საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „შეასრულე აღთქმული“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
    • 1. ა) რა ჰქონდათ საერთო მსაჯულ იფთახსა და ხანას? (იხილეთ სურათები ამავე გვერდზე) ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

      მსაჯული იფთახი მამაცი წინამძღოლი და გულადი მეომარი იყო, ხანა კი — მორჩილი ცოლი და თავმდაბალი დიასახლისი. გარდა იმისა, რომ ერთ ღმერთს ემსახურებოდნენ, კიდევ რა ჰქონდა ამ ორ ადამიანს საერთო? ორივემ აღთქმა დაუდო ღმერთს და ორივემ ერთგულად შეასრულა აღთქმული. მათ შესანიშნავი მაგალითი მისცეს იმ ქალებსა და კაცებს, რომლებიც დღეს აღთქმებს უდებენ იეჰოვას.

  • „შეასრულე აღთქმული“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აპრილი
    • მათ შეუსრულეს ღმერთს აღთქმული

      5. რა აღუთქვა ღმერთს იფთახმა და როგორ განვითარდა მოვლენები?

      5 იფთახმა შეასრულა დაპირება, რომელიც ამონელებთან ბრძოლის წინ მისცა იეჰოვას (მსაჯ. 10:7—9). მას ძალიან უნდოდა მტრებზე გამარჯვება, ამიტომ აღთქმა დადო: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონის ძეებს, როცა ამონის ძეებისგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს“. როგორ განვითარდა მოვლენები? ამონელებზე გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნებულ იფთახს თავისი ქალიშვილი გამოეგება, რომელიც ძალიან უყვარდა. სწორედ ის უნდა გამხდარიყო იეჰოვასი (მსაჯ. 11:30—34). როგორ იმოქმედებდა ეს იფთახის ქალიშვილის ცხოვრებაზე?

      6. ა) რამდენად რთული იყო დადებული აღთქმის შესრულება იფთახისა და მისი ქალიშვილისთვის? ბ) რას ვიგებთ კანონის 23:21, 23-დან და ფსალმუნის 15:4-დან ღვთის წინაშე აღთქმის დადების შესახებ?

      6 მამის აღთქმის შესასრულებლად იფთახის ქალიშვილს მთელი ცხოვრება იეჰოვას კარავში უნდა ემსახურა. დაუფიქრებლად დადო იფთახმა ეს აღთქმა? არა, რადგან მას ეცოდინებოდა, რომ სახლში დაბრუნებულს შეიძლებოდა თავისი ქალიშვილი შეგებებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში აღთქმულის შესრულება ადვილი არ იქნებოდა მამა-შვილისთვის, რადგან ორივეს უნდა გაეღო მსხვერპლი. შვილის დანახვაზე გულმოკლულმა იფთახმა ტანსაცმელი შემოიხია, მამის აღთქმის შესრულებამდე კი იფთახის ქალიშვილი მთაში წავიდა და თავისი ქალწულობა გამოიტირა. ვინაიდან იფთახს ვაჟი არ ჰყავდა და მისი ერთადერთი ქალიშვილიც ვერასდროს გათხოვდებოდა და გააჩენდა შვილებს, იფთახს შთამომავალი აღარ ეყოლებოდა და მემკვიდრეობა სხვას დარჩებოდა. თუმცა ეს მისთვის უმთავრესი საფიქრალი არ იყო. იფთახმა თქვა: „სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“. „შენი სიტყვისამებრ მომექეცი“, — უთხრა ქალიშვილმა მამას (მსაჯ. 11:35—39). ამ ერთგულ ადამიანებს აზრადაც არ მოსვლიათ უზენაესი ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა და მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად შეესრულებინათ ის (წაიკითხეთ კანონის 23:21, 23; ფსალმუნის 15:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება