-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„ჩემს ცოლთან ერთად შაბათ-კვირაობით დაახლოებით ერთ წელიწადს ვმსახურობდი სარაიონო ზედამხედველად, — იხსენებს ჰენრიკ კოვაჩიჩი, ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრი, — ხოლო შემდეგ სრული დროით დავიწყე მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება. ძმები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. ზოგჯერ იქ, სადაც ვრჩებოდით, არც წყალი გვქონდა და არც უნიტაზები, მაგრამ ძმები დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ ჩვენდამი, გვაგრძნობინებდნენ სიყვარულს და დიდ სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ. თავიანთ საწოლებს გვითმობდნენ და სიღარიბის მიუხედავად, მშივრებს არასოდეს გვტოვებდნენ. ხანდახან, კრების მონახულების დროს, ერთ ოჯახს რომ არ დავწოლოდით ტვირთად, ყოველ ღამეს სხვადასხვა ოჯახში ვათევდით“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„ფეხბურთზე ლაპარაკი მხოლოდ სტადიონზე შეიძლება?“
ჰენრიკ კოვაჩიჩი
დაიბადა: 1944 წელს
მოინათლა: 1962 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1973 წელს შაბათ-კვირას მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, 1974—1976 წლებში კი სრული დროით დაიწყო მსახურება მიმომსვლელ ზედამხედველად. ამჟამად ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრია.
წინასწარ არასდროს ვიცოდით, დავბრუნდებოდით თუ არა მსახურებიდან სახლში. პოლიცია ხშირად გვაკავებდა და დაკითხვას გვიწყობდა. ხშირი იყო უსაფუძვლო ბრალდებები.
ერთხელ განყოფილებაში პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ღვთის შესახებ ლაპარაკი მხოლოდ ამ მიზნისთვის განკუთვნილ ადგილებში შეიძლებოდა, და არა ქუჩაში თუ კარდაკარ. ნეემიასავით გულში ვილოცე და ვთხოვე იეჰოვას, რომ სწორი სიტყვების შერჩევაში დამხმარებოდა. შემდეგ ვკითხე, ფეხბურთზე ლაპარაკი მხოლოდ სტადიონზე შეიძლება-მეთქი თუ სხვაგანაც? მან მიპასუხა, რომ ფეხბურთზე ლაპარაკი ყველგან შეიძლებოდა. მერე ვუთხარი: „ესე იგი, თავისუფალ დროს ღმერთზეც ყველგან შეიძლება ლაპარაკი, და არა მარტო ეკლესიაში თუ თაყვანისცემისთვის განკუთვნილ სხვა ადგილებში“. ჩვენი დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა, ბოლოს გამოგვიშვეს.
მე და ჩემი ცოლი ანა ორმოცი წელია, რაც ერთად ვმსახურობთ. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ განვლილ წლებს არაფერზე გავცვლიდით. ერთად თითქმის 70 კაცს დავეხმარეთ ჭეშმარიტების გაგებაში. იეჰოვასგან მიღებული ნებისმიერი დავალება მხოლოდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას.
-