ყურადღება მიაქციე ღვთის სასწაულებრივ საქმეებს
1 სამი მშვენიერი დღე ვიკრიბებოდით საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“. ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავიდან ყურადღება გადავიტანეთ იეჰოვას სასწაულებრივ საქმეებზე. პროგრამა გათვალისწინებული იყო ღვთისა და მისი სიტყვისადმი ჩვენი რწმენის გასაზრდელად, მასთან ჩვენი ურთიერთობის განსამტკიცებლად და მსახურებაში ენთუზიაზმის გასაძლიერებლად. რა სარგებლობა მივიღეთ ნასწავლიდან? (იოან. 13:17).
2 ოჯახები ემორჩილებიან ღვთის სიტყვას. მოხსენებათა სერია „დაემორჩილეთ ღვთის სიტყვას“ ჩვენი ოჯახების სულიერი მდგომარეობის შემოწმებაში დაგვეხმარა. ბავშვებს უყვართ სწავლა. ამგვარად, ღვთისმოსავი მშობლები წახალისებული იყვნენ, რომ ბიბლიის ოჯახური შესწავლა ოჯახის წევრების მტკიცე სულიერობის აღშენებისთვის გამოეყენებინათ. მრავალი ოჯახის თავი თავის მცირეწლოვან ბავშვებთან განიხილავს ახალ ბროშურას „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“. ეს მათ ხელს შეუწყობს, სასიამოვნო და მშვიდობიანი ურთიერთობა განავითარონ იეჰოვასთან. მშობლებო, ასწავლეთ თქვენს შვილებს, ყურადღებით მოეკიდონ ღვთის გრძნობებს. გამოავლინეთ თქვენი სიყვარული მისადმი და მისი საქმეებისადმი (ფსალმ. 102:2). ერთად იმუშავეთ, რომ დაადგინოთ და მიაღწიოთ სულიერ მიზნებს და სრული მონაწილეობა მიიღოთ იეჰოვასთვის მსახურებაში.
3 ღვთის სიტყვა გზას გვინათებს. ჩვენ აღგვაფრთოვანა ახალი წიგნის „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“ მიღებამ. რამდენი წაიკითხე ამ პირველი ნაწილიდან? წიგნი „ესაია“ წინასწარმეტყველებს უღვთო ერებისთვის გამოტანილი მკაცრი განაჩენისა და შესანიშნავი კურთხევების შესახებ, რომელთაც ღვთის ხალხს მისი სამეფო მოუტანს (ეს. 34:2; 35:10). ის აგრეთვე განამტკიცებს რწმენასა და ნდობას იეჰოვასა და მისი საქმეებისადმი (ეს. 12:2—5).
4 „ესაიას წინასწარმეტყველება I-ის“ კითხვისას დასაწყისში შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ შეინარჩუნა ესაიამ უმწიკვლობა, მაშინ როდესაც ბოროტი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობდა. როდესაც ღვთის მაცნედ მიიწვიეს, ესაიამ უპასუხა: „აჰა, მიმავლინე“ (ეს. 6:8). მის გულმოდგინე სულისკვეთებაზე დაფიქრება გაგამხნევებს კეთილი ცნობის ქადაგების გასაგრძელებლად, რათა სრული მონაწილეობა მიიღო ‘ყველა ხალხისთვის დამოწმებაში’ (მათ. 24:14).
5 იეჰოვას საქმეებზე ყურადღების გამახვილება განადიდებს მის სიდიადეს. ამგვარად, დავაფასოთ ღვთის სიტყვის შემსრულებლად ყოფნის უპირატესობა!