საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ერთად შეკრებილნი გერმანიაში

      სხვა კომუნისტურ ქვეყნებში მცხოვრები ძმებისგან განსხვავებით იუგოსლავიაში ძმებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ რიცხობრივად ცოტანი იყვნენ. ამიტომ ძალიან უნდოდათ, რომ მსოფლიო საძმოს სიყვარული ენახათ. როდესაც შეიტყვეს, რომ 1969 წელს იგეგმებოდა საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“, მაშინვე დაიწყეს მზადება იმისათვის, რომ მთავრობისგან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა მიეღოთ. წარმოიდგინეთ მათი სიხარული, როცა მთავრობამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა!

      ეს კონგრესი ნიურნბერგის (გერმანია) დიდ სტადიონზე ჩატარდა, სადაც რამდენიმე ათწლეულის წინ ჰიტლერმა, რომელიც იეჰოვას მოწმეებს განადგურებით ემუქრებოდა, აღლუმი მოაწყო. კონგრესის პროგრამა მრავალ ენაზე მიმდინარეობდა. იუგოსლავიელ დელეგატებს გაუხარდათ, როდესაც შეიტყვეს, რომ სტადიონთან ახლოს ხეების ჩრდილქვეშ უნდა დამსხდარიყვნენ. მოაწყვეს დიდი სცენა, რომელიც ორ ნაწილად ჰყოფდა იმ ადგილს. ერთ ნაწილში მსხდომი დელეგატები სერბულ და ხორვატულ ენებზე ისმენდნენ პროგრამას, მეორე ნაწილში მსხდომი დელეგატები — სლოვენურზე. ამ რვადღიანმა პროგრამამ და-ძმებს რწმენა განუმტკიცა და ცოდნა გაუღრმავა.

      გერმანიაში დელეგატების ჩასაყვანად ძმებმა იუგოსლავიის ყველა რეგიონში დაიქირავეს მატარებლები და ავტობუსები. ერთი ხორვატი ძმა ჰყვება: „ისე გვიხაროდა ჩვენს და-ძმებთან შეხვედრა, რომ ვაგონების ფანჯრებზე წარწერები გამოვაკარით, რომ კონგრესზე მივემგზავრებოდით“.

      ძმებმა დიდად გაიხარეს მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების, ნეითან ნორისა და ფრედერიკ ფრანცის ნახვით და მათი მოხსენებების მოსმენით. ერთი დელეგატი იხსენებს: „აღტაცებას ვერ ვმალავდით, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვესალმნენ“. ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც იუგოსლავიელ ძმებს კონგრესზე დასასწრებად მოუწიათ, ნამდვილად ღირდა კონგრესზე მიღებული კურთხევის ფასად. „მგზავრობის ხარჯების დასაფარავად ორი თვის ხელფასი დამჭირდა, — აღნიშნავს სერბი მილოსია სიმიცი. — თანაც, უფროსს სამსახურიდან ჩემი ათი დღით გაშვება არ უნდოდა. დარწმუნებული არ ვიყავი უკან დაბრუნებულს ისევ მიმიღებდა თუ არა, მაგრამ წასვლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. დაუჯერებელია! მას შემდეგ ორმოცი წელიწადი გავიდა და დღესაც ვერ ვიკავებ სიხარულის ცრემლებს, როცა იმ დღეებს ვიხსენებ“.

      მსოფლიო საძმოს ერთობამ იუგოსლავის ყველა ქვეყნიდან ჩასული ძმები სულიერად განამტკიცა და მომავალი სირთულეებისთვის მოამზადა.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათები 184, 185 გვერდებზე]

      უკან: საერთაშორისო კონგრესი „მშვიდობა დედამიწაზე“, 1969 წელი, ნიურნბერგი (გერმანია); მარცხნივ: იუგოსლავიიდან კონგრესზე მიმავალი მატარებელი; მარჯვნივ: ნეითან ნორი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება