საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 4/15 გვ. 23-26
  • იეჰოვას პატივსაცემი ქორწილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას პატივსაცემი ქორწილი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მსგავსი მასალა
  • დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ გაქვთ რწმენა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 4/15 გვ. 23-26

იეჰოვას პატივსაცემი ქორწილი

ქრისტიანულ ქორწილებზე ქვემოთ მოცემული სტატია თავდაპირველად მომზადდა ეთიოპიაში, რომ საჭირო დამხმარე მითითებები ამჰარულ ენაზე მიეწოდებინათ ამ ქვეყანაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის, რომლებიც ახლახანს გახდნენ იეჰოვას მოწმეები. ეს ეხება ზოგ ადგილობრივ ადათ-წესსა და ჩვეულებას, რომლებიც შესაძლოა განსხვავდება იმათგან, რაც გავრცელებულია იქ, სადაც ცხოვრობ. შესაძლოა ძალიან საინტერესო სხვაობებიც შენიშნო. ამავე დროს სტატიაში მოცემულია ბიბლიაზე დაფუძნებული გაწონასწორებული რჩევები, რომლებიც შეიძლება საყურადღებოდ მიიჩნიო მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ადათ-წესები ქორწილის გადახდასთან დაკავშირებით შენს ქვეყანაში განსხვავებული იყოს.

„სიხარულის მომტანი ქრისტიანული ქორწინება“ — ასეთი იყო 1984 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი სასწავლო სტატიის სათაური. იმავე გამოშვებაში შემდეგი სტატია დასათაურებული იყო სიტყვებით: „საქორწილო ნადიმზე მხიარულებისას ზღვარს ნუ გადახვალ“. (ვისაც განზრახული აქვს დაქორწინება, დამატებითი ბრძნული რჩევები მოცემულია წიგნებში: „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, თავი 2 და „სანამ ახალგაზრდა ხარ საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდობის წლები“, თავები 19 და 20 [ინგლ.])a. ამ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ბევრი გახდა იეჰოვას მოწმე, ასე რომ, გვსურს გავიმეოროთ ზოგი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჩვენს ტერიტორიაზეა გამოსადეგი, აგრეთვე ვიმეორებთ სხვა სათანადო პუნქტებსაც, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ქორწილი ღმერთს, ქორწინების შემოქმედს, მიაგებდეს პატივს.

უპირველესი განსახილველი კითხვაა: როდის უნდა იყოს ქორწილი? დღე ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით განსაზღვრულ სეზონში ხომ არ უნდა დაინიშნოს? ადგილობრივი რწმენის თანახმად, ამ სეზონის გარდა სხვა დროს დანიშნული ქორწინება არ იქნება ბედნიერი. ეს არის უსაფუძვლო ცრურწმენა და იეჰოვას მრავალი, დიდი ხნის ბედნიერი, ერთობლივად მომსახურე წყვილი სწორედ ასეთი სეზონის დროს არ დაქორწინებულა. ჩვენ არ გვწამს კარგი თუ ცუდი იღბლის (ესაია 65:11; კოლასელთა 2:8). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ურწმუნო ნათესავების ცრურწმენის მიხედვით დანიშნავთ ქორწილის დღეს, ვეღარ დაეხმარებით, დაინახონ სხვაობა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ფაქტია, რომ ქრისტიანებს ნებისმიერ თვეს შეუძლიათ დაქორწინება.

სათანადო დაწესებულებაში აუცილებელი ცერემონიის შემდეგ, როდესაც ხდება საქორწინო მოხსენების ორგანიზება, ბრძნული იქნებოდა, რომ ამ ორ შემთხვევას შორის დიდი ინტერვალი არ ყოფილიყო. თუ წყვილს სურს, რომ საქორწინო მოხსენება წარმოითქვას სამეფო დარბაზში, კარგა ხნით ადრე უნდა სთხოვონ დარბაზის გამოყენებისთვის ნებართვა კრების უხუცესებს. ადგილობრივი უხუცესები დარწმუნდებიან, რომ ამ ცერემონიის ორგანიზება სუფთა სინდისს შეუნარჩუნებს. ისეთი დრო უნდა შეირჩეს, რომ ხელი არ შეეშალოს კრების ნებისმიერ საქმიანობას. ძმა, რომელიც არჩეული იქნება თემის წარმოსათქმელად, წინასწარ უნდა შეხვდეს ნეფესა და პატარძალს, რომ მისცეს დამხმარე რჩევები და დარწმუნდეს, რომ არ არის არავითარი მორალური და კანონიერი დაბრკოლება ქორწინებისთვის და რომ ის ეთანხმება მოხსენების შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის გეგმებს. საქორწინო მოხსენება უნდა გრძელდებოდეს ნახევარი საათი და უნდა წარმოითქვას ღირსეულად, ისე, რომ ხაზი ესმებოდეს სულიერ მხარეს. მოხსენება, ფაქტობრივად, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავშეყრა, რომელიც მას მოჰყვება.

ქრისტიანული ქორწილი კარგი საშუალებაა, ვაჩვენოთ, რომ ‘არ ვართ წუთისოფლისანი’ (იოანე 17:14; იაკობი 1:27). ჩვენი წესრიგი სამაგალითო უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ ვალოდინოთ ქორწილში მოწვეულები, რითაც შესაძლოა კრების საქმიანობაშიც შევუშალოთ ხელი. ეს განსაკუთრებით პატარძალმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან წუთისოფლისეული ნათესავები შესაძლოა სთხოვენ მას, რომ დააგვიანოს — ვითომ საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად. პუნქტუალურობით მოწიფული ქრისტიანი წარმოაჩენს თავის სულიერ თვისებებს, მაგალითად თავმდაბლობასა და ტაქტიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის! აგრეთვე, თუ მოწვეულია ფოტოგრაფი შემთხვევის აღსაბეჭდავად, წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად მოვიქცეოდით, თუ ფოტოგრაფს ვთხოვდით, მოსულიყო კოსტიუმში გამოწყობილი, ჰალსტუხში და სურათების გადაღების დროს გაითვალისწინოს ისიც, რომ ხელი არ შეუშალოს მოხსენების წარმოთქმას. სურათი არ უნდა იქნეს გადაღებული ლოცვის დროს. ჩვენი წესრიგი პატივს მოუტანს იეჰოვას და კარგი დამოწმებაც იქნება. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ქორწილი წუთისოფლის ადათ-წესების მიხედვით ჩატარდეს, ეს დაჩრდილავდა მოვლენის მნიშვნელობას.

დიდი სტუმრიანობა არ განაპირობებს ქორწინების წარმატებას, მაგრამ წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი ასეთი ბედნიერი შემთხვევის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ასეთი თავყრილობა ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის უნდა განსხვავდებოდეს წუთისოფლის ხალხის თავყრილობისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ექსტრავაგანტულობა, უზომოდ სმა, გაუმაძღრობა, გიჟური მუსიკა, გამომწვევი ცეკვები და ჩხუბიც კი. ბიბლია ‘გაუმაძღრობას’ ხორცის საქმეებთან ერთად იხსენიებს (გალატელთა 5:21). ყველაფრისადმი სათანადო ყურადღების მიქცევა უფრო ადვილია, როდესაც არ არის დიდი თავყრილობა. აუცილებელი არ არის კარვის გაშლა ჩვეული ადათ-წესების მიხედვით. გაშლის თუ არა კარავს ადგილის, ამინდის, თუ სხვა მიზეზის გამო, ეს უკვე პირადული საკითხია.

გამოცდილებებმა ცხადყო, რომ უმჯობესია ზუსტად განსაზღვრო სტუმრების რაოდენობა და მოიწვიო ისინი სპეციალური წერილობითი მოსაწვევებით. უმჯობესია, ცალკეული პიროვნებები პირადად დაპატიჟო, ვიდრე მთლიანად კრებები, ხოლო, როგორც მოწესრიგებულმა ქრისტიანებმა, პატივი უნდა ვცეთ ფაქტს, რომ განსაზღვრული რაოდენობით იქნა სტუმრები მიწვეული. წერილობითი მოსაწვევები ასევე თავიდან აგვარიდებს გარიცხული პიროვნების სტუმრებს შორის გამოჩენით გამოწვეულ უხერხულობას, თუ ეს ხდება, ბევრი და-ძმა დატოვებდა წვეულებას (1 კორინთელთა 5:9–11). თუ წყვილი სტუმრად იწვევს ურწმუნო ნათესავებსა თუ ნაცნობებს, უეჭველია, შეზღუდული რაოდენობით, რადგან უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ‘რწმენით ჩვენიანებს’ (გალატელთა 6:10). ზოგმა უმჯობესად მიიჩნია ქვეყნიური ნათესავებისა თუ ნაცნობების საქორწინო მოხსენებაზე მიწვევა და არა წვეულებაზე. რატომ? იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ურწმუნო ნათესავებმა ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნეს საქორწილო წვეულებაზე, რომ ბევრ და-ძმას მოუწია ქორწილის დატოვება. ზოგმა წყვილმა ამჯობინა, მოეწყო პატარა სადილი ოჯახის წევრებსა და ქრისტიან მეგობრებთან ერთად.

იოანეს 2:8, 9-ის თანახმად პრაქტიკულია, რომ არჩეული იქნეს ‘სუფრის გამრიგე’. ნეფე ისურვებდა, აერჩია სანდო ქრისტიანი, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა წესრიგსა და მაღალი სტანდარტებით მოქცევას. თუ სტუმრებს მოაქვთ საჩუქრები, ეს უნდა მოხდეს ‘თვალთა გულისთქმის გარეშე’ (1 იოანე 2:16). მუსიკა უნდა იყოს სასიამოვნო და არა ბინძური საეჭვო სიტყვებით, უზომო ხმაურითა და ველური რიტმით. ბევრმა უკეთესად მიიჩნია, რომ უხუცესს წინასწარ მოესმინა ის მუსიკა, რომელსაც შემდეგ ჩართავენ. ცეკვა შეიძლება იქცეს მახედ, რადგან ბევრი ეროვნული ცეკვა წამოსულია ისეთი ცეკვებიდან, რაც ნაყოფიერების, შთამომავლობის მოცემის ცეკვისთვის იყო განკუთვნილი და ახასიათებს არასათანადო გრძნობების გამოვლენა. როდესაც ხდება საქორწინო ტორტის დაჭრა და შამპანურების გახსნა ზოგჯერ ეს ქვეყნიური ადამიანებისთვის თავშეუკავებელი მოქმედებების დაწყების ნიშანია. ფაქტობრივად, ბევრმა ქრისტიანმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ჰქონოდათ ალკოჰოლური სასმელები საქორწინო სუფრაზე, რითაც თავი აარიდეს ბევრ პრობლემას.

რადგანაც ჩვენ გვსურს, პატივი მივაგოთ იეჰოვას, არ მოვიქცევით თავის გამოსაჩენად, რომ მივიპყროთ გადაჭარბებული ყურადღება. წუთისოფლის პუბლიკაციებშიც ფართოდ არის გავრცელებული ტენდენციის, ექსტრავაგანტულობის, წინააღმდეგ საუბარი. რა დიდი უგუნურება იქნებოდა წყვილის მხრიდან ვალები აეღოთ ექსტრავაგანტული ქორწილის გამო და შემდეგ ზარალი წლების მანძილზე გაჰყოლოდათ ერთი დღის დანახარჯის გადასახდელად! რასაკვირველია, ასეთი შემთხვევისთვის განკუთვნილი კაბა უნდა იყოს მოკრძალებული და კარგად შეკერილი, შეესაბამებოდეს ღვთის პატივისმცემელ პიროვნებას (1 ტიმოთე 2:9, 10). სტატიაში, „ქრისტიანული ქორწილი უნდა ავლენდეს გონიერებას“ (1969 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, [ინგლ.]) საინტერესო კომენტარი იყო გაკეთებული:

„ქორწილი განსაკუთრებული შემთხვევაა, ასე რომ, ყურადღება, ჩვეულებრივ, ექცევა იმას, რომ გამოიყურებოდნენ მხიარულად და მიმზიდველად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია განსაზღვრული ფასონის კაბისა თუ კოსტიუმის ჩაცმა. კარგია, თუ ხდება ადგილობრივი სტილის, ღირებულებისა და პირადი გემოვნების გათვალისწინებაც. . . ნუთუ გონივრული იქნებოდა ისეთი ძვირადღირებული ჩასაცმელის ყიდვა, რაც ფინანსურად მძიმე გასასტუმრებელი იქნებოდა მათთვის ან თუნდაც სხვებისთვის?. . . ზოგი პატარძალი დიდი სიამოვნებით იცვამდა ძვირფასი მეგობრის ან ნათესავის კაბას. სხვები იმითაც ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ, როდესაც თვითონ კერავდნენ ისეთ საქორწილო კაბას, რომელსაც მომავალში სხვა შემთხვევებშიც ჩაიცვამდნენ. და სავსებით ნორმალურია წყვილისთვის, თუ ქორწილზე იქნებიან ყველაზე ჩვეულებრივი, მიმზიდველი ტანსაცმლით. . . სხვებს, რომლებსაც აქვთ მატერიალური საშუალება, რომ ჰქონდეთ გამორჩეული ქორწილი, შესაძლოა, პირადი სურვილით უმჯობესად მიიჩნიონ, ‘საზარელი დროის’ გამო ჰქონდეთ ისეთი ქორწილი, რომ თვალში არ იყოს საცემი“.

