საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/08 გვ. 1
  • წერილი ფილიალიდან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წერილი ფილიალიდან
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • მსგავსი მასალა
  • ეს შენთვის ცხოვრების საუკეთესო გზა ხომ არ იქნებოდა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • რა კეთდება ფილიალში?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
  • რა საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში?
    ხშირად დასმული კითხვები
  • თეოკრატიული სკოლები — იეჰოვას სიყვარულის მტკიცება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 9/08 გვ. 1

წერილი ფილიალიდან

ძვირფასო მაუწყებლებო!

„გააფართოვე შენი კარვის ადგილი! გადაჭიმონ შენი დიდებული კარვის ქსოვილები! ნურაფერს დაიშურებ! დააგრძელე შენი კარვის თოკები და გაამაგრე შენი კარვის პალოები!“ (ეს. 54:2). 2008 სამსახურებრივ წელს მომხდარმა განსაკუთრებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დღეს იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს თავის ორგანიზაციას. ღვთის ორგანიზაცია დღითი დღე იზრდება, როგორც ეს ესაიას წიგნშია აღწერილი.

სწორედ ასეთ ზრდაზე მეტყველებს ის, რომ ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2008 წლის 1 მაისიდან საქართველოს ოფისი ფილიალი გახდა. საქართველოს ფილიალი სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეს ხელმძღვანელობას უწევს ორ ქვეყანაში: აზერბაიჯანსა და საქართველოში. გასულ წელს ამ ორ ქვეყანაში, სადაც ‘გააფართოვეს თავიანთი კარვის ადგილი’, საგრძნობლად იმატა კრებებისა და დამოუკიდებელი ჯგუფების რიცხვმა. ამან განაპირობა ის, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან ჩამოყალიბდა ორი ახალი თეოკრატიული რაიონი. დღესდღეობით აზერბაიჯანსა და საქართველოში 11 რაიონია. ეს ყოველივე იეჰოვას კურთხევითა და იმით გახდა შესაძლებელი, რომ ავლენთ მტკიცე რწმენას და თავმდაბლად განაგრძობთ მსახურებას (იგავ. 15:33; 1 ტიმ. 6:12). მოგიწოდებთ ძმებო, რომ ისწრაფოთ ზედამხედველობისკენ, რათა იზრუნოთ ახლადჩამოყალიბებულ კრებებზე (1 ტიმ. 3:1).

გარდა ამისა, სხვადასხვა მხარეში მცხოვრები მრავალი და-ძმა მთელი წლის განმავლობაში ქადაგებდა დაშორებულ ტერიტორიებზე. ასეთი და-ძმები განსაკუთრებით იმსახურებენ შექებას, რადგან ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს მრავალი ისეთი ადამიანი, რომლებსაც სასიხარულო ცნობა ჯერ არ მოუსმენიათ.

მოდი, კვლავაც შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ერთგულება და მთელი გულით შევასრულოთ მისი ნება! ოდნავაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ჩვენი კეთილი ზეციერი მამა კიდევ მრავალ კურთხევას უმზადებს თავის მოშიშებს! (ფსალმ. 31:19).

თქვენი ძმები,

საქართველოს ფილიალი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება