-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ერთი ახალგაზრდა დალაქი, ფრანც ბრანდი, რომელიც ჩრდილოეთ იუგოსლავიის ქალაქ ვოევოდინაში ცხოვრობდა, სამუშაოს საძებნელად ავსტრიაში გადავიდა, და სწორედ იქ გაიგო ჭეშმარიტება. 1925 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის იმ პატარა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კითხულობდა და იკვლევდა ბიბლიის შესასწავლ სახელმძღვანელოს „საღვთო წერილის გამოკვლევა“; ეს წიგნი მათთვის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნათესავებს გაეგზავნათ.
ბიბლიის კვლევის შედეგად ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო იყო ქადაგება. ამიტომ ბიბლიური სწავლებების ასახსნელად მათ სერბულ ენაზე ორი ბროშურა თარგმნეს. ეს ბროშურები ჯერ გავრცელებულიც არ ჰქონდათ, რომ ჯგუფი ერთმა განდგომილმა მოინახულა, რომელსაც ყველა კარგად იცნობდა. მან თავისი სექტა ჩამოაყალიბა. ფრანცის გარდა მან ბიბლიის მკვლევარების ჯგუფის ყველა წევრი გადაიბირა.
ამის შემდეგ ფრანცი მარიბორში (სლოვენია) გადავიდა, სადაც დალაქად მუშაობდა. მან სადალაქოს მეპატრონეს, რიკარტ ტაუცს უქადაგა, რომელმაც მოისმინა და მიიღო ჭეშმარიტება. ფრანცმა და რიკარტმა სადალაქო სამქადაგებლო უბნად აქციეს, რის გამოც მათ „მორწმუნე დალაქები“ შეარქვეს. კლიენტები მათ დიდი ყურადღებით უსმენდნენ; იმის შიშით, რომ კანი არ გასჭროდათ, ვერც ინძრეოდნენ და ვერც ხმას იღებდნენ.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათი 145 გვერდზე]
ფრანც ბრანდი
-