-
„შეასრულე აღთქმული“საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
1. ა) რა ჰქონდათ საერთო მსაჯულ იფთახსა და ხანას? (იხილეთ სურათები ამავე გვერდზე) ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
მსაჯული იფთახი მამაცი წინამძღოლი და გულადი მეომარი იყო, ხანა კი — მორჩილი ცოლი და თავმდაბალი დიასახლისი. გარდა იმისა, რომ ერთ ღმერთს ემსახურებოდნენ, კიდევ რა ჰქონდა ამ ორ ადამიანს საერთო? ორივემ აღთქმა დაუდო ღმერთს და ორივემ ერთგულად შეასრულა აღთქმული. მათ შესანიშნავი მაგალითი მისცეს იმ ქალებსა და კაცებს, რომლებიც დღეს აღთქმებს უდებენ იეჰოვას.
-
-
„შეასრულე აღთქმული“საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
-
-
7. ა) რა აღთქმა დადო ხანამ და რატომ? ბ) როგორ შეუსრულდა სათხოვარი? გ) როგორ შეცვლიდა სამუელის ცხოვრებას ხანას აღთქმა? (იხილეთ სქოლიო)
7 ხანამაც პირნათლად შეასრულა თავისი აღთქმა, რომელიც მაშინ დადო იეჰოვას წინაშე, როცა უშვილობისა და გამუდმებული დაცინვის გამო დამწუხრებული და სულგამწარებული იყო (1 სამ. 1:4—7, 10, 16). ხანამ გული გადმოუღვარა ღმერთს და აღუთქვა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას და გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“a (1 სამ. 1:11). მას თხოვნა შეუსრულდა და ვაჟი ეყოლა. როგორ გაახარებდა ეს ხანას! მაგრამ მას არ დავიწყებია ის, რაც ღმერთს აღუთქვა. ვაჟის გაჩენის შემდეგ ის ამბობდა, „იეჰოვას ვთხოვეო მისი თავი“ (1 სამ. 1:20).
8. ა) რამდენად რთული იქნებოდა ხანასთვის აღთქმის შესრულება? ბ) როგორ გამოხატა დავითმა 61-ე ფსალმუნში ისეთივე განწყობა, როგორიც ხანას ჰქონდა?
8 როგორც კი სამუელი ძუძუს მოსწყვიტეს, ხანამ ღვთის წინაშე დადებული აღთქმა შეასრულა. მაშინ ბავშვი დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა. ხანას არც კი უფიქრია სხვანაირად მოქცევა. მან პატარა სამუელი მღვდელმთავარ ელის მიუყვანა შილოში, სადაც კარავი იდგა და უთხრა: „ამ ბავშვს ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი. ახლა იეჰოვას მივაბარე იგი და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“ (1 სამ. 1:24—28). „სამუელი იეჰოვასთან იზრდებოდა“ შილოში (1 სამ. 2:21). მაგრამ რას გრძნობდა ამ დროს ხანა? მას ძალიან უყვარდა თავისი პატარა, მაგრამ აღარ ჰქონდა ყოველდღე მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ალბათ, როგორ უნდოდა მისი ჩახუტება, მასთან თამაში, მისთვის რაიმეს სწავლება — იმ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდება და ძვირფას მოგონებად რჩება მოსიყვარულე დედის გულში. მიუხედავად ამისა, ხანა არ ნანობდა, რომ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულა. ის დიდ სიხარულს გრძნობდა იეჰოვას კურთხევის გამო (1 სამ. 2:1, 2; წაიკითხეთ ფსალმუნის 61:1, 5, 8).
ასრულებთ იეჰოვას წინაშე დადებულ აღთქმებს?
-