მსგავსად, ქორწილში მიწვეულები (ნეფის მეგობრები და პატარძლის თანმხლები მანდილოსნები) არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ. სტუმრებიც შეეცდებიან, რომ გადაჭარბებული ყურადღება არ მიიქციონ ჩაცმულობითა თუ მოქმედებებით. იმ დროს, როდესაც გარიცხული პიროვნება ესწრება სამეფო დარბაზში მოხსენებას, 1984 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „არ იქნებოდა სათანადო, რომ საქორწილო ნადიმზე გვყოლოდა გარიცხული პიროვნებები ან ისინი, რომელთა სკანდალური ცხოვრების წესი უხეშად არღვევს ბიბლიის პრინციპებს“.

მართალია იესო ესწრებოდა ქორწილს, მაგრამ შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ ის მოიწონებდა ფართოდ გავრცელებულ ჩვეულებას, როდესაც მანქანების კოლონები გამაყრუებელი სიგნალებით მიდიან; პოლიციელები აჯარიმებენ კიდეც საქორწილო კოლონაში ხმაურის გამომწვევ მძღოლებს (იხილე მათე 22:21). მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ ხალხის თვალში საცემი ან მათთვის დამახასიათებელი მოქმედებები გადავიღოთ, ქრისტიანებმა უნდა გამოვავლინოთ სიბრძნე, რაც მოკრძალებულობაა (იგავნი 11:2, აქ).

მაგრამ რა შეიძლება ითქვას მეზობლების, თანამშრომლების ან შორეული ნათესავებისა თუ ნაცნობების ქორწილში მისვლაზე? ყოველმა ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს. კარგი იქნებოდა, ყოველთვის გვხსომებოდა, რომ დრო ძვირფასია, რადგან ჩვენი მსახურებისთვის, პირადი შესწავლისთვისა და სხვა ოჯახური თუ კრების საქმეებისთვის გვესაჭიროება დრო (ეფესელთა 5:15, 16). შაბათ-კვირას გვაქვს კრებები და სამქადაგებლო მსახურება, რის გაცდენაც ჩვენ არ გვსურს (ებრაელთა 10:24, 25). ბევრი ქორწილის დღე კი ემთხვევა კონგრესების თუ სპეციალური სამქადაგებლო მსახურების დღეებს, რომლებიც უფლის საღამოს უკავშირდება. ჩვენც, ჩვენი ძმების მსგავსად, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევით ემზადებიან, არ უნდა დავუშვათ, რომ მოვცდეთ, არამედ უნდა დავესწროთ უფლის საღამოს. ვიდრე ჭეშმარიტებას შევიცნობდით ბევრი დრო გავატარეთ წუთისოფლის ადამიანებთან, შესაძლოა ისეთ ვითარებაშიც, რითაც პატივს არ ვაგებდით ღმერთს (1 პეტრე 4:3, 4). ახლა ჩვენი პრიორიტეტები განსხვავებულია. ყოველთვის შესაძლებელია, რომ ვუსურვოთ წუთისოფლისეულ წყვილებს ბედნიერება ღია ბარათით ან თუნდაც ხანმოკლე სტუმრობით სხვა ნებისმიერ დღეს. ზოგმა ასეთი შემთხვევები დასამოწმებლად გამოიყენა და გააცნო მათ ზოგი ბიბლიური მუხლი, რომლებიც ახლად დაქორწინებულებს შეეხებოდა.

ქორწილი, სადაც ბიბლიური ასპექტები დომინირებს და არა წუთისოფლისეული, ჭეშმარიტად, პატივს მიაგებს იეჰოვას. თუ დარწმუნებული იქნება, რომ გამოყოფილია წუთისოფლისგან, მისი ცრურწმენისა და არაზომიერებისგან, არ უშვებს რეგულარული თეოკრატიული საქმიანობის ხელის შეშლას და თავის გამოსაჩენი მოქმედების ნაცვლად ავლენს მოკრძალებას, ქრისტიანი ნამდვილად სიხარულს იგრძნობს ქორწილით. გარდა ამისა, მათ სუფთა სინდისითა და სასიამოვნო მოგონებებით შეეძლებათ ამ ბედნიერი შემთხვევის გახსენება. სიბრძნისა და კეთილგონიერების გამოვლენით დაე ყველა ქრისტიანულმა ქორწილმა დაუმოწმოს გულწრფელ მხილველებს.

[სქოლიოები]

a გამოცემულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.

[სურათი 24 და 25 გვერდებზე]

ქრისტიანები მონურად არ ასრულებენ ადგილობრივ საქორწილო ადათ-წესებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება