განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“, „უნდა გწამდეს სამების?“. სადაც მართებულია, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურები „წიგნი ყველასათვის“. სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც ინტერესი იყო გამოვლენილი, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.
◼ 2002 წლის 16 სექტემბრით დაწყებული კვირიდან, კრების წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ წიგნს „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“.
◼ სექტემბრით დაწყებული სარაიონო ზედამხედველები წაიკითხავენ საჯარო მოხსენებას სათაურით „შეინარჩუნეთ თქვენი ქრისტიანული მეობა!“.
◼ „საგუშაგო კოშკი“ ჰირი-მოტუზე გამოვა არა თვეში ორჯერ, არამედ თვეში ერთხელ.
◼ „საგუშაგო კოშკი“ კირუნდზე გამოვა არა თვეში ერთხელ, არამედ ორჯერ.
◼ „საგუშაგო კოშკი“ ასამურ და მიზო ენებზე გამოვა ყოველთვიურად.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“— აზერბაიჯანული (ლათინური შრიფტით)
„მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“ — ჩუვაშური
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ — ქურთული (კურმანჯი, ლათინური შრიფტით)
„ღვთის ხელმძღვანელობა — ჩვენი გზა სამოთხისკენ“ (მუსულმანებისთვის) — აზერბაიჯანული (კირილიცათი)