებრიობას.
დავალება №2: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა დას. პირობითი სიტუაციები თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელმძღვანელოს 82-ე გვერდზე მოცემული ჩამონათვალიდან უნდა იქნეს აღებული. მოსწავლე ან თვითონ შეარჩევს პირობით სიტუაციას, ან მიეთითება, რომელი აიღოს. მოსწავლემ მიცემული თემა უნდა შეუსაბამოს სამქადაგებლო მსახურებას და პრაქტიკული გახადოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის. როდესაც მოცემულია მხოლოდ თემის სათაური და მითითებული არ არის, საიდან უნდა იქნეს მასალა აღებული, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის მიერ გამოცემული პუბლიკაციები. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით იმით უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განმარტავს მოსწავლე დავალებულ თემას და როგორ ეხმარება მობინადრეს ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობასა და მასალის ძირითადი აზრების გაგებაში. სკოლის ზედამხედველი მას უნიშნავს ერთ დამხმარეს.
დავალება №3: 5 წუთი. ეს დავალება შეიძლება მიეცეს ძმას ან დას. მოსწავლემ უნდა მოამზადოს მიცემული თემა. როდესაც მხოლოდ თემის სათაურია მითითებული, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის მიერ გამოცემული პუბლიკაციები. თუ ამ დავალებით გამოდის ძმა, მან ყოველთვის მოხსენების სახით უნდა წარმოადგინოს დავალება და გაითვალისწინოს სამეფო დარბაზში მყოფი აუდიტორია. როცა ეს დავალება ეძლევა დას, მან თემა ყოველთვის №2 დავალების მსგავსად უნდა განიხილოს. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ვარსკვლავით აღნიშნული თემები ყოველთვის ძმებს უნდა დაევალოთ და მოხსენების სახით უნდა წარმოითქვას. თუ შესაძლებელია, ეს დავალება უხუცესს ან მომსახურეს უნდა დაევალოს.
რჩევა: 1-2 წუთი. სკოლის ზედამხედველმა წინასწარ არ უნდა გამოაცხადოს, თუ რომელ გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლე. თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დადებითი კომენტარებით. ხშირ შემთხვევაში ის თეოკრატიული მსახურების სკოლის წიგნის საფუძველზე ისაუბრებს გამოსვლის იმ მხარეებზე, რომელთა გამოც მოსწავლის შექება შეიძლება, და განმარტავს, რატომ იყო გამოსვლის ესა თუ ის მხარე ეფექტური. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მოსწავლეს შეიძლება პირადად მიეცეს დამატებითი საფუძვლიანი რჩევა შეხვედრის შემდეგ ან სხვა დროს.
დრო: არც ერთი მოხსენება არ უნდა გადასცილდეს დროს. ეს ეხება რჩევის მიცემის დროსაც. დროის გადაცილების შემთხვევაში დავალებები №1—№3 ტაქტიანად უნდა შეწყდეს. თუ ძმა გამოდის დავალებით „მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან“ და აცილებს დროს, რჩევა პირადად უნდა მიეცეს. დროს ყველამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მთლიანი პროგრამა გრძელდება 30 წუთი.
რჩევების ბლანკი: ეს ბლანკი მოცემულია თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელმძღვანელოში.
დამხმარე მრჩეველი: თუ შესაძლებელია, უხუცესთა საბჭო აირჩევს შესაფერის უხუცესს, სკოლის ზედამხედველის გარდა, რათა დამხმარე მრჩევლის მოვალეობა შეასრულოს. თუ კრებაში საკმარისი რაოდენობის უხუცესები არიან, ყოველ წელს სხვადასხვა შესაფერისმა უხუცესმა უნდა შეასრულოს ეს პასუხისმგებლობა. დამხმარე მრჩევლის პასუხისმგებლობაში შედის, საჭიროების შემთხვევაში პირადი რჩევა მისცეს ძმებს, რომლებიც განიხილავენ მნიშვნელოვან აზრებს ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. არ არის აუცილებელი, რომ მან უხუცესებს ან მომსახურეებს ყოველი გამოსვლის შემდეგ მისცეს რჩევები.
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება: 20 წუთი. ყოველ ორ თვეში სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს გამეორებას. გამეორების დაწყებამდე წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის პროგრამიდან იმ მითითებების მიხედვით, როგორც ეს ზემოთ არის მოყვანილი. გამეორება დაფუძნებული იქნება ორი თვის მანძილზე გავლილ მასალაზე გამეორების კვირის ჩათვლით. თუ თქვენს კრებას გამეორების კვირაში აქვს სარაიონო კონგრესი ან სარაიონო ზედამხედველის მონახულება, მაშინ გამეორება უნდა გადაიტანოთ მომდევნო კვირას და მომდევნო კვირის დავალებები №1—№3 მიმდინარე კვირაში უნდა გაკეთდეს. არანაირი ცვლილება არ შეეხება მნიშვნელოვანი აზრების განხილვას ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან.
გეგმა
5 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 1—5
№ 1: დაბადება 3:1—15
№ 2: რატომ იყო იესო დიდებული მასწავლებელი? (lr თავი 1)
№ 3: რა არ არის ფუჭი? (1 კორ. 15:58)
12 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 6—10
№ 1: დაბადება 9:1—17
№ 2: რა ვუპასუხოთ მას, ვინც ამბობს, რომ არ სწამს ღმერთი (rs გვ. 383 ¶1 — გვ. 384 ¶1)
№ 3: წერილი მოსიყვარულე ღმერთისგან (lr თავი 2)
19 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 11—16
№ 1: დაბადება 14:1—16
№ 2: ის, ვინც ყველაფერი შექმნა (lr თავი 3)
№ 3: როგორ გვძერწავს იეჰოვა? (ეს. 64:8)
26 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 17—20
№ 1: დაბადება 17:1—17
№ 2: რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს სამართლიანი ხელისუფლების შექმნა (rs გვ. 418, 419)
№ 3: ღმერთს სახელი აქვს (lr თავი 4)
2 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 21—24
№ 1: დაბადება 22:1—18
№ 2: „ეს არის ჩემი ძე“ (lr თავი 5)
№ 3: a როგორ შეგვიძლია გავფართოვდეთ სხვებისადმი სიყვარულში (2 კორ. 6:11—13)
9 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 25—28
№ 1: დაბადება 25:1—18
№ 2: დიდებული მასწავლებელი სხვებს ემსახურებოდა (lr თავი 6)
№ 3: რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს პრობლემების გადაჭრა (rs გვ. 420 ¶1—6)
16 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 29—31
№ 1: დაბადება 29:1—20
№ 2: რატომ ‘აღარ უნდა ვწუხდეთ’ (მათ. 6:25)
№ 3: მორჩილება დაგიცავს (lr თავი 7)
23 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 32—35
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
2 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 36—39
№ 1: დაბადება 39:1—16
№ 2: ღმერთი უდიდესია (lr თავი 8)
№ 3: მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (rs გვ. 421)
9 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 40—42
№ 1: დაბადება 40:1—15
№ 2: არ აჰყვე ცდუნებას! (lr თავი 9)
№ 3: b მოერიდე დამოუკიდებლობის სულს!
16 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 43—46
№ 1: დაბადება 44:1—17
№ 2: იესოს დემონებზე დიდი ძალაუფლება აქვს (lr თავი 10)
№ 3: ბიბლიის წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება (rs გვ. 422)
23 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 47—50
№ 1: დაბადება 48:1—16
№ 2: უნდა გვეშინოდეს ეშმაკის?
№ 3: ღვთის ანგელოზები გვეხმარებიან (lr თავი 11)
30 მარ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 1—6
№ 1: გამოსვლა 1:1—19
№ 2: იესო ლოცვას გვასწავლის (lr თავი 12)
№ 3: ხდება დღესაც ღვთის სულით სასწაულებრივი განკურნება? (rs გვ. 104 — გვ. 105 ¶3)
6 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 7—10
№ 1: გამოსვლა 9:1—19
№ 2: იესოს მოწაფეები (lr თავი 13)
№ 3: c როგორ ეთანხმება ერთმანეთს გალატელების 6:2 და გალატელების 6:5?
13 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 11—14
№ 1: გამოსვლა 12:21—36
№ 2: რატომ უნდა ვაპატიოთ? (lr თავი 14)
№ 3: რა სხვაობაა დღევანდელ სენსაციურ განკურნებასა და იმ სასწაულებს შორის, რომლებსაც იესო და მისი მოწაფეები ახდენდნენ (rs გვ. 105 ¶4 — გვ. 106 ¶2)
20 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 15—18
№ 1: გამოსვლა 15:1—19
№ 2: რას ნიშნავს, არაფერი გვქონდეს საერთო ცრუ თაყვანისმცემლობასთან?
№ 3: სიკეთის გაკვეთილი (lr თავი 15)
27 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 19—22
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
4 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 23—26
№ 1: გამოსვლა 24:1—18
№ 2: რა არის მნიშვნელოვანი? (lr თავი 16)
№ 3: როგორ განვსაზღვროთ, თუ ვინ არიან დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები? (rs გვ. 106 ¶3 — გვ. 107 ¶2)
11 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 27—29
№ 1: გამოსვლა 29:1—18
№ 2: რას მოაქვს ბედნიერება? (lr თავი 17)
№ 3: d მოერიდე ორგულობის შეუმჩნეველ ფორმებს
18 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 30—33
№ 1: გამოსვლა 31:1—18
№ 2: რატომ ეძლეოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს სხვადასხვა ძღვენი, მათ შორის განკურნების უნარი? (rs გვ. 107 ¶3 — გვ. 108 2)
№ 3: ხომ არ გავიწყდება მადლობის თქმა? (lr თავი 18)
25 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 34—37
№ 1: გამოსვლა 37:1—24
№ 2: უნდა იჩხუბო? (lr თავი 19)
№ 3: e რა არის შეუწყნარებლობა და რატომ უნდა მოვერიდოთ მას?
1 ივნ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 38—40
№ 1: გამოსვლა 40:1—19
№ 2: გიყვარს პირველობა? (lr თავი 20)
№ 3: იქნება ოდესმე შესაძლებელი ყველა დაავადებისგან განკურნება? (rs გვ. 108 ¶3—5)
8 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 1—5
№ 1: ლევიანები 4:1—15
№ 2: უნდა ვიტრაბახოთ? (lr თავი 21)
№ 3: f როგორ უნდა იყენებდნენ ქრისტიანები თავიანთ უფლებამოსილებას?
15 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 6—9
№ 1: ლევიანები 8:1—17
№ 2: „გჯერათ სასწაულებრივი განკურნების“ (rs გვ. 108 ¶6 — გვ. 109 ¶1)
№ 3: რატომ არ უნდა მოვიტყუოთ? (lr თავი 22)
22 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 10—13
№ 1: ლევიანები 11:29—45
№ 2: რატომ ვხდებით ავად? (lr თავი 23)
№ 3: რა კურთხევებს იღებენ მონათლული მოწაფეები?
29 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 14—16
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
6 ივლ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 17—20
№ 1: ლევიანები 19:1—18
№ 2: სულიერ სამყაროში ვიყავით მანამ, სანამ ადამიანებად დავიბადებოდით? (rs გვ. 156 — გვ. 157 ¶5)
№ 3: არასდროს იქურდო! (lr თავი 24)
13 ივლ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 21—24
№ 1: ლევიანები 22:17—33
№ 2: შეიძლება შეიცვალონ ცუდი ადამიანები? (lr თავი 25)
№ 3: როგორ აჩვენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ ზრუნავენ ღარიბებზე?
20 ივლ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 25—27
№ 1: ლევიანები 25:39—54
№ 2: რატომ არის რთული კარგის კეთება? (lr თავი 26)
№ 3: წავიდოდა ადამი ზეცაში, რომ არ შეეცოდა? (rs გვ. 157 ¶6, 7)
27 ივლ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 1—3
№ 1: რიცხვები 3:1—20
№ 2: რატომ მოითხოვება თავშეკავება რბილი ხასიათის გამოსავლენად?
№ 3: ვინ არის შენი ღმერთი? (lr თავი 27)
3 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 4—6
№ 1: რიცხვები 4:1—16
№ 2: ვის უნდა დავემორჩილოთ? (lr თავი 28)
№ 3: აუცილებელია ზეცაში წასვლა ბედნიერი მომავლისთვის? (rs გვ. 158 ¶1—3)
10 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 7—9
№ 1: რიცხვები 9:1—14
№ 2: ყველა წვეულება მოსწონს ღმერთს? (lr თავი 29)
№ 3: როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი ერთგულების გამოვლენა?
17 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 10—13
№ 1: რიცხვები 13:17—33
№ 2: როგორ დავძლიოთ შიში? (lr თავი 30)
№ 3: რა იგულისხმება 1 პეტრეს 3:19, 29-ში? (rs გვ. 158 ¶4)
24 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 14—16
№ 1: რიცხვები 14:26—43
№ 2: რას ნიშნავს, გვიყვარდეს ღვთის კანონი? (ფსალმ. 119:97).
№ 3: სად ვპოვოთ ნუგეში? (lr თავი 31)
31 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 17—21
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
7 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 22—25
№ 1: რიცხვები 22:20—35
№ 2: ღმერთმა დაიცვა იესო (lr თავი 32)
№ 3: რა მნიშვნელობა აქვს 1 პეტრეს 4:6-ში ჩაწერილ სიტყვებს? (rs გვ. 159 ¶1)
14 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 26—29
№ 1: რიცხვები 27:1—14
№ 2: რა იგულისხმება დარიგებაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? (ეფეს. 6:4)
№ 3: იესოს შეუძლია ჩვენი დაცვა (lr თავი 33)
21 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 30—32
№ 1: რიცხვები 32:1—15
№ 2: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? (lr თავი 34)
№ 3: ზეცაში ცხოვრების იმედს აძლევს ბიბლია ყველა ქრისტიანს? (rs გვ. 159 ¶2 — გვ. 160 ¶1)
28 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვები 33—36
№ 1: რიცხვები 33:1—23
№ 2: მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია! (lr თავი 35)
№ 3: რა მხრივ არის ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მმართველობაზე აღმატებული?
5 ოქტ. ბიბლიის კითხვა: კანონი 1—3
№ 1: კანონი 2:1—15
№ 2: რას ამბობს „ახალი აღთქმა“ დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით? (rs გვ. 160 ¶2 — გვ. 161 ¶2)
№ 3: ვინ აღდგება? სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები? (lr თავი 36)
12 ოქტ. ბიბლიის კითხვა: კანონი 4—6
№ 1: კანონი 4:15—28
№ 2: გახსოვდეს იეჰოვა და მისი ძე! (lr თავი 37)
№ 3: როდის შეიძლება ითქვას, რომ ცოტას ქონა უფრო უკეთესია? (იგავ. 15:16)
19 ოქტ. ბიბლიის კითხვა: კანონი 7—10
№ 1: კანონი 9:1—14
№ 2: რატომ უნდა გვიყვარდეს იესო? (lr თავი 38)
№ 3: ბიბლიის თანახმად, რამდენ ადამიანს ეძლევა ზეცაში ცხოვრების შესაძლებლობა? (rs გვ. 161 ¶3, 4)
26 ოქტ. ბიბლიის კითხვა: კანონი 11—13
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
2 ნოემ. ბიბლიის კითხვა: კანონი 14—18
№ 1: კანონი 15:1—15
№ 2: რას მოიცავს ღვთის შიში?
№ 3: ღმერთს ახსოვს თავისი ძე (lr თავი 39)
9 ნოემ. ბიბლიის კითხვა: კანონი 19—22
№ 1: კანონი 22:1—19
№ 2: როგორ გავახაროთ ღმერთი? (lr თავი 40)
№ 3: მხოლოდ ებრაელები შედიან 144 000-ში? (rs გვ. 161 ¶5 — გვ. 162 ¶3)
16 ნოემ. ბიბლიის კითხვა: კანონი 23—27
№ 1: კანონი 25:1—16
№ 2: ბავშვებს შეუძლიათ ღმერთი გაახარონ (lr თავი 41)
№ 3: g რას უნდა მივიჩნევდეთ წმინდად?
23 ნოემ. ბიბლიის კითხვა: კანონი 28—31
№ 1: კანონი 30:1—14
№ 2: რატომ უნდა ვიშრომოთ? (lr თავი 42)
№ 3: ბიბლიის თანახმად, რა იმედი აქვს „უამრავ ხალხს“? (rs გვ. 162 ¶4 — გვ. 163 ¶1)
30 ნოემ. ბიბლიის კითხვა: კანონი 32—34
№ 1: კანონი 32:1—21
№ 2: რა არის „იეჰოვას დიდი დღე“? (სოფ. 1:14)
№ 3: ვინ არიან ჩვენი და-ძმები? (lr თავი 43)
7 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 1—5
№ 1: იესო ნავეს ძე 5:1—15
№ 2: იმეგობრე მათთან, ვისაც ღმერთი უყვარს (lr თავი 44)
№ 3: რა არის ღვთის სამეფო? როგორ ვაჩვენოთ, რომ მისი მოსვლა გვინდა? (lr თავი 45)
14 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 6—8
№ 1: იესო ნავეს ძე 8:1—17
№ 2: წარღვნა მსოფლიოს ანადგურებს — მოხდება კიდევ მსგავსი რამ? (lr თავი 46)
№ 3: რატომ არის ეკლესიასტეს 7:21, 22-ში ჩაწერილი რჩევა პრაქტიკული?
21 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 9—11
№ 1: იესო ნავეს ძე 9:1—15
№ 2: საიდან ვიცით, რომ არმაგედონი ახლოსაა? (lr თავი 47)
№ 3: ღვთის მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება — შენ შეგიძლია იცხოვრო იქ (lr თავი 48)
28 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 12—15
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
[სქოლიოები]
a უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
b უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
c უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
d უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
e უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
f უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
g უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.