-
გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
-
-
როცა სამუშაოს ვკარგავთ ან მცირე შემოსავალი გვაქვს
3. რა სახის ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ იეჰოვას მსახურებს ამ „საზარელ ჟამს“ და საიდან ვიცით, რომ ღმერთი მზად არის დასახმარებლად?
3 ამ „საზარელ ჟამს“, სხვების მსგავსად, ქრისტიანებსაც გვექმნება ეკონომიკური პრობლემები (2 ტიმოთე 3:1). შესაძლოა მოულოდნელად სამსახური დავკარგოთ ან მცირე ანაზღაურებისთვისაც კი დღისა და ღამის გასწორება მოგვიწიოს. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ‘სახლეულებზე ზრუნვაც’ გაგვიჭირდეს (1 ტიმოთე 5:8). დაგვეხმარება ამ დროს უზენაესი ღმერთი? რა თქმა უნდა! ცხადია, იეჰოვა თვიდან არ გვარიდებს ნებისმიერ სირთულეს ამ სისტემაში, მაგრამ, თუ მას მივენდობით, ჩვენს შემთხვევაშიც გამართლდება ფსალმუნების 45:2-ში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“. რა არის იმის მაჩვენებელი, რომ ეკონომიკური პრობლემების წინაშე ყოფნისას ბოლომდე იეჰოვაზე ვართ მინდობილნი?
4. რაზე შეგვიძლია ვილოცოთ ფინანსური პრობლემების დროს და როგორ პასუხობს იეჰოვა ასეთ ლოცვებს?
4 იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის ერთ–ერთი მაჩვენებელი ლოცვაა. კონკრეტულად რაზე შეგვიძლია ვილოცოთ? როცა ფინანსური პრობლემები გვექმნება, განსაკუთრებით გვჭირდება სიბრძნე. ამიტომაც ვილოცოთ ამაზე. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). დიახ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე — ცოდნისა და ჭკუა-გონების სწორად გამოყენების უნარი, რათა, საჭიროების შემთხვევაში, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა გვარწმუნებს, რომ მოისმენს ასეთ ლოცვებს. ის ყოველთვის მზად არის, ბილიკები გაუსწოროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი (ფსალმუნები 64:3; იგავები 3:5, 6).
5, 6. ა) რატომ უნდა მივმართოდ ღვთის სიტყვას იმისათვის, რომ ეკონომიკურ პრობლემებს გავუმკლავდეთ? ბ) რის გაკეთება შეგვიძლია სტრესის შესამცირებლად, როდესაც სამუშაოს ვკარგავთ?
5 ღვთის სიტყვის რჩევების გათვალისწინება იეჰოვაზე მინდობის კიდევ ერთი საშუალებაა. ბიბლიაში მოცემული ბრძნული „მცნებები“ მართლაც რომ „მტკიცე“ და უტყუარია (ფსალმუნები 92:5). მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის წერა 1 900–ზე მეტი წლის წინათ დამთავრდა, ამ ღვთივსულიერ წიგნში დიდი სიბრძნე და უტყუარი რჩევებია მოცემულია. ისინი კი ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. განვიხილოთ ბიბლიაში მოცემული რამდენიმე ბრძნული რჩევა.
6 ბრძენმა მეფე სოლომონმა დიდი ხნის წინათ დაწერა: „ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს, მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს“ (ეკლესიასტე 5:12). საკმაო დრო და თანხები სჭირდება უძრავ–მოძრავი ქონების შეკეთებას, დასუფთავებას, შენახვასა და დაცვას. ამიტომაც თუ სამუშაო დავკარგეთ, შეიძლება დროული იყოს, შევამოწმოთ საკუთარი ცხოვრების წესი და შევეცადოთ განვსაზღვროთ, რა გვჭირდება სინამდვილეში და რა მხოლოდ გვსურს, რომ გვქონდეს. სტრესის შესამცირებლად, ალბათ, გონივრული იქნება გარკვეული ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, ხომ არ შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას ცხოვრების გამარტივება და საცხოვრებლად ნაკლები ფართის მქონე სახლში გადასვლა ან არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლება? (მათე 6:22).
7, 8. ა) რომელი სიტყვებით ცხადყო იესომ, რომ ესმოდა, თუ რამდენად დამახასიათებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის მატერიალურზე წუხილი? (იხილეთ სქოლიოც). ბ) რა ბრძნული რჩევა მოგვცა იესომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვერიდოთ მეტისმეტ წუხილს?
7 მთაზე ქადაგებისას იესომ შემდეგი რჩევა მოგვცა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულებისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულებისთვის, რა ჩაიცვათ“b (მათე 6:25, აქ). იესომ იცოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელია პირველი საჭიროების საგნებზე წუხილი. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ‘აღარ ვწუხდეთ’ ამაზე? „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი“, — თქვა იესომ. რა პრობლემებსაც უნდა ვხვდებოდეთ, ცხოვრებაში უპირატესობას ყოველთვის იეჰოვას თაყვანისცემას უნდა ვანიჭებდეთ. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს, რაც გვჭირდება, ჩვენი ზეციერი მამა ‘შეგვმატებს’. იეჰოვამ იცის როგორ მოგვცეს ის, რაც ჩვენთვის აუცილებელია (მათე 6:33).
8 იესომ სხვა რჩევაც მოგვცა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34, აქ). არაგონივრულია მეტისმეტი ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ. ერთმა სწავლულმა აღნიშნა: „მომავალი თითქმის არასდროს აღმოჩნდება ხოლმე ისეთი საშინელი, როგორადაც გვესახებოდა“. თუ თავმდაბლურად გავითვალისწინებთ ბიბლიის რჩევას — ყურადღებას იმისკენ მივმართავთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და დღეს დღევანდელ პრობლემებზე ვიზრუნებთ, თავს ავარიდებთ მეტისმეტ წუხილს (1 პეტრე 5:6, 7).
9. როგორ დაგვეხმარება „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციები, როდესაც ეკონომიკური პრობლემები გვექმნება?
9 როდესაც ფინანსური პრობლემები გვექმნება, იეჰოვასადმი ნდობას იმითაც გამოვხატავთ, თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებიდან ვიღებთ დახმარებას (მათე 24:45). დროდადრო ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ში იბეჭდება სტატიები, რომლებშიც მოცემულია პრაქტიკული რჩევები ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად. 1991 წლის 8 სექტემბრის ნომერში (რუს.) დაიბეჭდა სტატია „უმუშევრობა — რა გამოსავალი არსებობს?“ მასში მოცემული იყო რვა პრაქტიკული რჩევა, რომლებიც უმუშევრობის პერიოდში ბევრს დაეხმარა, როგორც ფინანსურ, ისე ემოციურ პრობლემებთან მეტ–ნაკლებად გამკლავებაშიc. ცხადია, ასეთი რჩევების გამოყენებასთან ერთად აუცილებელია გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს ფულზე. ეს საკითხი განხილული იყო ამავე ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში: „ის, რაც ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია“ (ეკლესიასტე 7:12).
-
-
გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
-
-
c ეს რვა რჩევა იყო: 1) პანიკაში ნუ ჩავარდებით; 2) შეინარჩუნეთ დადებითი განწყობილება; 3) ეძებეთ სხვადასხვაგვარი სამსახური; 4) იმყოფინეთ შემოსავალი და საკუთარი ცხოვრების დონეს სხვებისას ნუ შეადარებთ; 5) ფრთხილად იყავით კრედიტის აღებასთან დაკავშირებით; 6) იზრუნეთ იმაზე, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები შეინარჩუნოთ; 7) არ დაკარგოთ პირადი ღირსების გრძნობა; 8) სწორად გაანაწილეთ სახსრები.
-