როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„თქვენი აზრით, შეუწყობს ხელს ოჯახურ ბედნიერებას იესოს შემდეგი მცნების დაცვა? [წაიკითხე იოანეს 13:34 და დაელოდე, გიპასუხოს]. ამ სტატიაში განხილულია, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ოჯახის თითოეულმა წევრმა იესოს სწავლებები და როგორ უნდა მიჰბაძონ მის მაგალითს [უჩვენე სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მე-16 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! აგვ.
„როგორ ფიქრობთ, შეძლებენ მთავრობები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იერემიას 10:23]. ეს სტატია თქვენ აუცილებლად დაგაინტერესებთ. მასში განხილულია, თუ როგორ მოაგვარებს ღმერთი იმ პრობლემებს, რაც დედამიწას საფრთხეს უქმნის“.
საგუშაგო კოშკი 1 სექტ.
„მრავალი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი იესოს შემდეგი სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია მათეს 6:9-ში [წაიკითხე]. მაგრამ ბევრს უჭირს დაუახლოვდეს ღმერთს, როგორც მამას. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება? [დაელოდე, გიპასუხოს]. ეს ჟურნალი ყურადღებას ამახვილებს ჩვენი ზეციერი მამის სხვადასხვა თვისებაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავიცნოთ ის“.
გამოიღვიძეთ! სექტ.
„საუკუნეების განმავლობაში არ წყდება მსჯელობა იმაზე, განაგრძობს თუ არა ადამიანი ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოხატა იობმა თავისი რწმენა [წაიკითხე იობის 14:14, 15]. ამ ჟურნალის შესავალ სტატიებში განიხილება ბიბლიის თვალსაზრისი იმის შესახებ, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“.