საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მდიდარმა სულიერმა მემკვიდრეობამ წარმატება და ბედნიერება მომიტანა
    საგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
    • მამაჩემი, ჯონ მილზი, 1913 წელს ნიუ-იორკში მოინათლა. მაშინ ის 25 წლისა იყო. ნათლობის მოხსენება ძმა რასელმა წარმოთქვა. ამის შემდეგ მალევე მამა ტრინიდადში გაემგზავრა, სადაც დაქორწინდა კონსტანს ფარმერზე, რომელიც ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი იყო. მამაჩემი „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენებაში ეხმარებოდა თავის მეგობარ უილიამ ბრაუნს, ვიდრე ძმა ბრაუნი 1923 წელს დასავლეთ აფრიკაში არ გადაიყვანეს. ჩემი მშობლები, რომლებიც ცხებულები იყვნენ, ტრინიდადში დარჩნენ.

      მოსიყვარულე მშობლები

      ჩემს მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ. პირველ შვილს მათ ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტის პატივსაცემად რუტერფორდი დაარქვეს. მე 1922 წლის 30 დეკემბერს დავიბადე და „ოქროს ხანის“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) რედაქტორის, კლეიტონ ვუდვორთის სახელი დამარქვეს. ყველამ საშუალო განათლება მივიღეთ. მშობლები განსაკუთრებით სულიერი მიზნების დასახვისკენ გვახალისებდნენ. დედა დამაჯერებლად მსჯელობდა წმინდა წერილებზე. მამას უყვარდა ჩვენთვის ბიბლიური ისტორიების მოყოლა და ამ ბიბლიური მონაკვეთების გასაცოცხლებლად მთელი სხეულით ჟესტიკულირებდა.

      მათმა მცდელობამ კარგი შედეგი გამოიღო. ხუთი ძმიდან სამმა ბიბლიური სკოლა „გალაადი“ დავამთავრეთ. ჩვენი სამი და წლების მანძილზე მსახურობდა პიონერად ტრინიდადსა და ტობაგოში. მშობლებისგან მიღებული დასწავლებისა და მათი კარგი მაგალითის შედეგად, ჩვენზეც შესრულდა ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში, ღვთის ეზოებში დანერგილნი“ (ფსალმ. 92:13).

      ჩვენი სახლი სამქადაგებლო საქმიანობის ცენტრი გახდა. ჩვენთან იკრიბებოდნენ პიონერები და ხშირად ესაუბრებოდნენ ძმა ჯორჯ იანგს, კანადელ მისიონერს, რომელიც ტრინიდადს ინახულებდა. ჩემი მშობლები აღფრთოვანებით საუბრობდნენ თავიანთ ძველ მეგობრებზე, ბრაუნებზე, რომლებიც იმ დროს უკვე დასავლეთ აფრიკაში მსახურობდნენ. ამ ყველაფერმა აღმძრა, რომ ათი წლის ასაკში დამეწყო მსახურება.

  • მდიდარმა სულიერმა მემკვიდრეობამ წარმატება და ბედნიერება მომიტანა
    საგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
    • როცა 1961 წელს მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ ტრინიდადში, ძმა ბრაუნმა აფრიკაში თავს გადამხდარი რამდენიმე ამაღელვებელი შემთხვევა გაიხსენა. მე მოვყევი, თუ როგორ იზრდებოდა ნიგერიაში მაუწყებლების რიცხვი. ძმა ბრაუნმა სიყვარულით მომხვია ხელი და მამას უთხრა: „ჯონ, შენ ვერ შეძელი აფრიკაში მსახურება, მაგრამ ვუდვორთმა შეძლო!“. პასუხად მამამ თქვა: „ასე განაგრძე ვუდვორთ! ასე განაგრძე!“. იეჰოვას დიდი ხნის მსახურებისგან მიღებულმა გამხნევებამ გამიძლიერა იმის სურვილი, რომ კვლავაც მთელი გულმოდგინებით მემსახურა.

      ვუდვორთ მილზი, ანტონია ბრაუნი, უილიამ ბრაუნი და ორის მილზი

      უილიამ ბრაუნმა და მისმა მეუღლემ, ანტონიამ, დიდად გაგვამხნევეს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება