-
ვინ შექმნა ყოველივე ეს?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
-
-
კოსმოლოგებიც და ფიზიკოსებიც სამყაროს კვლევისას საოცარ ფაქტებს აწყდებიან. მაგალითად, ახლა მათ იციან, რომ უნივერსალური მუდმივები ოდნავ განსხვავებულიც კი რომ ყოფილიყო, დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდაa. კოსმოლოგი ბრენდენ კარტერი ამ ფაქტებს საოცარ ჰარმონიულობას უწოდებს. მაგრამ, თუ თქვენ საიდუმლოებით მოცულ მრავალ, ერთმანეთზე დამოკიდებულ ჰარმონიულობას წააწყდებოდით, განა, სულ მცირე, ეჭვი მაინც არ დაგებადებოდათ, რომ ყოველივე ეს ვიღაცამ შექმნა?
რასაკვირველია, ყველა ამ რთულ სისტემასა და შესანიშნავად აწყობილ „ჰარმონიას“ თავისი შემოქმედი ჰყავს. ვინ? „მეცნიერული მეთოდებით იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის შემოქმედი, შესაძლოა, ძალზე რთული აღმოჩნდეს“, — აღიარებს პროფესორი ბიჰი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას „ფილოსოფოსებსა და თეოლოგებს“ უტოვებს. თქვენც შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს კითხვა თქვენ არ გეხებათ. მაგრამ, თუ ლამაზად შეფუთულ ამანათს მიიღებდით, რომელიც სავსეა ზუსტად ყოველივე იმით, რაც გჭირდებათ, განა არ დაინტერესდებოდით, თუ ვინ გამოგიგზავნათ ის?
-
-
ვინ შექმნა ყოველივე ეს?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
-
-
a „მუდმივა“ არის უცვლელი სიდიდე. ამის ორი მაგალითია სინათლის სიჩქარისა და მიზიდულობის მასაზე დამოკიდებულების მუდმივები.
-